Sortman
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 551
წევრი No.: 166366
რეგისტრ.: 29-April 13
|
#36721467 · 5 Jun 2013, 14:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კავკასიაში მეგრულ-ლაზურს წინ უსწრებს სვანური მოსახლეობა. კოლხა ტომთა კავშირი იყო და არა ცენტრალიზებული სახელმწიფო რომელიც დასახლებული იყო მონათესავე,არა მარტო მეგრულ-ლაზური შტოს ტომებით.ამ ტომთაგან გამოირჩეოდნენ მაქელონები, ჰენიოხები, ზიდრეტები, ლაზები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მოსკები, მარები, აფსილები, სანები, სანიგები, გელონები და მელანხლაენები.
რატომ მიგაჩნიათ,რომ თქვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ტოპონიმი მეგრულია?! განსაკუთრებით - იშ (II შ)სუფიქსიანი სახელები.
"მ.ქალდანი აღნიშნავს: - იშ (II შ) სუფიქსიანი სახელები რომ მხოლოდ ზანური წარმონაქმნი იყოს,მაშინ მათი გავრცელების არეალიც ძირითადად მხოლოდ ზანურის გავრცელების არეალს დაემთხვეოდა. -კიდევ მეტი, - იშ სუფისიანი გეოგრაფიული სახალწოდებები რომ საკუთრივ ზანური წარმონაქმნი და მისი კუთვნილება იყოს,მაშინ ისინი ყველაზე ჭარბად უნდა იყოს გავრცელებული სამეგრელოს იმ ტერიტორიაზე,რომელზეც უწინ და ახლაც ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს.სინამდვილეში, აღნიშნავს მ.ქალდანი, ეს ასე არ არის.ამის მაჩვენებელია თუნდაც საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ცნობარი. აღნიშნულ ცნობარებზე და,საერთოდ,ზანური ტოპონიმიკის შინაარსსა და გავრცელებაზე დაკვირვების საფუძველზე მ.ქალდანმა შენიშნა,რომ გურიისა და,საკუთრივ,სამეგრელოს (ლანჩხუთის,ჩიხატაურის,ოზურგეთის,მარტვილის,აბაშის და ჩხოროწყუს რაიონების) მიწა-წყალზე -იშ სუფიქსიანი გეოგრეფიულისახელები,როგორც წესი,თითქმის არ გვხვდება,ხობისა და სენაკის რაიონებში იშვიათად,ხოლო წალენჯიხის რაიონში - მხოლოდ ოთხი,ზუგდიდის კი - ექვსი. ე.ი. მთელი სამეგრელოს რვა რაიონის ტერიტორიაზე - იშ სუფიქსის შემცველი 12 სოფლის სახელი მოგვეპოვება,იმაზე ერთით ნაკლები,რამდენიც ცალკე ცაგერის რაიონში. ამრიგად,ზანური წარმოშობისად მიჩნეული - იშ სუფიქსიანი სახელების ძირითადი მასა გავრცელებულია არა იმ ტერიტორიაზე,სადაც ზანები სახლობდნენ ისტორიულად და სახლობენ დღეს,არამედ ლეჩხუმისა და სვანეთის მიწა-წყალზე. - იშ (II შ) სუფიქსიანი გეოგრეფიული სახელები საქართველოში არსად ისე ფართოდ არაა გავრცელებული ,როგორც სვანეთში,მაგალითად მარტო რაიონში - იშ (II შ) სუფიქსიანი 23 სოფელი გვხვდება,ესენია: ტვებიშ, ჰადიშ, მაცხვარიშ, სპარდიშ, სგურიშ, ქურაშ, კალაშ, ზაარდლაშ, ცალდაშ, ჭოლაშ, კიჩხულდაშ, ლაშხრაშ, ვიჩნაშ, იენაშ, ნოდაშ, ბარჯაშ, ჩაჟაშ, ხერხვაშ, ბოგრეშ, ჟაბეშ, ჟამუშ, ბარშ, და სხვ. ლენტეხის რაიონში ასეთივე სახელწოდების 14 სოფელი გვხვდება: მარგვიშ, დურაშ, ლაღარვაშ, წანაშ, სასაშ, მაზაშ, მახაშ, ლამფალაშ, ყორულდაშ, ბულეშ, ყვედრეშ, ხაჩეშ, ჩიხრეშ, ყარშ და სხვ. - იშ (II იშ) სუფიქსიანი გეოგრაფიული სახელწოდებების სიმრავლის მხრივ მ.