Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(1001)
« პირველი
...
411
412
[413]
414
415
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ქართველთა ეთნოგენეზი
, ეთნოგენეზი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14679
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59613816
· 13 Sep 2022, 12:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვარაზვაჩე
QUOTE
ჯავახიშვილი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს არმაზის კულტის არსებობას:
ანუ შემთხვევით გაარტყეს სახელიც, გარეგნობაც და თვისებებიც არმასი თუ უბრალოდ ხეთური ღმერთი გადმოაკოპირეს(რაში დასჭირდათ თავისი ღმერთი არ ჰყავდათ/ახსოვდათ და მოიგონეს?)? :დ
ან არმაზციხეს რას ვუშვებით, ეგეც მოგონილია ოღონდ რომაელების მიერ? : )
This post has been edited by
ცერცვა.
on 13 Sep 2022, 12:40
--------------------
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gimmelle
ადგილობრივი მცხოვრები
ჯგუფი: Members
gimmelle
ადგილობრივი მცხოვრები
ჯგუფი: Members
წერილები: 8085
წევრი No.: 33544
რეგისტრ.: 21-April 07
#59613831
· 13 Sep 2022, 12:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
ფაქტია, რომ სახელის მსგავსების გარდა არმაზს და აჰურამაზდას არაფერი აკავშირებს. ასე რომ, მანდ კითხვები უფრო ბევრია, ვიდრე პასუხები.
--------------------
Nihil nobis metuendum est, praeter metum ipsum.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#59613844
· 13 Sep 2022, 12:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯავახიშვილის მესამე ნაწილი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რადგან ქართველთა მოქცევის თანამედროვე ისტორიკოსი წმ. ნინოს მიერ კერპთა დამსხვრევაზე არას ამბობს, მაზდეანობაც საქართველოში კერპთაყვანისმცემლობის სახით არ მოვლენილა ჩვენ ქვეყანაში. მოსე ხორენელისა და წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრებისა და ეფთჳმე მთაწმიდელის "მცირე სჯულის კანონის" ჩანართი ცნობის გარდა, რომელიც ალბათ იმავე წმ. ნინოს ცხოვრებაზე უნდა იყოს დამყარებული, არსად არმაზის კერპი არ იხსენიება, ამიტომ ამ მერმინდელი ცნობით სარგებლობა სახიფათოა მით უმეტეს, რომ არც არმაზის კერპის ვითომცდა მაშინდელი გარეგნობის აღწერილობას, არც თვით იმდროინდელი კერპთაყვანისმცემლობის სურათს ნამდვილი ცხოვრებისა და საქმის ვითარების რეალური ცოდნა არ ემჩნევა. ცხადია IV ს. ამბავის შესახებ IV ― V ს.-ის ისტორიკოსებს უფრო შეიძლება ენდოს მკვლევარი, ვიდრე VIII―X ს.ს. კომპილატორებისა და გადამკეთებლების თუმცა ხელოვნურად შეფერდებულ , მაგრამ მაინც სიცხოველეს მოკლებულ ცნობებს.
ბოლოს-და-ბოლოს, აღმოს. საქართველოში არმაზის კულტის არსებობის ერთადერთ თითქოს სანდო გარემოებად მხოლოდ გეოგრაფიული სახელი "არმაზ-ციხეს" არსებობა-ღა რჩება. მაგრამ ამის მიხედვით არავითარი უფლება არა გვაქვს დავასკვნათ, რომ არმაზის კერპიც არსებობდა, რომ საქართველოში არმაზს, ანუ აჰურამაზდას მხოლოდ ვითარცა კერპსა სცემდნენ თაყვანსა. ძველ წყაროებში ამის დამადასტურებელი ცნობის უქონლობა და ხალხურ რწმენაშიაც რომ არმაზი არც ღვთაებად, არც ძლიერ გმირად არსადა ჩანს, ასეთ შესაძლებლობას მეტად სათუოდა ჰხდის.
ჯერ კიდევ ის გარემოებაც კი გამოსარკვევია, მართალია თუ არა, თითქოს "არმაზ-ციხე" სწორედ აჰურამაზდას სახელთან იყოს დაკავშირებული? იქნებ აქ ქალდურ მეფეთა შორისაც მიღებულ სახელ "არამე"-ს ნაშთთან გვქონდეს საქმე და არა აჰურამაზდასთან? ეს მომავალი კვლევა-ძიების საქმეა. ყველა ზემომოყვანილ მოსაზრებათა გამო არმაზის შესახები წმ . ნინოს შატბერდისეული ცხოვრების ცნობით სარგებლობა სახიფათოდ მიმაჩნდა და ეხლაც, მ. წერეთლის გონებამახვილი კომენტარიების შემდგომაც, ისევ მაინც სიფრთხილეს ვრჩეობ.
