ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრან.

თავიანთი ზღაპრების თვითონვე არ სჯერათ.
რაც არ უნდა იცოდვილონ მათმა ვითომ ისტორიკოსებმა და აქაურმა ადეპტებმა, ფაქტია:
ა) ოსები არათუ საქართველოში, თვით დღევანდელ ჩრდ.ოსეთში გვიან მოსული ელემენტია, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია - მათ ზღაპრებს სერიოზულად არავინ აღიქვამს.
ბ) სომხები ასევე მოსულები არიან, ესეც ფაქტია. ყველგან, სადაც ცდილობენ შემოგვედავონ, მათ მოსვლამდე, თუ ვითომ მოსვლამდე, ქართველები საუკუნეებით ადრე ცხოვრობდნენ.
ერთიც და მეორეც ინდოევროპელები არიან, ერთსაც და მეორესაც საქართველოს სამეზობლომდე რომ მოეღწიათ ჯერ სხვა ტერიტორიები უნდა აეთვისებინათ. იმ სხვა ტერიტორიებზე კი დადასტურებულად არაინდოევროპული მოსახლეობა ცხოვრობდა - end of story.

გ) გარეჯი რომ ქართულია ამას სამეცნიერო წრეებში არავინ აყენებს ეჭვქვეშ. იქ ალბანური კვალი არაა და მითუმეტეს მოსულ თიურქულ მოსახლეობას მასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
დ) აფხაზთა სამეფო ქართული სამეფო იყო, ქართული სამწერლობო ენით, ქართული ორიენტაციითა და არისტოკრატიით.
რექსარის მარტვილობა სომხეთზე და ბუტკუჯის ათასჯერ გამეორებული ტყუილი ღიმილის მეტს არაფერს იწვევს.
რაც არ უნდა იძახოს ერთმა „სომხეთი, სომხეთი“..... ისტორიული კუთხით ფაქტია, მათი 1 კვ.კმ-ც კი არ გვიკავია. აი ლორეში კი დადასტურებულად უფრო ადრე იყვნენ იბერები ვიდრე სომხები.
რაც არ უნდა იძახოს მეორემ, რომ თურმე ტაოში სომხები ცხოვრობდნენ ლამის სულ - აგერ არის დავთარი, იქ ყველაზე მეტი ქართველი იყო და ეს ფაქტია. ან რაც არ უნდა მოიტყუოს, რომ იქ ქართულსახელიანი სოფლები არ იყო, არათუ მაშინ თვით მე-19 საუკუნეშიც კი იყო ასეთი სოფლები მაგ.ოლთისის ოკრუგში.
მოკლედ ისტორია ის ასპარეზი არაა, სადაც ამ რეგიონში ვინმე რაიმეს დაგვაკლებს.

საჭიროების შემთხვევაში იქითაც ბევრ რამეს შევედავებით ამისი არ იყოს:
„მე, ტერტერი, უღირსი მწერალი,
რომელმაც ეს წიგნი, ვარდანი, დავწერე,
ცოდვებით სავსე და თანამდები,
უდები მღვდელი, საბრალობელი,
მოვედი საქართველოდან,
ხორ-ვირაპის და ეჩმიაძინის მეზობელი
შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან.”
დაახ.1336 წ., გადამწერი: ტერტერ ერევანცი, სახელწოდება: ვარდან აიგეკის ქადაგებანი. XIX ს-ის ჰიშატაკარანები, N 353 ა, გვ.288.