Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(1001)
« პირველი
...
728
729
[730]
731
732
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ქართველთა ეთნოგენეზი
, ეთნოგენეზი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kobakhi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
kobakhi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1252
წევრი No.: 263221
რეგისტრ.: 9-August 21
#60916922
· 24 Dec 2023, 14:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ვარაზვაჩე @ 24 Dec 2023, 13:43 )
kobakhi
ვინ უარყოფს მერე?
თუმცა, პიტიახში ზოგადად სპარსული სამოხელეო წოდება იყო, მთლად სწორი მაგალითი არაა.
ანუ იმაზე მქონდა გამახვილებული ყურადღება რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა, როცა სომხურის გავლით შემოდიოდა პართიულ/სპარსული სახელები,
რეალობაში სადაც:
ძველი იბერიის მეფეებს ერქვათ ირანული სახელები
ჰქონდათ სახელმწიფოს სპარსული მოწყობა
გვქონდა სომხურის გავლით პიტიახშის ტიტული (ამით უბრალოდ იმას აღვნიშნავ რომ აშკარად ჩანს სიტყვების/ტიტულების იბერიაში შესვლა ირანიდან სომხეთის გავლით)
რატომ არის შეუძლებელი არმაზი იყოს პართიულიდან შემოსული არამაზდის სახეცვლილი ვერსია? )
--------------------
Hambik Tours
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14703
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#60917110
· 24 Dec 2023, 15:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჰქონდათ სახელმწიფოს სპარსული მოწყობა
ეს ქართლის ცხოვრებაში კი წერია, მაგრამ დღემდე გაუგებარია რას ნიშნავს...
იმიტომ რომ საერისთავო არ არის სატრაპის მსგავსი რეგიონალური დაყოფის სისტემა. არც ამდენი ავტონომია ჰქონდა საერისთავოს და არც ერისთავი იყო სატრაპის მსგავსი ერთპიროვნული ავტონომიური მმართველი და არც სამხედრო ელიტა იყო დასმული(ეს ელინისტურს უფრო მაგონებს, ბერძენ-რომაელებმა იცოდნენ სამხედრო ელიტის გუბერნატორებად დანიშვნა).
სამთავრო უფრო ჰგავს მაგ სისტემას, მაგრამ სამთავროს მმართველობის სისტემა დასავლეთიდან არის შემოსული.
პიტიახში ნამდვილად შემოსულია, მაგრამ როგორც ვხვდები ერისთავებს კი არ ეძახდნენ, მხოლოდ მოსაზღვრე რეგიონის ერისთავებს უწოდებდნენ მგონი პიტიახშებს. მაგალითად ვარქსენა ხომ გუგარეთის ერისთავი იყო და რადგან მოსაზღვრე რეგიონია, პიტიახშს ეძახდნენ.
რავიცი, შეიძლება ვცდები და შემისწორონ.
--------------------
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mushuen4
Super Member
ჯგუფი: Registered
Mushuen4
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 233
წევრი No.: 271784
რეგისტრ.: 4-November 23
#60918330
· 25 Dec 2023, 08:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ბასიანი89 @ 23 Dec 2023, 08:05 )
დაღესტნურების ნაწილში რომ დედა, სამი, ხუთი იგივენაირად ჟღერს როგორც ქართულში ამას რითი ხსნიან? არსად შემხვედრია ამის ახსნა.
საერთოდ ნახურ დაღესტნური ენები 5000 წლისწინ დაიშალაო. ლექსიკით ინდოევროპულები უფრო გავს ერთმანეთს ვიდრე ნახ-დაღესტნურები.
Ძირითადად ყველა ევრაზიულ ენაში
Დედ ან მამ
Ded, Dod, Mod, Mader
Ამ სიტყვის რაღაცა ვარიაციაა, დიდი არაფერი, ძალიან არქაული სიტყვაა უბრალოდ და უფრო მეტი შანსია დამთხვევა იყოს ვიდრე რაიმე სხვა ერთადერთი გამონაკლისია Mainstream Lezgin სადაც არის ვარაუდები რომ სიტყვა დედა ქართულიდან შევიდა რაც არ არის თეორია რომელიც მხარდაჭერით სარგებლობს
Აწ უფრო საინტერესოა ჩრდილო დასავლური ენები და ანატოლიური ენები ვიდრე არქაული NEC
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2963
წევრი No.: 248905
რეგისტრ.: 23-February 19
#60919230
· 25 Dec 2023, 19:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
Ded, Dod, Mod, Mader
როგორ ნიკო მარისეულად გადაიყვანე
სიტყვა იხვისგან რომ ზებრას იღებდა თუ პარტიას ჭირდებოდა
ქართველური დედა, დიდა,დია,დედე მხოლოდ დაღესტნურებს შევამჩნიე.(ინდოარიულის ზოგ ენასაც)
მშობელი ქალის სახელზეა საუბარი.