ფარნაჯომ მეფისაგან შემოღებული კერპის ზადენის შესახებ ნ. მარრი ამტკიცებს, რომ "ზადენი, უეჭველია, ავესტ. yazata, ფაჰლაურ მრ. რ. ფორმას yajdan ანუ yaztan, სპარს. yazdan-ს და კეთილ გენიას, მეტადრე მითრას ანუ მიჰრს და შემდეგ საზოგადოდ ღმერთსა ჰნიშნავსო"-ო318. მ. წერეთელი ამას სრულებით უარჰყოფს. მისი სიტყვით "ზა დენს ვერ დავისახავთ კეთილ გენიად, მითრად და სხვა, რადგანაც ზადენი ს საკურთხეველზედ მსხვერპლნი ბილწნი შეიწირვებოდნენ, ხოლო yazatan, რომლისგანაც მარრს გამოჰყავს ზადენ, ანგელოზები იყვნენ, ზოროასტრის განყენებულ ცნებათა განხორციელებანი... და არა მითრა"-ო319.
ნ. მარრის დებულების საწინააღმდეგოდ მ. წერეთელს თავისი აზრი აქვს წამოყენებული. მისი სიტყვით: «ზადენ არ არის მითრა და არც სიტყვა yazadanთან აქვს მას არავითარი კავშირი. ზადენი არის ხეთური ღმერთი Sandon, ხეთურად Santas, ღმერთი მცენარეულობისა, რომლის კულტიც უძველეს დროიდან გავრცელებული იყო კილიკიიდან კათმადუკიამდე და საქართველოშიც ყოფილა იგი, როგორც ამას ამტკიცებს თვით სახელი ზადენ და ხასიათი თვით ღმერთისა»-ო320.
მ. წერეთელს ზადენის ღვთაების თვისებები წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრების შემდეგ ცნობაში ჰსურს ამოიკითხოს: ჰაგიოგრაფიის სიტყვით მირიან მეფეს წმ. ნინოსთვის ვითომ ეთქვას, "აჰა ესერა ღმერთნი დიდთა ნაყოფთა მომცემელნი და სოფლის მპყრობელნი. მზის მომფენელნი და წჳმისა მომცემელნი, ქუეყნისა ნაყოფთა განმზრდელნი ქართლისა იგი ღმერთნი არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი და ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი გაცი და გა", ან "გაცა"321. ამ ცნობის მიხედვით მ. წერეთელს ნათქვამი აქვს: "ჩვენის ფიქრით, აქ პირდაპირ არიან აღნიშნულნი 1) მცირე-აზიის ღმერთი ცისა და სინათლისა. ატმოსფერისა – წვიმისა და ელვა-ჭექისა – არმაზ-თეშუბ და 2) მცირე-აზიისავე ღმერთნი ნაყოფიერებისა და მცენარეულობისა ზადენ = Sandan = Santas. ამ ორივე ღმერთს ქართველნი თაყვანს სცემდნენ აგრეთვე როგორც ორაკულს ღმერთებს"-ო322.
მ. წერეთლის მსჯელობა უეჭველია ნიჭიერი მკვლევარის გონებამახვილ დაკვირვებას წარმოადგენს და მომავალში შესაძლებელია ამის უფრო უცილობელი საბუთებიც აღმოჩნდეს. მაგრამ მეცნიერული სიფრთხილე გვავალებს აღვნიშნოთ, რომ ზემომოყვანილი ტექსტი ფილოლოგიური სიმკაცრით განხილული ისე უდავოდ არ ჰხდის მის შინაარსს და მირიან მეფის ამ სიტყვებში სრულებით გამოყოფილი არ არის, თუ ღვთაებათა რომელი დამახასიათებელი თვისებათაგანი რომელი არმაზს და რომელი კიდევ ზადენს ეკუთვნის. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ დახასიათება იმდენად ორივესთვის საერთოა, რომ ორივე კერპის შესახებს ზოგადი დახასიათების შთაბეჭდილებას ახდენს. ნაყოფიერების მიმნიჭებლობის მარტო ზადენისათვის მიკუთვნება, ხოლო ტაროსისა და ელვა-ქუხილის მბრძანებლობა მხოლოდ არმაზისად მიჩნევა ზემომოყვანილი ტექსტით არ მართლდება და მკვლევარის ერთგვარ თვითნებობას წარმოადგენს, რომელიც ეგების მომავალში სწორიც გამოდგეს, მაგრამ რომლის გასამართლებლად ამჟამად უთუო საბუთი არ არსებობს.
