ცოცხალი მასალა "ბრძოლის ველიდან"

)
სოფ. მუკუზანი გაგებული გექნებათ, სოფელი თუ არა ღვინო მაინც, ჰოდა იქაური თამადაა ნუგზარ ბრეგვაძე, მეტსახელად ჯამბაზა. ბავშვობიდან ლექსებს სწერამს

)
სკოლაში ცელქი და მოუსვენარი ყოფილა. ჰყვარებია იუმორით ლაპარაკი, თავისი ჯამბაზობით კლასს ართობდა. კლასის დამრიგებელს შეურქმევია “ჯამბაზა”. უთამადია პარლამენტარებთან, ბევრ ცნობილ ადამიანთან და ამით თავი მოსწონს.
52 ქორწილს გაძღოლია. მონაწილეობა მიუღია თბილისში გამართულ რესპუბლიკურ კონკურსში _ საუკეთესო სადღეგრძელოს ავტორობის მოსაპოვებლად. გაუმარჯვია და სიმბოლური ჯილდოც დაუმსახურებია _ ორი ყუთი შამპანური და ყანწი.
ესეც მისი სადღეგრძელოები
ვაზის სადიდებელიწმინდა ნინომ ვაზის ჯვარი
ჯერ კახეთში მოიტანა,
შეგვიყვარდა ვაზის ჯიში,
გლეხმა შრომით გაიხარა.
ზოგს თუ მოსწონს თეთრი თითა,
ზოგს ციცკა და ზოგს წითელი.
მე კი ყველას მირჩევია
ეს მწვანე და რქაწითელი.
ტოლს არ უდებს საფერავიც,
ყანწს რომ ავწევთ მე და გელა.
ვადღეგრძელებ “წინანდალით”,
თავს გვაწონებს “იზაბელაც”.
ვლოცავ ქართულ ვაზის ჯიშებს,
გლეხის ნაშრომ ყურძნის წვენსა.
აგერ ჩვენი “მუკუზანიც”
გადღეგრძელებთ მრავალ წელსა.
ყველას ვლოცავ, ვაზის ჯიშებს:
“ოჯალეშს” და “ქინძმარაულს”,
“წარაფსა” და “წინანადალსა”,
“ხვანჭკარას” და “ცოლიკაურს”...
წმინდა ნინომ ვაზის ჯვარი
ჯერ კახეთში მოიტანა,
დაილოცოს მისი მადლი,
წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი!”
--------------------------
ქორწილში პირველი სადღეგრძელოდღეს ამ ოჯახში ლენტი გაიჭრა
ნეფე-პატარძლის სიყვარულითა
და დიდ-პატარა, ვინც აქ ბრძანდებით,
ოჯახს დავლოცავთ სიხარულითა.
დღეს ქართველები ძლიერ ცოტა ვართ.
დე, ხშირად იყოს ნიშან-ქორწილი.
გავმრავლდეთ, ხალხო, ჩვენი სიმცირით
რომ აღარ ვიყოთ მტრების მორჩილი.
ამ ცხოვრებას ნუ შევუშინდებით,
შევიკრათ ყველა და დავდგეთ ერთად,
ჩვენ მართლები ვართ, უნდა ავმაღლდეთ,
ჩვენი სიმართლით მივიდეთ ღმერთთან,
რომ გაგვიმრავლდნენ ახალგაზრდები,
შეუღლდნენ ტკბილად, ერთად იხარონ
და დღეს რომ ვლოცავთ ნეფე-პატარძალს,
ნეფე-პატარძლის ერმაც იხაროს!”
-----------------------
ოჯახის დალოცვასალოცავების მადლით და ძალით
სუფრას დავლოცავ კეთილი თვალით,
მე მიხარია თქვენ რომ გიყურებთ,
გული ფხიზლდება, გინდ ვიყო მთვრალი.
ჩვენ ხომ ოდითგან ტრადიცია გვაქვს,
სუფრაზე ვიხმობთ ნაცნობს თუ უცნობს,
წინაპართ წესებს არ დავივიწყებთ,
ჩვენზე უფროსებს სიტყვას დავუთმობთ.
