don tomi
ახლა ჯუანშერსა და ლეონტი მროველს წყაროთმცოდნეობასა და კრიტიკულ ანალიზს ნუ მოსთხოვთ

ლეონტი მროველი კლასიკური იმდროინდელი მემატიანეა, ევროპული ან რუსული მემატიანის დონეა-ბერძნული რომაული მარტიროლოგ ანალების ხაზია და მიჰყვება სქემას დასაბამიდან და ა.შ.
ქართველთა ეთნოგენეზისსა საუბრისას ჰეროდოტეს როგორ აუვლით გვერდს? თავისი ისტორიის პირველივე გევრდზე კოლხებზე საუბრობს.
ვინ არიან ეს კოლხები? ჰეროდოტეს მიხედვით ისინი უპირიპირდებიან ელინებს, მათი ვიზავი არიან.
კოლხებს ჰეროდოტე ეგვიპტური წარმოშობისად მიიჩნევს, თავისებურად ასაბუთებს კიდევაც. ახლა ამას მოვეშვათ

მთავარი ისაა რომ ჰეროდოტეს კოლხები მოსულებად მიაჩნია.
ანუ პირველი ისტორიკოსი გთავაზობს უკვე შენი ქართველი ერის წარმომავლობას.
ვერც ჰეროდოტეს უარვყოფთ ხელაღებით.
მრავაწლიანი კვლევის შედეგად ჩამომიყალიბდა მტკიცე შეხედულება რომ კოლხები და იბერნი მოსულნი არიან მდინარე ჰალისის აუზიდან და უძველესი ხეთას (პროტოხეთების) ნაწილს წარმაოდგენენ, მართალია პერიფერიულს, მაგრამ მაინც.
მოძრაობა ჩრდილოეთით ჰეროდოტეს დროისათვის უკვე კარგა ხანს დამთავრებული იყო. ჭოროხ-მტკვრის აყოლებით მივიღეთ დასავლეთით კოლხები აღმოსავლეთით იბერები.
მე იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ზღაპარია ერთიანი ქართული ენის დიფერენციაცია. პირიქით, დღევანდელი ქართული ენა მოდის კოლხ იბერთა ენიდან (შემორჩენილია მისი პირდაპირი მემკვიდრე მეგრული ენა), რომელსაც დაეფინა შემოსული ინდოევროპელი ქართების იგივე მესხების ენა. მესხებმა მიითვისეს იბერების სახელიც, მანამდე კოლხი და იბერი (რასაც მოგვიანებით მესხებში მოვიაზრებთ) ერთი ეთნიკური ჯგუფი იყო.
ეს შეხედულება განვითარებული აქვთ ქარტველ ემცნიერებს, ამთ შორის ცნობილ ეთნოლოგ პროფესორ თოფჩიშვილს, აქვს ამაზე მინიშნებები ნიკო ბერძენიშვილსა და სხვებსაც,,,
რომ შევაჯამოთ\
1. მოვედით სამხრეთიდან დაახლოებით 3 ათასი წლის წინ
2. მოვიდა კოლხ-იბერთა ერთობა
3. მოგვიანებით, მას დაეფინა ინდოევროპელთა მუშქთა (მესხთა) ტომი.
4. კოლხურ-იბერული (პროტოქართული) მეტყველებაზე ინდოევროპელ მუშქთა ენის დაფენით მივიღეთ თანამედროვე ქართული ენა.
This post has been edited by matarebeli on 28 Feb 2025, 19:53