ამას გარდა, აღსანიშნავია რომ ზადენს წარმართ ღვთაებათა პანთეონში ეფთჳმე მთაწმიდელი არ იხსენიებს და არც ხალხურმა რწმენამ იცის რამე ზადენის შესახებ. არა ჩანს იგი, თუ არა ვცდები, არც ადამიანთა საკუთარ და საგვარეულო სახელებში. დასასრულ "ზედა-ზენი"-ს მონასტრისა, მთისა და ახალციხის თემში ნასოფლარ "ზადენის" გარდა "ზადენი" ვგონებ არც ქართულ გეოგრაფიულ სახელად გვხვდება სადმე. გამოსარკვევია, თვით "ზედა-ზენი"-ც ზადენისაგან არის წარმომდგარი თუ არა? მისი აგებულება "ზედა-ზენი" უფრო "ქვედა-ზენი"-ს და ძირეულად "ზე"-სა და "ზენი"-ს არსებობას გვაგულისხმებინებს, ვიდრე ზადენისას. ყველა ეს გარემოება მკვლევარს სიფრთხილეს უკარნახებს. ამის გამო ზადენის შესახებ საკითხს ჯერ კიდევ გულდასმით შესწავლა სჭირდება.
გამოურკვეველი გვრჩება, სახელის გარდა რაიმე ცნობების უქონლობის გამო, იმ ღვთაება "ბადაგონ"-ის ვინაობა და სადაურობა, რომელიც ეფთჳმე მთაწმიდელის ცნობაში იხსენიება. მის შესახებ რომ რამე გვცოდნოდა, ეგების მაშინ გამორკვეულიყო, აქვს რაჲმე კავშირი ამ "ბადაგონ"-თან იმ "აგუნა"-ს, რომელსაც გურიაში ახალწლის საღამოს ჟამს მეკვლე მარანში ვაზის ნაყოფიერებას შესთხოვს ხოლმე, საახალწლო გობიდან ღორისთავს რომ ამოიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და ასე ლოცულობს: "აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენ სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი"-ო323.
ასეთივე ჩვეულება ახალწლის დღეს სამეგრელოშიც არსებობს, სადაც ეს ლოცვა-ვედრება ასე წარმოითქმის ხოლმე: "ჯუჯელია, ჯუჯელია! ჩქიმი მამული ხარგელია, შხვაში მამული ფურცელია! ჩანა, ჩანა... ჩქიმ’ მამულს ყურძენი დო შხვაშ’ მამულს ფურცელი!"324. ე. ი. ჯუჯელია, ჯუჯელია! ჩემი მამული, ან ვენახი დატვირთულია, სხვის მამულში ფურცელია (ე. ი. ცარიელია). მოესხას, მოესხას... ჩემ ვენახს ყურძენი და სხვის ვენახს ფურცელი!".
ამგვარად, "აგუნა"-ს მაგიერ მეგრულ ვედრებაში "ჯუჯელია" ჩნდება, რომლის მნიშვნელობა ისევე გამოურკვეველია, როგორც აგუნასი და ბადაგონისა. ამიტომ არც ერთ მათგანზე ჯერ-ჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება325.
როგორც ზემომოყვანილი მიმოხილვიდან ცხადი ხდება, ქართული წარმართობის სამყაროდან საკუთარი და შენართი, უცხოურის, ხეთური და მაზდეანური ელემენტების გარჩევისა და გამოყოფვისათვის ჯერ საკმაო და უთუო მასალა არ მოგვეპოვება, ამიტომ ამ პრობლემის შესწავლა მერმისისათვის უნდა გადაიდვას.
* * *
ცერცვა.
