200 ნიმუშზე ამბობ? მაგაზე ჯერ არაფერია ცნობილი იმის გარდა რო საქართველოს ნიმუშებია ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე.
რაც გვაქ კავკასიური ნიმუშები უმეტესობა სომხეთისაა, და სომხეთზე უფრო ბევრი ნიმუშებია ზოგადად და მაგიტო არის მაგათი ეთნოგენეზისი შედარებით ნათელი.
დღეს რაც გვაქ კავკასიაში ისეთი ნიმუში, რაც მართლა ფარდას ხდის ერის ეთნოგენეზისს, სომხური ნიმუშებია:

ეხლა შენ ხედავ ძველ ურარტუელს, ძველ ურარტუელები ერთ გენეტიკურ კლასტერს ქმნიდნენ, როგორც დღეს ქმნიან ერთ, კონსერვატულ aDNA კლასტერს სომხები. (ზოგი არწახელ-სიუნიკელებისა და ჰემშინების გამოკლებით, ცოტა სხვა თემაა ეგ მგონი.)
ხოლო ამ ორი ჯგუფის დნმ რო დავადოროთ, განსხვავება ამათ შორის არ არსებობს, ანუ სომხები გენეტიკურად ურარტუელების პირდაპირი შთამომავლები არიან.
ამას დამატებული ისტორიული ცოდნა, რომ ურარტუელებ არა-ინდოევროპულ ენაზე ლაპარაკობდნენ, ხოლო სომხები კიდე IE ენაზე საუბრობენ.
ახლა ალბათ ფიქრობ რომ რაღაცა არასწორადაა, იმიტორო გენეტიკა ერთისააქვთ, ენა მეორესი, ზნაჩიტ უნდა მიეღოთ ეს ენა საიდანღაც ხო? და ისტორიკოსებს თუ ჩავხედავთ 1000 ვარიანტია, დიაოხიო, მუშქებიო, ფრიგიელებიო, ჰაისა აციო და მოკლედ რა არა.
დიაოხზე, მუშქებზე და ჰაიასა აციზე ელემენტარულად ლაპარაკიც არ ღირს და მეზღაპრეობის ჩაშლას არ დავიწყებ.
მაგრამ ხო არის ხალხი რო დღეს ბალკანეთიდან მოსული ჰგონიათ პროტო სომხები კავკასიაში ფრიგიის გავლით, სადაც სტრაბოს წყაროს იშველიებენ.
სინამდვილეში ლინგვისტურად, სომხური ენა ანატოლიურ IE ენებთან არანაირ კავშირში არ არის, როგორც სამოთხე და ჯოჯოხეთი ისე განსხვავდება ფრიგიული ენები და სომხური.
ეს ავტომატურად შლის ფრიგიელებს პროტო-სომხობის კანდიდატურიდან.
გვრჩება ადგილობრივი კავკასიელი ხალხები, რომლებიც IE ენაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათი ენის ჩანაწერები არ გვაქვს შემორჩენილი.
აი მაგალითად, ურარტუული წყაროების ეთიუნელი კაცის ნიმუში გვაქვს, და ეს ნიმუში წარმოუდგენლად ახლოს დგას ლაჭაშენ-მეწამორის კულტურის ნიმუშებთან, დაჟე გეოგრაფიულადაც ერთი ადგილია, თანამედროვე ერევნის მიდამოები.
ზემოთხსენებული ფაქტი კი უდაოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეთიუნი და ლჭაშენ მეწამორი ერთი ენის ხალხი იყვნენ.
და აი ეხლა თითონ ლჭაშენ მეწამორელების კულტურას რომ დააკვირდები, მეცნიერები ამბობენ რომ თრიალეთის კულტურის Offshoot-ი არისო, ანუ მათი ენა მოდის თრიალეთის კულტურიდან, რომელიც ეჭვგარეშეა რომ ინდო-ევროპული იყო.
ანუ "რაღაც რაღაცეების გაიასნებით" IE-Speaking ხალხთან მივყავართ ეთიუნელების ჩაძიებას, და ამას კიდევ ის ამყარებს, რომ პროტო-სომხურის კანდიდატობა
ფიზიკურად შეუძლებელია რომ სხვაგან ვეძიოთ, იმიტომ რომ უბრალოდ ყველაფერი ამოწურულია და დარჩა თრიალეთის IE-Derived ენები, რომლის შთამომავალი ეტიუნური იყო.
რაც შეეხება თვითონ ურარტულ-ეთიუნურ კონტაქტებს, ჯერ ურარტუ იპყრობს ძვ.წ 785-ში, ხოლო მის შემდეგ იქით ეტიუნი ახერხებს მათ "განადგურებას"
(განადგურება წერია მოგვიანებით გაკეთებულ ასურულ წარწერაში, ნუ იდეაში ეტიუნებს არ გაუნადგურებიათ ურარტუ მაგრამ ეს აქამენიდური პერიოდის საკითხია, რაც ასე თუ ისე ბურუსითაა მოცული, მაგრამ ბოლო კვალს მაინც ეტიუნამდე მივყავართ).