აღმოსავლეთელი მთიელების J-Y12378 მარკერებზე მიგიწვდება ხელი?
იმ 850 წლიანი შტოს ფუძეები ფშავურ-ხევსურული ორი გვარია. პირადში მოგწერ თუ დაგაინტერესებს
--------------------
“ ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mushuen4
Super Member
ჯგუფი: Registered
Mushuen4
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 233
წევრი No.: 271784
რეგისტრ.: 4-November 23
#60921247
· 26 Dec 2023, 22:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ბასიანი89 @ 25 Dec 2023, 19:15 )
QUOTE
Ded, Dod, Mod, Mader
როგორ ნიკო მარისეულად გადაიყვანე
სიტყვა იხვისგან რომ ზებრას იღებდა თუ პარტიას ჭირდებოდა
ქართველური დედა, დიდა,დია,დედე მხოლოდ დაღესტნურებს შევამჩნიე.(ინდოარიულის ზოგ ენასაც)
მშობელი ქალის სახელზეა საუბარი.
აღმოსავლეთელი მთიელების J-Y12378 მარკერებზე მიგიწვდება ხელი?
იმ 850 წლიანი შტოს ფუძეები ფშავურ-ხევსურული ორი გვარია. პირადში მოგწერ თუ დაგაინტერესებს
Ძირითადად მხოლოდ Z7671 სემპლებზე მიმიწვდება ხელი და ეგეც პირადი ინფორმაციაა რასაც ვერ გავცემ კონფიდენციალური მიზეზების გამო, მოდიფიცირებული კლადები და ასე შემდეგ.
Დაღესტანური ენებიდან მხოლოდ ლეზგურს ააქვს სიტყვა დიდა ან დიდე, მაგალითად დიდე ვატან (სამშობლო/Motherland)
Სხვები ნინ ან ნანს ხმარობენ არის ვარიაციები დიალექტის მიხედვით, ყველაზე ძველი დაღესტანური ენიდან დარგინულიდან ვიღებთ სიტყვა გინი ან გინე, გაილი გოგოს ნიშნავს და გალელ მდედრს და დედის ფუძეზე მაქედან მოდის.
Ლეზგურში რომ ქართულიდან არის გადაღებული ეჭვი არ მეპარება, სხვა ენებზე ვერ გეტყვი. Ყველა ევრაზიულ ენაში დედას და მამას ერთი ფუძე აქვთ
* * *
Დიდნაურზე და ნაზარლებზე გვინდა მეტი ინფორმაცია
This post has been edited by
Mushuen4
on 26 Dec 2023, 22:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7042
წევრი No.: 267674
რეგისტრ.: 30-August 22
#60926069
· 29 Dec 2023, 17:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kobakhi
QUOTE
სპარსიზმების უარყოფა ხო სისულელეა რა, ელემენტარული სახელები აიღე
საქართველოში ბევრი იჩემებს ყველაფრის ცოდნას, მაგრამ მე როგორც სოკრატე იტყოდა "ვიცი რომ არაფერი არ ვიცი-ს" ფილოსოფიას მივყვები და არ ვპროფესორობ იქ სადაც დიდი ცოდა არ გამაჩნია. ყოველგვარი ტრაბახის გარეშე ძალიან ბევრი სფერო ვიცი კარგად, მაგრამ ისტორია არ მოიაზრება მაგ სფეროებში. მე ისტორიაში კარგად ვიცი ბრძოლები (ტაქტიკურადაც ვარჩევ თავისუფალ დროს ), ასევე სხვადასხვა ორდენები, მაგრამ ისე ნამდვილად არ ვიცი ისტორია, როგორც ამ განყში მპოსტავმა ბევრმა იუზერმა, ამიტომ ხშირად დამისვამს დილეტანტური კითხვები და არც მიტყდება, პირიქით საკმაოდ ცოდნა შევიძინე მაგ კითვებზე პასუხების გაცემით. ჰოდა, რატომ ვიბოდიალე ამდენი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ საკითხში ღრმად ჩახედილი, ამ შემთხვევაში ამ სომხებისმადიდებელის მხარეს ვარ. შეიძლება ვცდები, მაგრამ რაც წამიკითახვას და მომისმენია იმის მიხედვით ვწერ, რომ იბერიაში ძალიან დიდი გავლენა იყო სპარსული კულტურის და რელიგიის და არა მხოლოდ ამათი, ალბათ ყველა სფეროზე ახდენდენ გავლენას სპარსები, ხოლო ბერძნული გავლენა ნაკლები იყო. შეიძლება ვცდები და დიდი სიამოვნებით მოვისმენ ლოგიკურ არგუმენტებს და არა იმიას, რომ უბრალოდ გვირჩევნია ბერძნული გავლენა დავინახოთ და არა სპარსული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#60926137
· 29 Dec 2023, 17:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
J.R.R.Tolkien
კი ეგრეა, გვინდა თუ არა, ირანს ჩვენზე დიდი გავლენა ჰქონდა. ზოგადად, ბევრ ქართველს ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვს ირანის ისტორიისა და მის კულტურას მიმართ, არადა ირანელებს ისლამამდე უდიდესი ცივილიზაცია ჰქონდათ ისევე როგორც ბერძენ-რომაელებს.