ამას ამბობს ჯავახიშვილი:
“ პირველ დამაფიქრებელ გარემოებას ამ მხრივ ის წარმოადგენს, რომ ქართველი ხალხის არც ერთი თემის მეხსიერებასა და რწმენას არმაზი, ვითარცა ღვთაება, ან გმირი, ან და ხატი, არ შერჩენია იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ ერს მაზდეანობის არა ერთი სხვა ნაშთი აქვს შერჩენილი. როგორ მოხდა რომ სხვა, უფრო წვრილმანიც კი, ხალხმა შეინარჩუნა, არმაზი კი სრულებით დაივიწყა, თუ იგი მართლა IV ს.-ში ქართველთა მთავარ ღვთაებად და კერპად ითვლებოდა? ”
“ რადგან ქართველთა მოქცევის თანამედროვე ისტორიკოსი წმ. ნინოს მიერ კერპთა დამსხვრევაზე არას ამბობს, მაზდეანობაც საქართველოში კერპთაყვანისმცემლობის სახით არ მოვლენილა ჩვენ ქვეყანაში. მოსე ხორენელისა და წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრებისა და ეფთჳმე მთაწმიდელის "მცირე სჯულის კანონის" ჩანართი ცნობის გარდა, რომელიც ალბათ იმავე წმ. ნინოს ცხოვრებაზე უნდა იყოს დამყარებული, არსად არმაზის კერპი არ იხსენიება, ამიტომ ამ მერმინდელი ცნობით სარგებლობა სახიფათოა მით უმეტეს, რომ არც არმაზის კერპის ვითომცდა მაშინდელი გარეგნობის აღწერილობას, არც თვით იმდროინდელი კერპთაყვანისმცემლობის სურათს ნამდვილი ცხოვრებისა და საქმის ვითარების რეალური ცოდნა არ ემჩნევა. ცხადია IV ს. ამბავის შესახებ IV ― V ს.-ის ისტორიკოსებს უფრო შეიძლება ენდოს მკვლევარი, ვიდრე VIII―X ს.ს. კომპილატორებისა და გადამკეთებლების თუმცა ხელოვნურად შეფერდებულ , მაგრამ მაინც სიცხოველეს მოკლებულ ცნობებს.
ბოლოს-და-ბოლოს, აღმოს. საქართველოში არმაზის კულტის არსებობის ერთადერთ თითქოს სანდო გარემოებად მხოლოდ გეოგრაფიული სახელი "არმაზ-ციხეს" არსებობა-ღა რჩება. მაგრამ ამის მიხედვით არავითარი უფლება არა გვაქვს დავასკვნათ, რომ არმაზის კერპიც არსებობდა, რომ საქართველოში არმაზს, ანუ აჰურამაზდას მხოლოდ ვითარცა კერპსა სცემდნენ თაყვანსა. ძველ წყაროებში ამის დამადასტურებელი ცნობის უქონლობა და ხალხურ რწმენაშიაც რომ არმაზი არც ღვთაებად, არც ძლიერ გმირად არსადა ჩანს, ასეთ შესაძლებლობას მეტად სათუოდა ჰხდის.
ჯერ კიდევ ის გარემოებაც კი გამოსარკვევია, მართალია თუ არა, თითქოს "არმაზ-ციხე" სწორედ აჰურამაზდას სახელთან იყოს დაკავშირებული? იქნებ აქ ქალდურ მეფეთა შორისაც მიღებულ სახელ "არამე"-ს ნაშთთან გვქონდეს საქმე და არა აჰურამაზდასთან? ეს მომავალი კვლევა-ძიების საქმეა. ყველა ზემომოყვანილ მოსაზრებათა გამო არმაზის შესახები წმ . ნინოს შატბერდისეული ცხოვრების ცნობით სარგებლობა სახიფათოდ მიმაჩნდა და ეხლაც, მ. წერეთლის გონებამახვილი კომენტარიების შემდგომაც, ისევ მაინც სიფრთხილეს ვრჩეობ. ”
და ზედაზენიც არანაირ კავშირში არააო ზადენთანო:
“ ამას გარდა, აღსანიშნავია რომ ზადენს წარმართ ღვთაებათა პანთეონში ეფთჳმე მთაწმიდელი არ იხსენიებს და არც ხალხურმა რწმენამ იცის რამე ზადენის შესახებ. არა ჩანს იგი, თუ არა ვცდები, არც ადამიანთა საკუთარ და საგვარეულო სახელებში. დასასრულ "ზედა-ზენი"-ს მონასტრისა, მთისა და ახალციხის თემში ნასოფლარ "ზადენის" გარდა "ზადენი" ვგონებ არც ქართულ გეოგრაფიულ სახელად გვხვდება სადმე. გამოსარკვევია, თვით "ზედა-ზენი"-ც ზადენისაგან არის წარმომდგარი თუ არა? მისი აგებულება "ზედა-ზენი" უფრო "ქვედა-ზენი"-ს და ძირეულად "ზე"-სა და "ზენი"-ს არსებობას გვაგულისხმებინებს, ვიდრე ზადენისას. ყველა ეს გარემოება მკვლევარს სიფრთხილეს უკარნახებს. ამის გამო ზადენის შესახებ საკითხს ჯერ კიდევ გულდასმით შესწავლა სჭირდება. ”