ქალდანმა თითქმის ანალოგიური სურათი შენიშნა ლეჩხუმში (ცაგერის რაიონში),სადაც - იშ სუფიქსით დაბოლოვებული 13 სოფელი გვხვდება: ტვიში, ქორენიში, ზოგიში ღვირიში, ვანჭეიში, ლასურიაში, მახაში, კენაში ლაილაში, ოყურეში, ნაკურალეში და სურმუში. როგორც ვხედავთ, - იშ (II-იშ) სუფიქსიანი გეოგრაფიული სახელები დამახასიათებელია სვანეთისა და ლეჩხუმისათვის,ნაწილობრივ,მათი მოსაზღვრე რაჭა,იმერეთ სამეგრელოს ტერიტორიებისათვის.საქართველოს ადმინიტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ცნობარის მიხედვით,მარტო მესტიის რაიონში ორჯერ მეტი - იშ (II-იშ) სუფიქსიანი გეოგრაფიული სახელწოდება გვხვდება,ვიდრე სამეგრელოს რვა რაიონში. ამასთანავე, სვანეთის ლეჩხუმის - იშ სუფიქსიანი სახელები შეიცავენ ბევრ ისეთ მორფოლოგიურნელემენტს,წარმოქმნის აფიქსებსა და ძირებს ,რომლებიც მხოლოდ სვანური ენის მეშვეობით ხდება გასაგები. მაგალითად, ლეჩხუმის ტომონიმიკური სახელები - ლაილაში, ლასურიაში, ლაბადაში, ლაღუმელაში, ლაჯებაში, ლატკიაში, ლავალიაში, ლამარეში, ლაქამუში, ლაყვამუში, ლაშკარუში, ლახარუში, ლეშკაში, ლეკენტაში, ლებალიაში და სხვ. - ნაწარმოებია მომავლის მიმღეობის სვანური ლა-ა (II-ლა-), ლე-ა (II-ლე-ე) აფიქსებით. ხოლო ნაკარეში, კარვალეში, ხამარეში, გუმარეში, ღობარეში, ლაბარეში, ვანდარეში, ლოკარეში, ფაცხარეში, კუკუმარეში, ჩოხარეში, ლამარეში, ქუხარეში, ცანკურალეში და სხვ. ნაწარმოებია მრავლობითი რიცხვის -არ (II-ალ) სუფიქსით. უნდა ითქვას,რომ ანალოგიური წარმოების სახელები ამჟამადაც ფართოდა გავრცელებული სვანეთში, მაგალითად: ძუღღვარეში, ძუღვარიში, სუფარეში ლეკვდარეში, ბოგრეში, დაბარეში, ყვედრეში, ჩიხრეში და სხვ. ამასთან, ლეჩხუმის (სხვა მსგავსი) ტოპონიმები - ლახამეილაში, წუდილაში, მერულაში, ქვრულდაში, კახვილდაში, გოლიდაში, ლარციდაში და სხვა - შეიცავენ კნინობით სვანურ ფორმანტს - ილ- ილდ-იდ სუფიქსს. ლეჩხუმის ტოპონიმები - კინიშერი, ხოჩარეში, დაბაშერი, ცზუკუშერი და სხვა მსგავსი სახელები - უდაოდ სვანური ენის წარმონაქმნია, რადგან ისინი მომდინარეობენ გვარების, საკუთარი სახელების ან სხვა დამახასიათებელი ნიშნისაგან. მაგალითად ასეთებია: ვიჩნაშერ, მიქელშერ, დუდიშერ, ოთარშერ, მეტოშერ, გიოშერ, ეზიაიშერ, მაზიშერ, და სხვა.სხვათა შორის, სვანეთში დღესაც ასე აღინიშნება გვარის შიგნითა განშტოებები (საძმოები). სვანურ ენაზე გაშლილმა ღრმა მეცნიერულმა კვლევა-ძიებამ მრავალ საკითხს მოჰფინა ნათელი, რომლის საფუძველზე გ.მელიქიშვილმა და ალ.ღლონტმა მხარი დაუჭირეს მ.ქალდანის მოსაზრებას - იშ სუფიქსიანი ლეჩხუმის ტოპონიმიკის სვანურისადმი კუთვნილების შესახებ. გ.მელიქიშვლი, რომელმაც დასავლეთ საქართველოს (ისტორიული კოლხეთის) ისტორია გააშუქა, წერს: "ცალკეული სვანური სახელწოდებების არსებობა დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან,არამედ ბარის ზოლშიც ადრეც იყო ცნობილი. ახალი გამოკვლევებით ისიც ირკვევა, რომ დასავლეთ საქართველოში (სვანეთტან ერთად ლეჩხუმისა და ბარის რიგ სხვა რაიონებში) ფართოდ გავრცელებული - იშ (II-იშ) სუფიქსიანი ტოპონიმიკაც არა ზანური,როგორც აქამდე მიაჩნდა, არამედ საკუთრივ სვანური წარმოშობის უნდა იყოს".