This post has been edited by
Aleksandre166
on 29 Dec 2023, 17:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7042
წევრი No.: 267674
რეგისტრ.: 30-August 22
#60926664
· 29 Dec 2023, 22:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Aleksandre166 @ 29 Dec 2023, 17:39 )
J.R.R.Tolkien
კი ეგრეა, გვინდა თუ არა, ირანს ჩვენზე დიდი გავლენა ჰქონდა. ზოგადად, ბევრ ქართველს ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვს ირანის ისტორიისა და მის კულტურას მიმართ, არადა ირანელებს ისლამამდე უდიდესი ცივილიზაცია ჰქონდათ ისევე როგორც ბერძენ-რომაელებს.
რამოდენიმე პროფესია მაქვს ამ ჩვენი ქვეყნის გადამკიდე და ერთ-ერთი ლიტერატურსთან არის ახლოს
ჰოდა სპარსული პოეზია არის უდიდესი განძი კაცობრიობის
შოთაზეც დიდი გავლენა რომ აქვს მოხდენილი- ფაქტია.
უცოდინარებს დღევანდელი ირანი ჰგონიათ ის ძველი სპარსეთი, ხოლო ვინც იცის თემა უტყდებათ აღიარება, მგონი.
თავის მოტყუება, ჩემი აზრით იმის ძახილი, რომ სპარსულზე დიდი გავლენა ბერძნულ კულტურას ჰქონდაო იბერიაში
გასატეხი კიდე არაფერია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kobakhi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
kobakhi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1252
წევრი No.: 263221
რეგისტრ.: 9-August 21
#60926718
· 29 Dec 2023, 22:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(J.R.R.Tolkien @ 29 Dec 2023, 22:27 )
QUOTE
(Aleksandre166 @ 29 Dec 2023, 17:39 )
J.R.R.Tolkien
კი ეგრეა, გვინდა თუ არა, ირანს ჩვენზე დიდი გავლენა ჰქონდა. ზოგადად, ბევრ ქართველს ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვს ირანის ისტორიისა და მის კულტურას მიმართ, არადა ირანელებს ისლამამდე უდიდესი ცივილიზაცია ჰქონდათ ისევე როგორც ბერძენ-რომაელებს.
რამოდენიმე პროფესია მაქვს ამ ჩვენი ქვეყნის გადამკიდე და ერთ-ერთი ლიტერატურსთან არის ახლოს
ჰოდა სპარსული პოეზია არის უდიდესი განძი კაცობრიობის
შოთაზეც დიდი გავლენა რომ აქვს მოხდენილი- ფაქტია.
უცოდინარებს დღევანდელი ირანი ჰგონიათ ის ძველი სპარსეთი, ხოლო ვინც იცის თემა უტყდებათ აღიარება, მგონი.
თავის მოტყუება, ჩემი აზრით იმის ძახილი, რომ სპარსულზე დიდი გავლენა ბერძნულ კულტურას ჰქონდაო იბერიაში
გასატეხი კიდე არაფერია
შიიტურ პოეზიასთან შეხება გაქვს? ლატმიებთან, შურებთან...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18158
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#60926779
· 29 Dec 2023, 23:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბუჯო ლოგიკასთან როგორ ხართ?