* * *
საინტერესო კვლევა აქვს არმაზის საკითხზე გიორგი ქავთარაძეს:
http://saunje.ge/index.php?id=1306&option=...lang=ka&Itemid=
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14679
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59613970
· 13 Sep 2022, 13:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვარაზვაჩე
QUOTE
ამას ამბობს ჯავახიშვილი:
“ პირველ დამაფიქრებელ გარემოებას ამ მხრივ ის წარმოადგენს, რომ ქართველი ხალხის არც ერთი თემის მეხსიერებასა და რწმენას არმაზი, ვითარცა ღვთაება, ან გმირი, ან და ხატი, არ შერჩენია იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ ერს მაზდეანობის არა ერთი სხვა ნაშთი აქვს შერჩენილი. როგორ მოხდა რომ სხვა, უფრო წვრილმანიც კი, ხალხმა შეინარჩუნა, არმაზი კი სრულებით დაივიწყა, თუ იგი მართლა IV ს.-ში ქართველთა მთავარ ღვთაებად და კერპად ითვლებოდა? ”
ეს არგუმენტი სრულიად არარელევანტურია.
მაგალითად იბერიის ყველაზე ძლიერი მეფის სახელი რატომ არ შემორჩა არც ქართულ მეხსიერებას და არც ქართულ ისტორიოგრაფიას? ფარსმანს ვგულისხმობ.
ზედმეტად გულმავიწყი ხალხი ვართ და რათ უნდა ამას ბევრი განხილვა? კოლხეთის არსებობა არ ვიცოდით, რაზეა საერთოდ საუბარი.
ჯავახიშვილი ძირითადად იმიტომ უარყოფს არმაზის არსებობას რომ აჰურა მაზდასთან კავშირს ვერ ხედავს. მე-20 საუკუნეში კი ხეთური და მით უმეტეს მისი ღვთაებები ისე კარგად არ იყო გაშიფრული, როგორც დღეს არის.
წინა გვერდზე დავდე არმა ღვთაება როგორ არის გაშიფრული ხეთურ-ლუვიურზე და ა.შ.
ძალიან კარგად ჩანს რომ არმა, არმაზიტი, არმაეზი, არმაზი და ა.შ. აშკარად მსგავსებაა და როგორღაც არმაზი ასე მოაღწია ჩვენამდე.
აი, ყველაფრით გავს არმაზი არმას, სახელითაც, გაარეგნულად როგორც გამოიყურებოდა და თვისებებითაც. ხო და ან დააკოპირეს ხეთური ღმერთი რისიც არ მჯერა ან ზუსტად ხეთური ღმერთი გვყავდა აქ და სულ არ არის გამორიცხული რომ მესხებს მოეტანათ.
This post has been edited by
ცერცვა.
on 13 Sep 2022, 13:17
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pichori
Member
ჯგუფი: Registered
pichori
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 96
წევრი No.: 40701
რეგისტრ.: 27-August 07
#59614102
· 13 Sep 2022, 13:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Melanie_Pain @ 12 Sep 2022, 12:56 )
Chocolate Jesus
QUOTE
უკაცრავად, ეთნოგენეზის თემა აქ არიის? givi.gif
დიახ, დაბრძანდით დაელოდეთ, გასულია
* * *
veliki
QUOTE
ქართველების წარმოშობის საკითხი უაღრესად მაინტერესებს რამე ლიტერატურას ხომ ვერ მირჩევთ?
ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველი და შეუსწავლელია, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია და ჩვენს შემთხვევაში უფრო ართულბს ის ფაქტორი, რომ ქართველებს არ გვყავს უეჭველად მონათესავე ენობრივ-ეთნიკური ერთეული და ასევე ის რომ საბჭოთა პერიოდში ბევრი ინფორმაცია იფილტრებოდა და მახინჯდებოდა.
ზუსტ ინფორმაციას ვერ მიიღებ, მაგრამ რაღაც წარმოდგენა შეგექმნება თიფჩიშვილის ნაშრომს თუ წაიკითხავ. მე სხვა პრინციპში არც წამიკითხავს. აქ ალბათ უკეთ ეცოდინებათ.