ზემოთ ჩამოთვლილი სახელებიდან "გუბაზეული" ქართული უნდა იყოს.ნაკორალეშიც არამგონია მეგრული იყოს.-სვანურად "ნაკ"არის ვაკე.ასევე სვანიზმებია: რიონი (სვანურად-მღვრიე წყალი), კაცხი, ვანი... * * * | QUOTE | | ,, ...... პლინიუსი და პტალომეს ცნობები ამტკიცებენ , რომ კოლხიდაში მხოლოდ მეგრულ-ლაზურ შტოს წარმომადგენელი ტომები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამას ცოტა არ იყოს ის გარემოება არღკეს , რომ ეხლა ამ ადგილებში სახელდობრ გურიასა და იმერეთში მეგრული-კი არა , ქართულია გაბატონებული. გურულები და იმერლები მეგრულ-ლაზების მიწაწყლის შიგ შუაგულსი არიან შეჭრილნი და მეგრელებსა და ლაზებს ერთიერმანეთიგანან აშორებენ.ამის მიუხედავათ ჩვენი ზემოთ აღნიშნული დასკვნა იმის შესახებ , თავდაპირველად მთელ კოლხიდის მიწაწყალი მხოლოდ მეგრელ-ლაზებს ეკუთვნოდად, მაინც შეურყეველი რჩება იმიტომ , რომ გურიის საგეოგრაფო სახელების დაკვირვება გვიმტკიცებს , რომ ამ ადგილას სადაც ეხლა გურულები ცხოვრობდნენ , წინად მეგრულად მოსაუბრე ტომი უნდა სახლებულიყო. ბევრი სოფლებისა და მდინარეების სახელების მნიშვნელობის ახსნა მხოლოდ მეგრული საშუალებით შეიძლება, ან არადა მათ ცხადი მეგრული დამახასიათებული თვისებები აქვთ, მაგალითად: ჯიხანჯირა(ჯიხა-ციხე), ჯუმათი, ჭყონგვარი (ჭყონი-მუხა) , მდ. ოჩხამური (ჩხომი-თევზი), ჭყვიში,ჭანიეთი, მდ. გუბაზეული, მდ. კიტრიში, ონჭიკეთი და სხვა. ამგვარ სახელების დარქმევა მთებისა და მდინარებისათვის ცხადია მხოლოდ მეგრულ-ლაზურ შტოს ტომებს შეეძლო.მაშასადამე ძირითადი დათავდაპირველი მოსახლეობა გურიაში მეგრელებისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტო გურიაში -კი არა ეხლა ცხენის წყალ მეგრულის აღმოსავლეთიდ სამზღვრად (ასე წერია. რედ ჩემია) ითვლება (ცაგარელი, ეტიუდები)საგეოგრაფიო სახელებიკი ამტკიცებენ, რომ ამ მდინარის აღმოსავლეტიდანაც თავდაპირველად მეგრელებს უცხოვრიათ. მაგ. სოფ. ჯიხაიში, ჩხენიში, კულაში,ნაჯიხე. ქუთაისის ჩრდილოეთიდანაც მდ. რიონის მიდამოებიც ძველად მეგრელებს უნდა სჭეროდათ: იქაც ასეთი საგეოგრაფიო სახელები გვხდება როგორც მაგალითად :ჯიმაშკარი (ეხლა შეცვლილია. რედ. ჩემია), (ჯიმა-ძმა),ოფუჩხნეთი,კანჭეიში, ტყვიში,ნაკორალეში,გვერიში, სურმუში, ოკრიბა და სხვა.თვით პლინიუსი ამბობს : რიონი მეგრელების მიწაზე დიოდაო....." ციტატის დასასრული. |
კავკასიაში მეგრულ-ლაზურს წინ უსწრებს სვანური მოსახლეობა. კოლხა ტომთა კავშირი იყო და არა ცენტრალიზებული სახელმწიფო რომელიც დასახლებული იყო მონათესავე,არა მარტო მეგრულ-ლაზური შტოს ტომებით.ამ ტომთაგან გამოირჩეოდნენ მაქელონები, ჰენიოხები, ზიდრეტები, ლაზები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მოსკები, მარები, აფსილები, სანები, სანიგები, გელონები და მელანხლაენები.
