#37928833 · 8 Sep 2013, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ivery
QUOTE | ისე რა რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ დაახლოებით |
გახეთქე-გამოხეთქე 1 მაქსიმუმ 2 ათასი კაცი.ჯარის ამ სახეობის სპეციფიურობისა და იბერიის სამეფოს სამხედრო პოტენციალის გათვალისწინებით მეტის წარმოდგენა ცოტა ძნელია.
QUOTE | რაიმე სერიოზული ძალა იქნებოდა ქართლის არმიაში? |
უსერიოზულესი,მთავარი დამრტყმელი ძალა ფრონტალური იერიშისას სწორედ კატაფრაქტები იყვნენ ყველგან სადაც კი ჯარის ეს სახეობა არსებობდა და დარწმუნებული ვარ ქართლიც არ იქნებოდა ამ კუთხით გამონაკლისი. * * * ზოგადად X-XIV სს-ის ქართული ჯარი ტიპიური ფეოდალური ჯარი იყო ამ ტიპის ჯარისათვის დამახასიათებელი ნაკლოვანებებით.არმიის ბირთვს მცირერიცხოვანი რაინდ-აზნაურთა (მძიმე/საშუალო) და მსახურთა (საშუალო/მსუბუქი) კვალერისტები ქმნიდნენ.ქვეითი ჯარი მეორახისხოვან/დამხმარე ძალას წარმოადგენდა.ქვეითების რიცხვი ჯარში გარკვეულ მინიმალურ ზღვრამდე პირდაპირ პროპორციულად კლებულობდა ქვეყანაში პირადად თავისუფალი მოსახლეობის კლებასთან ერთად.ხოლო გვიან შუა საუკუნეებში,თუკი მთიელებს არ ჩავთვლით,ექსტრემალურ ვითარებაში (მაგ მარაბდის ბრძოლა და ა.შ.) საბრძოლველად გამოყვანილი ყმა-გლეხებისგან შემდგარი ქვეითი ჯარი მოკლედ,რომ ვთქვათ იყო ცუდად მომზადებული და შეიარაღებული მასა,რომელიც ხშირ შემთხვევაში "საზარბაზნე" ხორცის ფუნქიას ასრულებდა.მთელი ფეოდალიზმის პერიოდის მანძილზე დაწყებული 5 ს.დან ვიდრე 18 ს.ის მიწურულამდე ქართული ჯარის წამყვან და ყველაზე (ერთადერთს თუ არა) ბრძოლისუნარიან ნაწილს წარმოადგენდა აზნაურული კავალერია,რომელიც თავისი ბრძოლისუნარიანობით ნამდვილად გამორჩეული იყო რეგიონალური მასშტაბით (მინიმუმ).
* * * კიდევ ერთხელ მიიპყრო ჩემი ყურადღება ქართული არმიის რიცხობრიობის საკითხმაც.ამჯერად 15 საუკუნის პირველი ნახევრის ნათემულენგარ საქართველოში.თემურ სიკვდილის შემდეგ ადარბადაგანში შეჭრილი ქართული არმიის რიცხვად ერთი იმხანად იქ მყოფი იტალიელი მისიონერი 5 ათას კაცს ასახელებს,ხოლო მცირე ხნის შემდეგ თურქმანებთან გამართულ საბედისწერო ბრძოლაში შირვანშაჰის დამხმარედ სულ იმყოფებოდა 2 ათასი კაცი მეფის სარდლობით. მართალია თემურის ლაშრობებს ბევრი ქართველი მეომარი შეეწირა და საქართველოს ფეოდალური არმიის რესურსებმაც სეიოზული კლება განიცადეს,მაგრამ მხოლოდ ამაზე დაბრალება (იმის გათვალისწინებით,რომ დასავლეთ საქართველო ფაქტიურად ხელუხლებელი იყო) უცხოურ ლაშრობებში ქართული ჯარის ესოდენ მცირერიცხოვნებისა ალბათ არაა გამართლებული.
|