საინტერესო წიგნია:
ო.ჯაფარიძე - ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#59614140
· 13 Sep 2022, 13:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
ჰო, აშკარად ხედავს, რომ სახელის მსგავსების გარდა არაფერი საერთო არმაზს და აჰურამაზდას არ აქვს, მით უმეტეს, ყველა ქართული საუსტორიო წყარო შესანიშნავად ასხვავებს ერთმანეთისგან ცეცხლთაყვანისმცემლობას (მაზდეანობას) და კერპთაყვანისმცემლობას.
“შუშანიკის წამება” ნათელი მაგალითია ამისა:
“ თაყუანის სცემდა ცეცხლსა, რაჲმეთუ ყოვლითკერძოვე თავი თჳსი ქრისტჱსაგან განაგდო»314. მის მეუღლეს შუშანიკსაც თავისი ქმრის საქციელზე უთქვამს: «საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვასრქენ, რაჲმეთუ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი315 და შეერთო იგი უღმრთოთა»-ო316. თვით ცხარე და გამწარებული კამათის დროსაც კი შუშანიკს თავის გამაზდეანებული ქმრისათვის უთქვამს: «მამამან შენმან აღმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა და შენ მამისა შენისა საქმენი განჰრყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი, მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახით თჳსად, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ. მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყვანის ეც»-ო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14679
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59614247
· 13 Sep 2022, 14:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვარაზვაჩე
QUOTE
ჰო, აშკარად ხედავს, რომ სახელის მსგავსების გარდა არაფერი საერთო არმაზს და აჰურამაზდას არ აქვს
საქმე იმაშია რომ არც სახელი ჰგავს, უბრალოდ მაშინ არმას შესახებ ბევრი რამ არ იყო ცნობილი.
ხო და წინა გვერდზე რაც დავდე იმას რომელი ისტორიკოს-ლინგვისტიც წაიკითხავს აშკარა მსგავსებას ნახავს არმასა და არმაზს შორის.
არც ისტორიკოსობაა საჭირო და არც ლინგვისტობა, უბრალოდ ინგლისურის ცოდნაა საჭირო და დაახლოებით ჩანს არმა-დან არმაზი როგორ გახდა.
QUOTE
“შუშანიკის წამება” ნათელი მაგალითია ამისა:
მაგას არ სჭირდება შუშანიკი.
ზოროასტრიზმში დაგმობილი იყო კერპთაყვანისმცემლობა, როგორც ქრისტიანობაშია.
This post has been edited by
ცერცვა.
on 13 Sep 2022, 14:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#59614534
· 13 Sep 2022, 15:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
QUOTE
აჰურა მაზდას არმაზთან სემანტიკურად ვერ დააკქვშირებ როგორც არ უნდა სცადო
ეს დილეტანტური თვალსაზრისით კი.
აბა ავერტური აჰურამაზდა რა სემანტიკურ კავშირშია ვითომ სასანიდურ ორმოზდ-თან ?)))
ძვ . სპარსული - აჰურა-მაზდა
საშ. სპარსული - ორმოზდ
აქედან მიღებულია სომხურში - არამაზდ
ქართულში - არმაზი
ხოლო ბერძნულ წყაროებში - ჰორმოზ
ხეთური კულტურის გავლენა ჯერ ურარტუზე არაფრით არ აისახებოდა არადა გეოგრაფიულას თითქოს მეზობლები იყვნენ .
მარა მეზობლობა აქ არაფრის შუაშია რადგანაც ხეთური სამყარო ძვ. წ.ა 12 ს . შეწყდა ხოლო ურარტული მის მერე ძვ. წ.ა. 9 ს. გამოჩნდა . ეს 300 წლიანი მანძილი ფაქტიურად მოსპო ხეთური კვალი რეგიონში ისე რომ მის მეზობლად აღმოცენილ ურარტუში ხეთური კვალის რამე ჩანასახი უბრალოდ არ ჩანდა . ეხლა შენ იმის თქმა გინდა რომ ქართლში რომელიც ხეთების დროს საკმაოდ შორს იყო ანატოლიისგან რამე გავლენა ქონდა ხეთური რელიგიური პანთეონის სახით ? უბრალოდ არარეალურია.
ამას კიდევ ამყარებს სემანტიკური შეუსამბამლობა არამაზდის და არმას შორის .
არმაზი ისევე როგორც სომხ. არამაზდი საშუალი სპარსული ორმოზდის გამოსახულებაა და მეტი არაფერი .
