ნუ ბორცვი რაღათქმაუნდა იყო ხელოვნური და ჩემის აზრით გაცილებით ადრეული ვიდრე ზედ შემდგომში აგებული სალოცავი
სალოცავი-ეკლესია იყო ალბათ 3 ნავიანი თუმცა ნანგრევებში კარგად გამოკვეთილია 2 ნავი და ამ ორიდან შემონახულია ერთი
ხო რაც შეეხება საერთოდ ამ ბორცვის ფორმას ზემოდან რო დავხედოთ აქვს კვერცხისებური სილუეტი ,გარშემო მკვეთრად ჩანს გაცილებით ადრეული (აქ ალბათ უნდა დამეწერა მეგალითული(წარმართული)) ხანის ლოდები რომელთა ზომა გაცილებით დიდია ვიდრე მასალა ,რომლითაც ნაშენებია ეკლესია !!!
თვითონ ეკლესიაც ძაან ნარევი ბლოკებითაა აგებული ,ბარელიეფიანი და კიდევ ათიოდე ბლოკიც არის იდეალურად დამუშავებული (ტექნიკა ნა გრანე ფანტასტიკი

) რამოდენიმე ეგეთ იდეალურ ბლოკსაც გვხვდებით ეკლესიის წყობაში თუმცა მაინც ბევრი შერეული ზომის და დამუშავების სტილის ქვა გვხვდება (ალბათ რეკონსტრუქციებისას ხარისხს არ ექცეოდა ყურადღება ) რაც ძაან საინტერესოა ჩემთვის.
ეკლესიის ის კედელი რომელსაც შემორჩა თაღი დანარჩენი წყობებისგან განსხვავებით არის აშენებული სისტემით სწორი კარგათ ნათალი ბლოკი=სიგანე 30-40 სმ ქვის ნამსხვრევები ამოვსებული შემკვრელით (რას ხმარობდნენ მაშინ შემკვრელად არ ვიცი მაგრამ რო შეხედო ჩვეულებრივ ცემენტს გავს და საკმაოდ მყარია ) და ამას ასრულებს მეორე მხრიდან მიდგმული 30-40 სმ სიგანის ბლოკი. ალბათ ეგრე იყო მხოლოდ შიდა ტიხრები,გადარჩენილი გარე კედლები არის ერთიანი განიერი ბლოკებისგან აგებული (ნუ რაც შესამჩნევია თუმცა ადამიანი თავს ვერ დადებს) კიდე ვიპოვეთ საინტერესო დეტალი მხოლოდ 1 ეგზემპლარში : კოლონის ბაზისი , ანუ სადგამი რომელზეც მერე დგებოდა ქვის კოლონა და მასზე შემდგომ დაყრდნობილი გადახურვა,რაც ამას ყველაფერს აძლევდა სიმყარეს (ფოტოებში ეგეც გამოჩნდება თუ დავდე

)
ნუ ძაან ბევრი რამის დაწერა შეიძლება ამ ძეგლის შესახებ ,რომელმაც ჩემში გაცილებიტ დიდი ინტერესი გააღვივა ვიდრე სხვა დანარჩენმა !! კიდე ხო ძაან საინტერესო სადღაც 60-70 სმ სიგანის უზარმაზი ქვა დევს ზომიტ 1,5-1,5 მეტრზე გახვრეტილი შუაში რაც უფრო ეკუთვნის იმ ადრეულ ნაგებობას ვიდრე ამ ეკლესიას და უფრო ალბათ სარკმლის ფუნქციას ასრულებდა ისევ და ისევ ჩემი მოკრძალებული აზრით (ღიობის დიამეტრი ზედაპირზე 2/3 ით მცირეა ვიდრე ძირზე სპეციალურად გავასუფთავე ნაგვის რომ მენახა გამჭოლი იყო ის თუ უბრალოდ ნიშას წარმოადგენდა სითხის შესაგროვებლად თუნდაც)
მოკლედ ძალიან საინტერესო ძეგლია,რომლის შესწავლაც ღირს IMHO
პ,ს ვარ უბრალოდ არქიტექტორი ,ამიტომ ჩემი მონათხრობი არის მიკორძოვებული და დანახულის ჩემებური ინტერპრეტაცია
მიმაგრებული სურათი
ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს და არა როგორც გვინდა რო იყოს,ხოდა ამ ჭიქით იმას გაუმარჯოს რომ მუდამ ისე გვინდოდეს რო იყოს როგორც უნდა იყოს (voi :jemali:)
ძველი იერიმეული ანდაზები:
შეშლით ყველას გვეშლება!მუცელი მარტო ქალებს!!
კედელი ხვრიტე ხვრიტეო მაინც არ დაორსულდებაო!!