#62303267 · 7 Oct 2025, 10:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აშოტ/აშოთანის ეტიმოლოგიაზეც დაწერეთ რა.
როგორც ცნობილია, ბაგრატიდთა ძველი დინასტიური სახელების ბირთვი პართულ-საშ. სპარსულია. ბაგრატ, სუმბატ, ადარნერსე, ნერსე, გურგენ, გუარამ...
ირანული გვარი ჯერ რო გასომხებულიყო და მისი შტო მერე გაქართველებულიყო, რა იცვლება მაგით? ან ჯერ გაქართველებულიყო და მერე შტო გასომხებულიყო?
აშოტ კურაპალატი ქართველი მეფე იყო, ტაო-კლარჯეთის ქართველთა ქართული სამეფოს ფუძემდებელი, გრიგოლ ხანძთელის მთავარი სპონსორი იმთავითვე, რათა მას ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრება განევითარებინა ამ მხარეში. ეს მისია არამცთუ იქ შესრულდა წარმატებით, ფართოდ გავრცელდა იმ სივრცეზე, რაც მოგვიანებით საქართველოდ იქცა. გრიგოლ ხანძთელთან ჩამოყალიბდა, სწორედ, ფართო გაგებით ქართლისა და განვრცობილი ქართველობის ფორმულა: "ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". განვრცობილმა "ქართველმა", შემდგომში, წარმოქმნა ცნება "საქართველო" და ა.შ.
ერთიც უნდა გვახსოვდეს, იმხანად, ქართულ-სომხური შუღლი იყო რელიგიური და არანაირად ეთნიკური. ქართველები ინარჩუნებდნენ განხეთქილებამდელ საერთო წმინდანებს, შუშანიკს, გრიგოლ განმანათლებელს, საჰაკ პართევს, მესრობ მაშტოცს.
საინტერესოა, რომ მაშტოცი წმიდა საჰაკის აღსრულების ძველქართულ თარგმანში (X ს.) იხსენიება, როგორც მესრობ მაშტოცი. მასტოცი გვაქვს "სომხეთის მოვლენათა მატიანის" ბერძნული ვერსიიდან ნათარგმნ ძეგლში "მოთხრობა პატმოთინისაგან" (IX-X ს.). არსენ საფარელიც მასტოცად იხსენიებს (განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა).
მაგარი კომიკურია მესროპ მაშტოცისადმი ზიზღი ქართული ანბანის "დაცვის" სახელით.
|