androabuladzeსაერთოდ რაზე დავობ ვერ გავიგე. მგონი, კამათისთვის კამათობ შენ

გეუბნებიან, რომ აქა და აქ არის ოქროს მაღარო. ეს მაღარო თარიღდება ამა და ამ პერიოდით. მოიპოვებდნენ ოქროს მადანს და გამოჰყოფდნენ ოქროს.
გეუბნებიან, რომ, სადღეისოდ, ეს არის მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
იმ სიუჟეტში გადაჭრით არავის უთქვამს, თუ სად მიდიოდა ეს ოქრო და რა კეთდებოდა. მოგაწოდეს არსებითად მშრალი ფაქტი. მაგრამ აღმოჩენას ლაიტმოტავად გასდევს ვარაუდი, რომ მოპოვებული ოქრო გამოიყენებოდა ადგილზე (იგულისხმება რეგიონი) და ასეთი ლაიტმოტივი არის ბუნებრივი, რადგან, როგორც წესი, პირველი დაშვება წარმომავლობა-კუთვნილებასთან დაკვშირებით, კეთდება ხოლმე იმ რეგიონში ავტოქტონად მიჩნეული ეთნოსის თუ ეთნოსების სასარგაბლოდ, სადაც აღმოჩენა ფიქსირდება. ასე იყო, მაგალითად, შუმერშიც, სადაც ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის დასაწყისის აღმოჩენები, მათ ღრმა გამოკვლევებამდე, მიაწერეს შუმერებს, ხოლო სათანადო კვლევების მერე თქვეს, რომ ეს შუმერებამდელ მოსახლეობას ეკუთვნისო.
სწორედ ამ ბუნებრივ დაშვებას ახმოვანებენ აქ. ანუ იმას, რომ ოქრო რჩებოდა ადგილზე, არ გადიოდა რეგიონიდან. შენ ამას არ ეთანხმები და გაიძახი, "სად არის ოქრო?". მეც და ნებისმიერი სხვაც გეტყვის, რომ არ ვიცით, სად არის ოქროს ნაკეთობები. ეგ რომ ვინმემ იცოდეს ახლა და ამ ფორუმზე, აქ ანდროაბულაძეს კი არ ჩააბარებდა ანგარიშს?
შენ მაგ ლოგიკითვე შეგიძლია იკითხო, კი აღმოაჩინეს ქვევრები და ყურძნის წიპწები, მაგრამ სად არის ღვინოო?

(არ არის მთლად შესაბამისი ანალოგია, მაგრამ მაინც)
ხომ ცხადია, რომ ოქროს მაღაროა? თუ მაღარო არსებობს, ისიც ხომ ცხადია, რომ მაღაროში მოიპოვებენ იმას, რისი მაღაროც არის? ხომ დაადგინეს, რომ ოქროს საკმარისი კონცეტრაციის შეცველია ეს მადანი საიმისოდ, რომ მოპევებას და მაგდენ წვალებას აზრი ჰქონოდა? ისიც ხომ ცხადია, რომ ოქროთი მჭადი და ლობიანი არ კეთდება და არც ოქროს ნამცეცები სჭირდება ვინმეს, როგორც ასეთი? უნდა გადაადნო და რაღაც გააკეთო, არა?
ჰოდა, აქედან გამომდინარე, გისვამ კონტრშეკითხვას - სად შეიძლება გაეტანათ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულში ოქრო? რა სახელმწიფოებრივი წარმონაქნები არსებობდა მაგ დროსითვის რეგიონის მიმდებარედ, ისეთი ძლიერნი თუ იყვნენ, რომ, ვთქვათ, რაღაც კოლონიებისმაგვარი დაეარსებინათ? დაბოლოს, სად არის იქ (სადაც შენ იტყვი) მაგ პერიოდის ოქროს ნაკეთობები? თუ ოქრო გაჰქონდათ, შენსავე ლოგიკას რომ მივყვეთ, სადღაც ხომ უნდა იყოს ეს ოქროს ნაკეთობები, რომელთა დათარიღებაც შესაძლებელი იქნება მოცემული პერიოდით? ჰოდა, სად?
გაითვალისწინე ისიც, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულში გეოლოგიურ კვლევბს და სამძებრო სამუშაოებს არავინ ატარებდა. ანუ, მაგალითად, შუმერები არ დადიოდნენ, ვთქვათ, ანატოლიაში მადნეულის არსებობისა და მათი ადგილმდებარეობების საკვლევად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადაც არის საბადო, მაღაროც იმავე ეთნოსის გაკათებულია, ვინც იქ ცხოვრობდა (მერე, უკვე მაღაროს გაკეთებისა და წარმოების დაწყების შემდგომ, შეიძლება სხვებს ჩაეგდოთ ხელში და კოლონიისმაგვარიც დაერასებინათ, მაგრამ ვიმეორებ, დედამიწის ირგვლივ არავინ დადიოდა მაშინ და არ ეძებდა წიაღისეულს. ნებისმიერი წიაღისეული - ოქრო, რკინა, სპილენძი, კალა, ტყვია, ქვის კარიერები - აღმოჩენილია და მათი წარმოება დაწყებულია მოცემულ ადგილზე მკვიდრთა მიერ).
ისიც გაითავლისწინე, რომ მაღარო და მადნის მოპოვება, სავარაუდოდ, იმაზე კარგა ხნით ადრე უნდა იყოს დაწყებული, ვიდგე ამ მადნიდან ნაწარმის მიღება (ოქროს გამოყოფა) მოხდა. ეს იმიტომ, რომ საბადოს არსებობის ცოდნა, მაღაროს გაკეთება და მადნის მოპოვება ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს აღმომჩენ-მომპოვებლისთვის. ამ მოპოვებულზე უნდა იმუშაონ (შესაძლოა ათობით თაობამაც კი) და მისი დამუშავება-გადამუშავების ტექნოლოგია მოიფიქრონ. ზუსტადაც რომ "მოიფიქრონ", გამოიგონონ. ანუ ცოდნა არაერთჯერადი პრაქტიკული ცდების შედეგად უნდა შიეძინონ.
ჰოდა, გეუნები, დელოდე კვლევების შედეგებს.
მაღარო არის, იპოვნიან ან ვერ იპოვნიან სახელოსნოს, სადაც ნაკეთობები მზადდებოდა. მერე იპოვნიან ან ვერ იპოვნიან სამარხებს, რომლებშიც მაგ დროის ნივთები იდება. ან რამე სხვა ვერისას წამოაყენებენ. მაგრამ სადღეისოდ არსებობს ბუნებრივი, ჩვეულებრივი დაშვება, რომ ეს ოქრო ადგილზე (რეგიონში) მუშავდებოდა.
შენ, რა, გგონია, მთელი საქართველოს ტერიტორია გოჯ-გოჯ გადათხრილი და გამოკვლეულია?

მოკლედ, მე დავამთავრე ამაზე საუბარი, დამატებითი მონაცემების გამოჩენამდე, რადგან გაჟღერებულ ცნობებში საკამთოს და სამსჯელოს არსებითად ვერაფერს ვხედავ. თუ თავად წამოაყენებ რამე ვერსიას (მადნის გატანის ადგილის, იქ ნაკეთობების, ნივთების არსებობის და ა.შ. შესახებ), მაშინ, კი ბატონო, განვიხილოთ.
This post has been edited by Shurige on 11 May 2013, 05:56