დანარჩენი რაც მას მოუგონეს ხორენაციმ და მროველმა ამ ავტორების პირადი ფანტაზიებია .
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#59614623
· 13 Sep 2022, 16:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
ჰო რა საერთოდ ვის დაკარგვია ეს ჯავახიშვილი აწი ასეთი მძლავრი მეთოდები გაქვთ ხელში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14679
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59614687
· 13 Sep 2022, 16:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
რამდენიც არ უნდა იმეორო თუთიყუშივით ერთი და იგივე ფაქტი არ შეიცვლება.
დაგიდე ხეთურში რას როგორ ეძახდნენ. წერე ახლა ეგ ზღაპრები დილა-საღამოს. შენ რომ კაცმა გისმინოს არც ფარნავაზი არსებობდა და არც ვახტანგი.
ჯიბ
რაო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54436
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#59614851
· 13 Sep 2022, 17:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
სემანტიკურად არამაზდ/არმაზი აჰურანაზდა-ს იგივე სასანიდური "ორმოზდ-ის სახე შეცვლილი სახელია . ლინგვისტურად არმა-სთან კავშირი გამორიცხულია "ზდ" ს გამო .
ხორენაცი და მროველი არმაზზე /არამაზდზე ყვებიან ზღაპრებს ანუ მითებს .
მე ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება მაქ
არმაზის მარტო დასახელებაა სპარსული, თვითონ კერპი და მისი მსახურება ურარტული წამოშობისაა. არმაზი ჯაჭვჩაბალახოსანი მეომრის სახით გამოისახებოდა რომელსაც ხელში შუბი ეჭირა. ზუსტად ეგრევე გამოიყურებოდნენ ურარტუს ომის ღმერთები - თეშუბი და ხალდი
ანუ აქ სპარსული დასახელების და რეალური ურარტული კერპების შერწყმა მოხდა ჩემის აზრით
--------------------
რაშიზმი - ესაა ფაშიზმი უკუღმა, უნტერმენშების შესრულებით
სულელთა წრეში, სიბრიყვით რომ არის ძლიერი
და სურს დაიგდოს ქვეყანაზე ხმა ბრძენთა სწორის -
ამ ვირებს შორის შენც მიიღე ვირის იერი,
თორემ ჩაგწერენ ერეტიკოს - ცოდვილთა შორის.
აბუ ალი იბნ სინა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14679
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59614959
· 13 Sep 2022, 17:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არმაზის მარტო დასახელებაა სპარსული
ვახ ჩემი... :დ
წინა გვერდზე დავწერე ამ სიტყვის განმარტებები ხეთურში და მაინც სპარსულიაო იწერება(რომლის განმარტებაც არ არსებობს). :დ
აჰა კიდევ დავდებ. არმასთან დაკავშირებული სიტყვები და განმარტებები.
QUOTE
1.1. Hittite:
a) *arma- (c.) ‘moon, the lunar deity Arma; month’; armanni- ‘lunula, crescent; crescent-shaped bread (cf. croissant); *armatar ‘monthspan’, armuwalaezi ‘to shine (of the moon)’, armuwalašḫa(i)- (c.) ‘waxing of the moon’, armuwalai- ‘wax like the moon’
b) Lots of HLuw. and CLuw.
anthroponyms
in S Anatolia (Lycian, Greek), in Greek sometimes rendered with Ερμα-, sometimes with Αρμα-, but still from *Arma- (P HED 153) e.g.
Arma-ziti-.
1.2. Anat. cognates:
a) CLuw. *arma- (c.) ‘lunar deity’, armannaima/i- ‘decorated with moonlets’; *armašša/i- ‘month’
1.4. Proto-Anatolian *arma- ‘moon; lunar deity; month’;
armae-zi
‘become pregnant’ is generally explained as an inner-Hitt. derivative of *arma- in the meaning ‘month’; it belongs to the hatrae-class of denominative verbs derived from a-stem nouns (K 2008: 207). The origin of *arma- itself, however, has remained enigmatic.
M R (ms., p.c. 2010): PIE √*h₁erh₂ ‘to wax & wane, swell & recede, go up & down’,
linked not only to Hitt. erman- / arman- ‘sickness’ and Gmc. *arma- ‘poor, weakened’, but
also
*armaz
‘arm’ and its IE cognates meaning ‘limb’.
