Kakha.Gცერცვა.ბასიანი89სამივეს გიპასუხებთ.
კარგი პროექტი იქნება (ბასიანს ვუწერ) და განყოფილებაშიც უფრო თუ ვიაქტიურებთ მით უკეთესი. ის მეგრელზე ანეგდოტი არ იყო კარგი )))
ახლა ცერცვას.
ჯავახიშივლის არგუმენტები მაგ თემასთან დაკავშირებით მეც არ მომეწონა, განსხვავებით იმისგან, სადაც კორნელი კეკელიძეს და იმ მეორე უპირისპირდება და სწორი არგუმენტებით აჩვენებს, რომ მათი დებულება, თითქოს ქართები იბერიელები არ იყვენ, არის აბსურდული, ისვე, როგორც ნიკო მარის ნაპოვნი არაბულ ენაზე დაწერილი სომხური პროპაგანდა.
ეგ არმაზისცხის თემაც განმარტებული აქვს, ისე.
აი, ახლა შენ რასაც ამტკიცებ არსებობდა და დაიპყრო კოლხეთიო.
ანუ, რა გამოდის- ჩვენმა მეზღაპრემ დამალა -ეგ ამბავი არიქა გული არ ვატკინოთ დასავლეთ ქართველებსო ?
და ეგ ლამაზი ისტორია მოიგონა ? ანდა მას რა წყაროებიც ჰქონდა იქ დამალეს ეგ დაპყობა ? ცოტა არასერიოზული არ არის ?
დღეს, არავინ მალავს სამეგრელოში დატრიალებულ ამბებს და ზოგი სიამაყიდაც წერს და არც იმერეთის მეფის და დადიანის დაპირისპირება დაუმალავს ვინმეს, არც გურულების და მეგრელების ჯახი, ამ დროს, თურმე იმხელა შეგნება ჰქონდათ ძველად ჩვენ წინაპრებს- ეეე ძმაო ეს მეგრელები არ გაგვიბრაზდენ, რომ დაიპყო ჩვენმა ფარნავაზმა და მოდით ისე მოვიგონოთ, თითქოს ქუჯი იყო იქ და იმან რაზეა ძმაო ბაზარი გავაერთიანოთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოო ))) ამ დროს, იმავე ქართლის ცხოვრებაში არ მალავს არავინ, რომ ქრისტიანობის მისაღებად მეფეს მთიელების გაჟლეტაც მოუწია და რა მაინდამაინც დასავლეთ საქართველოს დაპყრობა დამალეს ? მთიელები ხომ უფრო ფიცხი ხალხი იყო, ვიდრე დასავლეთ ბარის ქართველები ))) თუ ისინი მაინც არ წაიკითხავენ ამასო ?
ცოტა არ იყოს არასერიოზულად ჟღერს დაპყრობა კოლხეთის.
ახლა, პატივცემულო
Kakha.Gვიცი რომ ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის და ძნელია ჭეშმარიტების დადგენა, თან მაშინ,როდესაც საქმე ეხება ძალიან ძველ დროს, მაგრამ არსებობს ლოგიკა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ხელთარსებული წყაროების ანალიზი და შეჯამება.
ახლა მარტივ ენაზე რომ ვთქვათ: ფარნავაზის ისტორია იწყება იმით რომ ალექსანდრე მაკედონელი ლაშქრობს ქართლში. ეს არის ასე ვთქვათ ამბავის ერთ-ერთი მთავარი საძირკველი, რომელიც მოაკვლევინებს ფარნავაზის მამას და შემდეგ თავის კაცს ტოვებს იბერიაში.
ჩვენ ვიცით, რომ ალექსანდრეს იბერიაში არ ულაშქრია, რადგან მისი ზუსტი მარშუტი გვაქვს და იქ არსად არის ნახსენები იბერია და შენც მოგეხსენება,რომ კავკასიის შესახებ ცნობები ჰქონდათ ბერძნებს და იბერიაში ლაშქრობას აუცილებლად აღნიშნავდენ.
მოკლედ, დასკვა- მაკედონელის ლაშქრობა იბერიაში არის ზღაპარი. ისტორიის მთავარი საძირკველი გამოგვეცალა.
შემდეგ განძის პოვნა რომ ზღაპარია და ბევრგან ხვდებით მაგაზე აღარ შევჩერდები. ქუჯის ამბავი ნაკლებად დამაჯერებელი, რადგან ვიღაც აღმოსავლეთიდან მოსულ ტიპს ეგრისის მმართველი ასე არ დაუხრიდა თავს. ეს მეორე ამბავიც ზღაპარია. დამწერლობის შემოღებაზე შენც აღიარებ, რომ ზღაპარია. ჰოდა, ამდენი რამეა ზღაპარი და რა გვრჩება ამ ისტორიდან ? ერთადერთი ლოგიკური ახსნა არის ის, რომ უბრალოდ დიდი მოვლენებთან დააკავშირეს ჩვენი ფარნავაზი იმიტომ, რომ უფრო უკეთესი პიარი რომ გაეკეთებინათ. ეს ნამდვილად გამოდგება არგუმენტად, მაგრამ ეგრისის დამორჩილება ან ვითომ იქ ბერძნები იყვნენ და ფარნავაზმა დაამარცხა ან რამე სხვა ხალხს ჰყავდა დაპყრობილი დასავლეთ ქართველები და ეს ფარნავაზი მოევლიან მხსნელად, უფრო მაგარი პიარი არ გამოვიდოდა ?
შეიძლება იყო ფარნავაზი ვინმე მითოლოგიური გმირი ამირანის მსგავსი და დააკავშირეს ამ ამბებთან ან მსმენია, რომ სპარსული მითის გმირი იყოო ))) ძაან მეეეჭვება რომ ეგ ფარნავაზი იყო იბერიის პირველი ქართველი მეფე.