http://alioni.info/history/dnm-is-axali-ni...akluli-detalia/დნმ-ის ახალი ნიმუში რომელიც კავკასიაში აღმოაჩინეს - ევროპელების წარმოშობის პაზლში ნაკლული დეტალია
ნოემბერი 17, 2015 16:11 188 ნახვა
თანამედროვე ევროპელები შემგროვებელი-მონადირეების ოთხი ჯგუფის მემკვიდრეები არიან:
თანმიმდევრულობის დადგენა საქართველოში კოტიას კლდეში აღმოჩენილი ნეშთების მეშვეობით მოხდა.
·მანამდე ევროპის დასახლებას მიგრაციის სამ ტალღად ფიქრობდნენ - ადრეული მონადირე შემგროვებლები, რომლებიც ჩრდილოეთით მიგრირებდნენ, ფერმერები ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან და ორმოს კულტურის წარმომადგენლები (Yamna culture).
· ახალი მეოთხე ტალღა ეს იმ მოსახლეობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც გამოეყვნენ მონადირე-შემგროვებლებს დაახლოებით 45 000 წლის წინათ და დასახლდნენ კავკასიაში.
გენეტიკებმა აქამდე უცნობი მეოთხე ტალღა აღმოაჩინეს მათი დნმ-ის მეშვეობით, რომელსაც დღეს თითქმის ყოველ ცოცხალ ევროპელს აქვს.
სავარაუდოთ მეოთხე ტალღის წარმომადგენლები Homo sapiens-სს 45 000 წლის წინათ გამოეყვნენ და ევროპაში კავკასიიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მოხვდნენ.
ამ აღმოჩენით ირკვევა, რომ თანამედროვე ევროპელები აფრიკიდან წამოსული უძველეს ადამიანთა ოთხი ჯგუფის შერევით წარმოიქმნა.
პროფესორი დენიელ ბრედლი, რომელიც დუბლინის სამების კოლეჯში კვლევების ჩატარებაში ეხმარებოდა: "ეს ადამიანის წარმოშობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ახალი ნაწილია, რომლის გავლენაც ევროპის კონტინენტზე ადამიანთა განსახლების საკითხში ძალიან დიდია".
იგი ფიქრობს, რომ Homo sapiens-ის მთავარი მიგრაცია აფრიკიდან ევროპაში 125 000-დან 60 000 წლების წინათ მიმდინარეობდა.
ეს მონადირე-შემგროვებლების ადრეული ტომები თურქეთის და კონტინენტური ევროპის გავლით ესპანეთამდე აღწევენ.
სხვა ჯგუფი, რომელიც ლევანთში დასახლდა და მოგვიანებით პირველ ფერმერებად ჩამოყალიბდნენ. ხოლო შემდეგ დაახლოებით 6500 წლის შემდეგ ევროპაში გადავიდნენ.
მესამე მიგრაციის ტალღა, ყაზახეთის და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან მომთაბარე მესაქონლეები დასავლეთ ევროპისაკენ დაიძრნენ. ეს დაახლოებით 5 000 წლის წინათ მოხდა.
სამივე ამ ჯგუფის მიერ დატოვებული გენეტიკური კვალი, მრავალი წლის შემდეგ დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ.
უკანასკნელმა აღმოჩენებმა მეოთხე ტალღის კვალის აღმოაჩინეს.
კვლევისათვის ორი ინდივიდის დნმ-ის ნიმუშები აიღეს, ერთი 13 000 წლის და მეორე 10 000 წლის ასაკის. ისინი დასავლეთ საქართველოში კოტიას კლდეში და საწურბლიას გამოქვაბულში აღმოაჩინეს.

The fossilised remains of two individuals from the Caucasus hunter-gatherers used it the study were found at the Kotia Klde rockshelter and the Satsublia cave in western Georgia (shown on the map)
ისინი ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში სხვა უძველეს გენომებს შეუდარეს. ეს კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები 45 000 წლის წინათ დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებს გამოეყვნენ, როცა ისინი ევროპისაკენ დაიძრნენ.
მაგრამ მათმა დნმ-მა მიუთითა 25 000 წლის წინათ ლებანტის მცხოვრებლებთან შერევის კვალზე, როცა მათი გენოფონდი საგრძნობლად შემცირდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მთებში აღმოჩნდნენ იზოლირებულები და მოწყვეტილნი დანარჩენ მოსახლეობას 15 000 წლამდე.
ყინულმა როგორც კი უკან დახევა დაწყო, ამ ჯგუფმა კავშირი დაამყარა იამნის კულტურისა და აღმოსავლეთის სხვა წარმომადგენლებთან.
როცა იამნის კულტურის წარმომადგენლები ევროპაში მოვიდნენ, მათ თან მოიტანეს ის გენები, რომლებიც უძველესი კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან მიიღეს და თანამედროვე ევროპელებს ეს გენები გადასცეს.
დოქტორი ანდრეა მანისა კემბრიჯის უნივერსიტეტის ზოოლოგიის განყოფილებიდან და კვლევის ერთ-ერთი ავტორი ამბობს: "ის რომ იამნის კულტურის წამომადგენლები მოვიდნენ ევროპაში, აქამდე ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ჩვენ ახლა ამ კითხვაზე პასუხი გვაქვს - ესაა აღმოსავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლების და დიდ გამყინვარებას გადარჩენილი კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების გენების ნარევი.

The researchers found that western Europe appears to be a mixture of early farmers and western/eastern hunter-gatherers while Middle Eastern genomes are a mix of early farmers and Africans (illustrated)
ეს მიგრაციის კავკასიური ტალღა მეოთხე ტალღაა, რომლის არსებობაზეც აქამდე არაფერი ვიცოდით. ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით რომ იამნის კულტურის წარმომადგენლებს გააჩნდათ გენეტიკური კომპონენტი, მაგრამ არ ვიცოდით საიდან. ახლა ვიცით, რომ იგი კავკასიური წარმომავლობისაა და იმ ხალხისგან მივიღეთ მემკვიდრეობით, რომლებიც დიდ გამყინვარების პერიოდს კავკასიაში გადაურჩნენ".
წყარო:
http://www.dailymail.co.uk/sciencetech/art...-Europeans.html
მიმაგრებული სურათი