რატომ მიგაჩნიათ,რომ თქვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ტოპონიმი მეგრულია?! განსაკუთრებით - იშ (II შ)სუფიქსიანი სახელები.
"მ.ქალდანი აღნიშნავს: - იშ (II შ) სუფიქსიანი სახელები რომ მხოლოდ ზანური წარმონაქმნი იყოს,მაშინ მათი გავრცელების არეალიც ძირითადად მხოლოდ ზანურის გავრცელების არეალს დაემთხვეოდა. -კიდევ მეტი, - იშ სუფისიანი გეოგრაფიული სახალწოდებები რომ საკუთრივ ზანური წარმონაქმნი და მისი კუთვნილება იყოს,მაშინ ისინი ყველაზე ჭარბად უნდა იყოს გავრცელებული სამეგრელოს იმ ტერიტორიაზე,რომელზეც უწინ და ახლაც ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს.სინამდვილეში, აღნიშნავს მ.ქალდანი, ეს ასე არ არის.ამის მაჩვენებელია თუნდაც საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ცნობარი. აღნიშნულ ცნობარებზე და,საერთოდ,ზანური ტოპონიმიკის შინაარსსა და გავრცელებაზე დაკვირვების საფუძველზე მ.ქალდანმა შენიშნა,რომ გურიისა და,საკუთრივ,სამეგრელოს (ლანჩხუთის,ჩიხატაურის,ოზურგეთის,მარტვილის,აბაშის და ჩხოროწყუს რაიონების) მიწა-წყალზე -იშ სუფიქსიანი გეოგრეფიულისახელები,როგორც წესი,თითქმის არ გვხვდება,ხობისა და სენაკის რაიონებში იშვიათად,ხოლო წალენჯიხის რაიონში - მხოლოდ ოთხი,ზუგდიდის კი - ექვსი. ე.ი. მთელი სამეგრელოს რვა რაიონის ტერიტორიაზე - იშ სუფიქსის შემცველი 12 სოფლის სახელი მოგვეპოვება,იმაზე ერთით ნაკლები,რამდენიც ცალკე ცაგერის რაიონში. ამრიგად,ზანური წარმოშობისად მიჩნეული - იშ სუფიქსიანი სახელების ძირითადი მასა გავრცელებულია არა იმ ტერიტორიაზე,სადაც ზანები სახლობდნენ ისტორიულად და სახლობენ დღეს,არამედ ლეჩხუმისა და სვანეთის მიწა-წყალზე. - იშ (II შ) სუფიქსიანი გეოგრეფიული სახელები საქართველოში არსად ისე ფართოდ არაა გავრცელებული ,როგორც სვანეთში,მაგალითად მარტო რაიონში - იშ (II შ) სუფიქსიანი 23 სოფელი გვხვდება,ესენია: ტვებიშ, ჰადიშ, მაცხვარიშ, სპარდიშ, სგურიშ, ქურაშ, კალაშ, ზაარდლაშ, ცალდაშ, ჭოლაშ, კიჩხულდაშ, ლაშხრაშ, ვიჩნაშ, იენაშ, ნოდაშ, ბარჯაშ, ჩაჟაშ, ხერხვაშ, ბოგრეშ, ჟაბეშ, ჟამუშ, ბარშ, და სხვ. ლენტეხის რაიონში ასეთივე სახელწოდების 14 სოფელი გვხვდება: მარგვიშ, დურაშ, ლაღარვაშ, წანაშ, სასაშ, მაზაშ, მახაშ, ლამფალაშ, ყორულდაშ, ბულეშ, ყვედრეშ, ხაჩეშ, ჩიხრეშ, ყარშ და სხვ. - იშ (II იშ) სუფიქსიანი გეოგრაფიული სახელწოდებების სიმრავლის მხრივ მ.ქალდანმა თითქმის ანალოგიური სურათი შენიშნა ლეჩხუმში (ცაგერის რაიონში),სადაც - იშ სუფიქსით დაბოლოვებული 13 სოფელი გვხვდება: ტვიში, ქორენიში, ზოგიში ღვირიში, ვანჭეიში, ლასურიაში, მახაში, კენაში ლაილაში, ოყურეში, ნაკურალეში და სურმუში. როგორც ვხედავთ, - იშ (II-იშ) სუფიქსიანი გეოგრაფიული სახელები დამახასიათებელია სვანეთისა და ლეჩხუმისათვის,ნაწილობრივ,მათი მოსაზღვრე რაჭა,იმერეთ სამეგრელოს ტერიტორიებისათვის.