როგორ მოხდა რომ კოლხეთ/ლაზიკაში ბერძნულმა კულტურამ სრულიად ჩაახშო ადგილობრივი კულტურა? ქრისტიანობა როგორ მივიღეთ? აზერბაიჯანულად რატომ არ ვლაპარაკობთ? სომხები რატომ არ ლაპარაკობენ სპარსულად? რაა ქურთებში ეგ თქვენი ნაქები სპარსული?
სპარსულის უუუდიდესი უმრავლესობა ვია არმენიკაა შემოსული.
დიდი გავლენა არა ისა.
ბერძნულ რომაულს ვერ შეედრება, პატარაც არაა.
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2963
წევრი No.: 248905
რეგისტრ.: 23-February 19
#60927189
· 30 Dec 2023, 06:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქრისტიანობამდე იბერიაში ირანის გავლენა თუნდაც კულტურული როგორ არ იყო?
მეფეებს ირანული სახელები ქვიათ და ირანელ ოსებს მაგაზე ნერწყვები მოსდით.
ფაქტია ქრისტიანობა როცა აირჩია წარმოშობით სპარსმა მირიანმა ეს ორიენტაციაც იყო ევროპაზე. ირანმა ამის მერე მონოფიზიტებს დაუწყო ხელშეწყობა და მანდაც ქართლმა ირანის წინააღმდეგ ბიზანტიური დიოფიზიტობა აირჩია.
ფაქტია არ გვინდოდა ირანელობა და არც ვყოფილვართ. ახლანდელი ირანის ტერიტორიაზე ათობით ხალხი ცხოვრობდა და გაირანელდნენ. ჩვენ ვერაფერმა გადაგვაჯიშა. ვერც ირანმა, ვერც არაბებმა. ვერც რუსებმა.
რამდენს ქვია ვლადიმერი(ლადო) მარა რუსი დამპყრობლები ისევე არ უყვარს, როგორც უმრავლეს მის თანამოქალაქეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#60927336
· 30 Dec 2023, 11:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბასიანი89
პონტოს მეფეებსაც ირანული სახელები ერქვათ, მაგრამ ელინისტური სახელმწიფო იყო.
იბერიაში ზოროასტრიზმი რომ ყოფილიყო მთავარი რელიგია, ქრისტიანობაზე რატომ გადავიდოდით? თუ ირანს ჰქონდა უდიდესი გავლენა, ზოროასტრიზმი იყო მთავარი რელიგია, რა იყო მიზეზი, რის გამოც ქრისტიანობაზე გადავედით და დავივიწყეთ მაზდეანური კულტი? ზოროასტრიზმი საკმაოდ მაღალგანვითარებული რელიგია იყო, ისლამი ირანს არაბმა დამპყრობლებმა მოახვიეს თავს, ქართველებმა კი რატომღაც ნებით შეიცვალეს რელიგია და ამის გამო სულ პრობლემა ჰქონდათ ირანთან. “მირიანს ევროპა უნდოდა” — ეგ არაა სერიოზული არგუმენტი.
This post has been edited by
ვარაზვაჩე
on 30 Dec 2023, 11:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14703
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#60927402
· 30 Dec 2023, 12:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვარაზვაჩე
თან ლეგენდას თუ დავუჯერებთ მირიანი სპარსეთის(რისიც არ მჯერა) დასმულიაო და რომ არ ყოფილიყო იბერიული ელიტის მიდრეკილ3ბა რომისკენ ესე უმტკივნეულოდ არ ჩაივლიდა არც გაქრისტიანება და არც პრო-რომაული კურსი. პირიქით უფრო ჩანს რომ იბერიული ელიტა პრო-სპარსულ კურსზე გადასვლის მცდელობებზე აწყობს აჯანყებებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#60927403
· 30 Dec 2023, 12:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გნებავთ არქეოლოგია ავიღოთ, ა ბატონო, ძალისის ნაქალაქარი, სპარსულია თუ რომაული?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kobakhi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
kobakhi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1252
წევრი No.: 263221
რეგისტრ.: 9-August 21
#60927474
· 30 Dec 2023, 13:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ახპერნერ ამ წიგნიზა ვინმეს ხოარ მიგიწვდებათ ხელი? ან ძველად წყალტუბო როგორ არი მოხსენიებული ხომ არ იცით?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(1001)
« პირველი
...
728
729
[730]
731
732
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.2310 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.