ვინც ამის მერე დააიგნორებს ამ ხეთურ სიტყვებს და დამთხვევას მიაწერს არმაზსთან იმას ლოგიკურ აზროვნებასთან პრობლემა აქვს აშკარად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54436
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#59615297
· 13 Sep 2022, 19:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ცერცვა. @ 13 Sep 2022, 17:34 )
QUOTE
არმაზის მარტო დასახელებაა სპარსული
ვახ ჩემი... :დ
წინა გვერდზე დავწერე ამ სიტყვის განმარტებები ხეთურში და მაინც სპარსულიაო იწერება(რომლის განმარტებაც არ არსებობს). :დ
აჰა კიდევ დავდებ. არმასთან დაკავშირებული სიტყვები და განმარტებები.
QUOTE
1.1. Hittite:
a) *arma- (c.) ‘moon, the lunar deity Arma; month’; armanni- ‘lunula, crescent; crescent-shaped bread (cf. croissant); *armatar ‘monthspan’, armuwalaezi ‘to shine (of the moon)’, armuwalašḫa(i)- (c.) ‘waxing of the moon’, armuwalai- ‘wax like the moon’
b) Lots of HLuw. and CLuw.
anthroponyms
in S Anatolia (Lycian, Greek), in Greek sometimes rendered with Ερμα-, sometimes with Αρμα-, but still from *Arma- (P HED 153) e.g.
Arma-ziti-.
1.2. Anat. cognates:
a) CLuw. *arma- (c.) ‘lunar deity’, armannaima/i- ‘decorated with moonlets’; *armašša/i- ‘month’
1.4. Proto-Anatolian *arma- ‘moon; lunar deity; month’;
armae-zi
‘become pregnant’ is generally explained as an inner-Hitt. derivative of *arma- in the meaning ‘month’; it belongs to the hatrae-class of denominative verbs derived from a-stem nouns (K 2008: 207). The origin of *arma- itself, however, has remained enigmatic.
M R (ms., p.c. 2010): PIE √*h₁erh₂ ‘to wax & wane, swell & recede, go up & down’,
linked not only to Hitt. erman- / arman- ‘sickness’ and Gmc. *arma- ‘poor, weakened’, but
also
*armaz
‘arm’ and its IE cognates meaning ‘limb’.
ვინც ამის მერე დააიგნორებს ამ ხეთურ სიტყვებს და დამთხვევას მიაწერს არმაზსთან იმას ლოგიკურ აზროვნებასთან პრობლემა აქვს აშკარად.
ჩვენთან არმაზი ომის ღვთაება იყო და არა მთვარის როგორც ხეთებთან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#59615311
· 13 Sep 2022, 19:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
QUOTE
რამდენიც არ უნდა იმეორო თუთიყუშივით ერთი და იგივე ფაქტი არ შეიცვლება.
დაგიდე ხეთურში რას როგორ ეძახდნენ. წერე ახლა ეგ ზღაპრები დილა-საღამოს
ბარემ ძველ ეგვიპტურში დაწერე არმა რას ნიშნავს ან შუმერულში ენგურ ))
მსგავსი რამე ანგარიშგასაწევი იქნება მხოლოდ ეზოტერიკულ , პარამეცნიერულ წრეებში .
zindiosama
QUOTE
მე ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება მაქ
არმაზის მარტო დასახელებაა სპარსული, თვითონ კერპი და მისი მსახურება ურარტული წამოშობისაა. არმაზი ჯაჭვჩაბალახოსანი მეომრის სახით გამოისახებოდა რომელსაც ხელში შუბი ეჭირა. ზუსტად ეგრევე გამოიყურებოდნენ ურარტუს ომის ღმერთები - თეშუბი და ხალდი
ესაა მხოლიდ და მხოლოდ ხორენაცის ფანტაზია რომელმაც მროველმა გაიმეორა და კიდევ განმარტება დაურთო . ისეთივე ფანტაზიებია რაც ბუნთურქები , ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა ქართლში და არიან-ქართლის ეტიმოლოგიური ძიებანი ))))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14679
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59615348
· 13 Sep 2022, 19:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zindiosama
QUOTE
ჩვენთან არმაზი ომის ღვთაება იყო და არა მთვარის როგორც ხეთებთან
მთვარის ღვთაება იყო მთავარი(ან უზენაესი) ღვთაება წარმართულ რელიგიებში, ისევე როგორც არმაზი იყო ქართულში.
არმაც მეომარი ღმერთი იყო. : ))
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(1001)
« პირველი
...
411
412
[413]
414
415
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1905 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.