ჩვებნი კულტურა და საქართველო
მსოფლიომ იცის, ძმებო, ქართველნო,
ჩვენი გმირობა და ვაჟკაცობა
მართლაც რომ გვეთქმის, ჩემო კარგებო!
ჩვენ რომ გვახარებს ჯერ კიდევ ადრე,
დიდი თამარის და დავითის დრო,
მათ დიდებასა და თავდადებას
დღესაც შევნატრით, ნეტავი იმ დროს...
კაცს ახარებდა თავის მარჯვენა,
ის დალოვცილი ცხენიც და ხარიც...
კვლავ სამომავლო ქართველებს დავზრდით,
მტერს დახვდებიან ფარით და ხმალით...
დამილოცნია ქართული სუფრა,
მტერი, მოყვარე, დები და ძმები,
დამილოცნია ფუძე და ჭერი,
და მომავალში _ სიძე და რძლები.
----------------
ნეფე-პატარძლის სადღეგრძელომე ვადღეგრძელებ ნეფე-პატარძალს,
მათ სილამაზეს და ხალხის ხმასა,
თქვენ რომ იმღერებთ თქვენს თბილ ოთახში,
ჩვენ ტკბილად მოგცემთ სიმღერის ბანსა.
დე, თქვენგან იყოს ეს მაგალითი
ქართველი ერი ერთურთს შეუღლდეს,
და როგორც ძმები, ჭირში თუ ლხინში
ქართველი ქართველს მხარში დავუდგეთ.
ჩავსჭიდოთ ხელი ერთურთს ამიერ,
ნუღარ გაივლებთ შუღლს გუნებაში.
ამრავლეთ კარგი, ურთიერთ ძმობა,
ტკბილად იცხოვრეთ ჩვენს ქვეყანაში.
კიდევ დავლოცავ ნეფე-პატარძალს,
როგორც ლამაზი “ბუკეტი” ვარდის,
დაბერდით ტკბილად, მოხუცდით ისე,
რომ არ იცოდეთ რა არის დარდი!
თქვენ გაგიმარჯოთ ნეფე-პატარძალს!
დავლიოთ ყველამ ეს სადღეგრძელო.
ყველამ ვუსურვოთ ხანგრძლივ სიცოცხლე,
ჯამბაზა ყანწით თქვენ გადღეგრძელებთ!
----------------------
ნეფე-პატარძლის ნათლიების სადღეგრძელოთქვენ გადღეგრძელებთ, ჩვენო ნათლიავ,
ნეფე-პატარძალს უმშვენებთ მხარსა,
მირონ-ნათელი არ შეშლილიყოს,
ღმერთმა დაგლოცოთ! აკოცეთ ჯვარსა!
მირონ-ნათელი და ნათლიობა
სინდის-ნამუსად ოდითგან მოგვდევს,
რომ სიყვარული, ძმობა და ნდობა
ყველა ქართველის ძარღვებში დუღდეს.
გულით დაგლოცავთ ხატით და ჯვარით,
და ანგელოზთა კეთილი თვალით.
მრავალჟამიერ მირონ-ნათლიებს,
თქვენ გაგიმარჯოთ ამ სავსე ჯამით!
თქვენი შვილები, შვილთაშვილები
დალოცვილ იყოს გიორგის ჯვარით.
ტკბილად იცხოვრეთ, ტკბილად დაბერდით,
გულმხიარულად, არ გქონდეთ ჯავრი.
მარად გახსოვდეთ _ ნათელ-მირონი
ღმერთისგან ცაში დაწერილია.
მღვდელმაც დაგლოცოთ ნაკურთხი წყალით,
ცხოვრება გქონდეთ მარად ტკბილია.
თქვენ გაგიმარჯოთ მირონ-ნათლიებს,
ნეფე-პატარძალს უმშვენებთ მხარსა.
ჯამბაზას სჯერა, აქ, ამ ოჯახში
ერთი წლისთავზე განათლავთ ბავშვსა!