და ვინ თქვა, რომ მუშქები ქართველურები იყვნენ?
მუშქების ხურიტობაზე საერთოდ no comment.
ჩემი აზრით და ყველაზე დიდი ალბათობით მუშქები სტეპიდან მოსული ინდოევროპელები იყვნენ, რა გზით მოვიდნენ ეგ ცალკე საკითხია, ან ბალკანეთის გავლით ანატოლიაში, ან კავკასიის გავლით ანატოლიაში.
* * *
ეს კომენტარი ადრე დავწერე და გავიმეორებ:
აქამდე რომ ვწერდი, რომ თუშებს და ხევსურებს დანარჩენი ქართველებისგან ძალიან განსხვავებული აუტოსომები ჰქონდათ, ეგ თემა გავაგრძელოთ.
როგორც უკვე ვთქვი, თუშები და ხევსურები კლასტერდებიან ლაზარიდისის სტატიიდან ნიმუშებთან სომხეთიდან. მაგ ნიმუშების პერიოდია მტკვარ-არაქსის შემდგომი ხანა გვიანი ბრინჯაოს ხანიდან ურარტუს პერიოდის ჩათვლით.
ეს პერიოდები კარგად ჯდება თრიალეთ-ვანაძორის, ლჭაშენ-მეწამორის და ეთიუნის ხანებში.
ამ ნიმუშებს ძირითადად ეს ორი ჰაპლოჯგუფი აქვთ: R1b და I2a, და ჰაპლოჯგუფებითაც ძალიან განსხვავდებიან მტკვარ-არაქსელებისგან, რომლების ჰაპლოჯგუფები J1a იყო. ანუ ფაქტიურად ეს სრულიად ახალი ხალხია, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურის შემდეგ მოვიდნენ.
შეიძლება ეს ორივე ჰაპლოჯგუფი ერთდროულად მოვიდნენ როგორც ერთი ხალხი, შეიძლება ეს ორი სრულიად განსხვავებული მიგრაცია იყო სრულიად სხვადასხვა ადგილებიდან და სრულიად სხვადასხვა პერიოდში.
განსხვავებული მიგრაციებზე შეიძლება მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ:
* ბაღერი ჭალას, ბარძრიალის, კეტის, ბოვერის და პიუტის, შავი ციხის სამარხებში მარტო R1b არის აღმოჩენილი.
* ლჭაშენის, აღიტუს და ნორატუსის (ორი R1b-ს გამოკლებით), სამარხებში მარტო I2a არის აღმოჩენილი.
* ქარაშამბის და ჰარჯისის სამარხებში კი ორივე არის აღმოჩენილი.
ანუ შეიძლება ეს ორი ხალხი ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდა, მაგრამ მხოლოდ რაღაც ტერიტორიაზე ერეოდა ერთმანეთს.
რუკაზეც რომ ვნახოთ და ამ ნიმუშების ქრონოლოგიას რომ შევადაროთ, გამოვა, რომ I2a უფრო ადრე მოვიდა ჩრდილოეთიდან, და შემდეგ უფრო გვიან ასევე ჩრდილოეთიდან მოსულმა R1b-მ შეიძლება გამოიწვია I2a-ს უფრო სამხრეთით მიგრაცია.
ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ თეორიაა. ამ თეორიით გამოდის, რომ თრიალეთ-ვანაძორის და ლჭაშენ-მეწამორის კულტურის შემქმნელებს ჰქონდათ I2a, ხოლო მოგვიანებით ეგენი თრიალეთ-ვანაძორის ტერიტორიაზე ჩაანაცვლეს R1b-მ. შეიძლება თრიალეთ-ვანაძორის კულტურის შემქმნელი I2a-ის უფრო სამხრეთით მიგრაცია ლჭაშენ-მეწამორისკენ ზუსტად ამ R1b-ის ჩრდილოეთიდან მოწოლამ გამოიწვია.
ჰაპლოჯგუფების, აუტოსომების კლასტერიზაციის და თვითონ ამ კულტურების გათვალისწინებით, რომლებიც კურგანული კულტურები იყო, დიდი ალბათობით ეს ხალხი მოვიდა ჩრდილოეთიდან, და ამ ორი ჰაპლოჯგუფიდან ერთ-ერთი მაინც ალბათ იამნელების ერთ-ერთი განშტოებაც შეიძლება ყოფილიყო. შეიძლება ამ ხალხმა მოიტანა ის ერთ-ერთი ძველი ინდოევროპული ენაც, რომლის კვალიც ჩანს ქართველურ ენებში.
სხვათა შორის, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჯდება ხევსურების Y-ჰაპლოჯგუფებშიც, ხევსურების 25%-ს I2a-ის ზუსტად იგივე ქვეშტოები აქვთ, რომელიც ამ ნიმუშებშია ნაპოვნი. I2a-ის იგივე ქვეშტოები კახელებშიც ბლომად არის.
ისიც გასარკვევია, რამდენად ემთხვევა ამ ნიმუშებში ნაპოვნი R1b-ს ქვეშტოები კახელების R1b-ის ქვეშტოებს.
ასევე, ამ I2a-ის საქართველოში მიგრაცია ასოცირდება მესხების მიგრაციასთან. შეიძლება მესხების მიგრაცია სამხრეთ-დასავლეთიდან კი არა, არამედ ჩრდილოეთიდან იყო, და შეიძლება ეს ხალხი, რომლებმაც თრიალეთ-ვანაძორის და ლჭაშენ-მეწამორის კულტურები შექმნეს ზუსტად
მესხები, ანუ
Eastern Mushki იყვნენ. ესეც ერთ-ერთი თეორიის დონეზე:
"Whether the Mushki initially moved into the core Hittite areas from the east or west has been a matter of some discussion by historians. It has been speculated that the Mushki were connected to the spread of the so-called Transcaucasian ceramic ware, which appeared as far west as modern Elazig, Turkey in the late second millennium BC.[4]
This ceramic ware is believed to have been developed in the South Caucasus region, possibly by the Trialeti-Vanadzor culture originally, which suggests an eastern homeland for the Mushki.[5][6][7]"
https://en.wikipedia.org/wiki/Mushkiკიდევ ერთი საინტერესო მომენტი: ურარტუს პერიოდში სომხეთიდან ნიმუშები ფაქტიურად მხოლოდ R1b ჰაპლოჯგუფებია ერთი-ორი I2a-ს გამოკლებით. ანუ ეთიუნის მოსახლეობა ალბათ ფაქტიურად ძირითადად R1b იყო.
ესეც შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ I2a და R1b შეიძლება სხვადასხვა ხალხი იყო, და ეთიუნის და შემდგომ ურარტუს დროს ძირითადად R1b დარჩა მაგ ტერიტორიაზე, I2a კი მიგრირდა. შეიძლება ეგ ნიმუშების ნაკლებობის ამბავიც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საინტერესო კორელაციაა დროში, რაზეც ყურადღებაა გასამახვილებელი.
ან შეიძლება ურარტუს საზღვრებში არ შედიოდა I2a-ს ტერიტორია.