საქართველოს ადმინიტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ცნობარის მიხედვით,მარტო მესტიის რაიონში ორჯერ მეტი - იშ (II-იშ) სუფიქსიანი გეოგრაფიული სახელწოდება გვხვდება,ვიდრე სამეგრელოს რვა რაიონში. ამასთანავე, სვანეთის ლეჩხუმის - იშ სუფიქსიანი სახელები შეიცავენ ბევრ ისეთ მორფოლოგიურნელემენტს,წარმოქმნის აფიქსებსა და ძირებს ,რომლებიც მხოლოდ სვანური ენის მეშვეობით ხდება გასაგები. მაგალითად, ლეჩხუმის ტომონიმიკური სახელები - ლაილაში, ლასურიაში, ლაბადაში, ლაღუმელაში, ლაჯებაში, ლატკიაში, ლავალიაში, ლამარეში, ლაქამუში, ლაყვამუში, ლაშკარუში, ლახარუში, ლეშკაში, ლეკენტაში, ლებალიაში და სხვ. - ნაწარმოებია მომავლის მიმღეობის სვანური ლა-ა (II-ლა-), ლე-ა (II-ლე-ე) აფიქსებით. ხოლო ნაკარეში, კარვალეში, ხამარეში, გუმარეში, ღობარეში, ლაბარეში, ვანდარეში, ლოკარეში, ფაცხარეში, კუკუმარეში, ჩოხარეში, ლამარეში, ქუხარეში, ცანკურალეში და სხვ. ნაწარმოებია მრავლობითი რიცხვის -არ (II-ალ) სუფიქსით. უნდა ითქვას,რომ ანალოგიური წარმოების სახელები ამჟამადაც ფართოდა გავრცელებული სვანეთში, მაგალითად: ძუღღვარეში, ძუღვარიში, სუფარეში ლეკვდარეში, ბოგრეში, დაბარეში, ყვედრეში, ჩიხრეში და სხვ. ამასთან, ლეჩხუმის (სხვა მსგავსი) ტოპონიმები - ლახამეილაში, წუდილაში, მერულაში, ქვრულდაში, კახვილდაში, გოლიდაში, ლარციდაში და სხვა - შეიცავენ კნინობით სვანურ ფორმანტს - ილ- ილდ-იდ სუფიქსს. ლეჩხუმის ტოპონიმები - კინიშერი, ხოჩარეში, დაბაშერი, ცზუკუშერი და სხვა მსგავსი სახელები - უდაოდ სვანური ენის წარმონაქმნია, რადგან ისინი მომდინარეობენ გვარების, საკუთარი სახელების ან სხვა დამახასიათებელი ნიშნისაგან. მაგალითად ასეთებია: ვიჩნაშერ, მიქელშერ, დუდიშერ, ოთარშერ, მეტოშერ, გიოშერ, ეზიაიშერ, მაზიშერ, და სხვა.სხვათა შორის, სვანეთში დღესაც ასე აღინიშნება გვარის შიგნითა განშტოებები (საძმოები). სვანურ ენაზე გაშლილმა ღრმა მეცნიერულმა კვლევა-ძიებამ მრავალ საკითხს მოჰფინა ნათელი, რომლის საფუძველზე გ.მელიქიშვილმა და ალ.ღლონტმა მხარი დაუჭირეს მ.ქალდანის მოსაზრებას - იშ სუფიქსიანი ლეჩხუმის ტოპონიმიკის სვანურისადმი კუთვნილების შესახებ. გ.მელიქიშვლი, რომელმაც დასავლეთ საქართველოს (ისტორიული კოლხეთის) ისტორია გააშუქა, წერს: "ცალკეული სვანური სახელწოდებების არსებობა დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან,არამედ ბარის ზოლშიც ადრეც იყო ცნობილი. ახალი გამოკვლევებით ისიც ირკვევა, რომ დასავლეთ საქართველოში (სვანეთტან ერთად ლეჩხუმისა და ბარის რიგ სხვა რაიონებში) ფართოდ გავრცელებული - იშ (II-იშ) სუფიქსიანი ტოპონიმიკაც არა ზანური,როგორც აქამდე მიაჩნდა, არამედ საკუთრივ სვანური წარმოშობის უნდა იყოს".
ზემოთ ჩამოთვლილი სახელებიდან "გუბაზეული" ქართული უნდა იყოს.ნაკორალეშიც არამგონია მეგრული იყოს.-სვანურად "ნაკ"არის ვაკე.ასევე სვანიზმებია: რიონი (სვანურად-მღვრიე წყალი), კაცხი, ვანი... * * * რიონი, სვანურად-რიჳენ (მღვრიე,ადიდაბული წყალი).
|