RexxaRწიგრან ერთი სომეხი მეღვინის სურათი დადე რა რამე სახასიათო პორტრეტი აი როგორც კახელი მეღვინე მარანში ან მეღვინე ქვეყნისთვის დამახასიათებელი სიტუაციური რასკლადი

ან რამე ინსტრუმენტები მეღვინეობისა ინვენტარი ჩისტა არმიანსკი რა როგორც ქართული მეღვინეობის ინვენტარი ქვისა და ხის საწნახელები ქვევრის სარეცხი ქაჩიჩიანი ჯოხები ჭინჭილები ფიალები ი ტაკ დალეე
მერე შევადაროთ ქართველი მეღვინის სურათს და ინვენტარს
დღევანდელ სომხეთში(ანუ ყოფილ ირევანის სახანოს მიწებზე) რო წავიდეთ ვინმე სომეხი გლეხის მარანში მანახვებ მიწაში ჩადებულ ქვევრებს და შიგ შენახულ ღვინოს?....
ქვევრს სომხები იცი რას ეძახით დრევნიარმიანსკი იაზიკზე?....ეძახით კარასს --როგორც ღორუსები ეძახიან ანუ სომხური სახელი არა გაქვთ/?----ქართველებს ქვევრის სახელი იცი რამდენი გვაქვს?...ქვევრი ჭური ქოცო ი ტაკ დალეე

ესაა დედამიწაზე ნაპოვნ ქვევრთაგან ყველაზე უძველესი 8000 წლის მარნეულში შულავერში ნაპოვნი---სანამ ამაზე ძველს ვერ აღმოაჩენენ საქართველო იქნება ღვინის სამშობლო და პირველი ქვეყანა
პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის – პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულური კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო, ხოლო ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი ძვ.წ. 6000-5800 წლებით განისაზღვრა, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი).
მიმდინარე წლის ნოემბერში, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“, რომელიც აღწერს ჩატარებულ კვლევას და მის შედეგებს და ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
სტატიას წინ უძღოდა ქართული ღვინის 8000-წლოვანი ისტორიის ამსახველი გამოფენა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, სადაც „ღვინის ქალაქმა“ (La Cité du Vin) საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპონატებს, არტეფაქტების ასლებსა და ფოტომასალას უმასპინძლა და საქართველო წარდგა როგორც პირველი „მოწვეული ვენახი“.
„მოწვეული ვენახი“ გამოფენათა ციკლის ნაწილია, რომლის ორგანიზებაც ბორდოში ახალგახსნილმა ღვინის ცივილიზაციათა და კულტურის ცენტრმა, იგივე „ღვინის ქალაქმა“, ითავა. საგამოფენო კონცეფცია ფართო ქრონოლოგიურ ჭრილში ღვინის კულტურასთან დაკავშირებული არტეფაქტების ჩვენებას გულისხმობდა არა მხოლოდ დიდი წარსულით, არამედ ათასწლეულების განმავლობაში მისი უწყვეტობით. გამოფენის ამოსავალი წერტილი მეღვინეობის საწყისი ეტაპის – ნეოლითის ეპოქის სწორედ ის არქეოლოგიური აღმოჩენები იყო, რითაც ქართული ღვინის ასაკი 8000 წლით განისაზღვრა

ნეკრესში ნაპოვნი ქვევრის პირის პირველი საუკუნის ქართული წარწერა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, ქ. ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში განთავსდა გაეროსათვის საქართველოს მიერ ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით
თიხის ქვევრი
რომელიც საქართველოში, სოფელ მაქათუბანში დამზადდა და მასზე ქართულ და
ინგლისურ ენებზე ამოტვიფრულია „საქართველო\Georgia“, ჟენევაში
ორგანიზაციის ეზოში სამუდამოდ დაიდო ბინა. ქვევრის დადგმის ოფიციალური
ცერემონია გაიმართა გაეროში, 2016 წლის 1 მარტს.
ხოლო 2017 წელს, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) საზეიმოდ ოფიციალურად გაიხსნა
გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“. საქართველოსადმი მიძღვნილი
„მოწვეული ღვინის ქვეყნის“ გამოფენათა ციკლის პირველი ექსპოზიციის აღსანიშნავად, შესასვლელში დიდი ზომის ქვევრი დაიდგა. იმავე წლის 11 ოქტომბერს,
ღვინის ცივილიზაციის ეროვნულ ცენტრში პენსილვანიის უნივერსიტეტის
მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი
საზოგადოების წინაშე მეცნიერული კვლევის ანგარიშით წარსდგა, რომლის
მიხედვითაც ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა, 3-წლიანი კვლევის შედეგად
დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და საქართველოში ქვევრში
ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, არსებობს მეღვინეობის უწყვეტი
ტრადიცია და საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი
ძვ. წ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება
This post has been edited by kardinali100 on 30 Jan 2021, 21:33