მენგირი ვერტიკალში მდგარი ქვაა.
მენგირების განლაგება მრავალფეროვანია:ცალობითი,ჯგუფური,წრიული,ოვალური,მართკუთხა და ა.შ.
გვხვდება დაუმუშავებელი ფორმით,ასევე გაპრიალებული და სიმბოლოებით მოხატული.
ტერმინი მენგირი ნიშნავს men-ქვა,hir- გრძელი.(ბრეტანული)
მენგერს მიაწერენ რელიგურ დატვირთვას, ცისა და მიწის დამაკავშირებელ სიმბოლოდ მოიხსენიებენ,მზის კულტადაც მოიაზრებენ .ზოგისთვის მენგირი ფალოსის კულტად აღიქმება.
ისინი განლაგებულია უმეტესწილად გორებე,ბორცვებზე(დაბლობებზეც),რითაც გამორჩეულ მნიშვნელობას იძენენ.
მენგირი ალტერნატიული ისტორიისთვის უამრავი უპასუხო კითხვისა და ვარაუდის წყაროა.


‘‘გოლენშტაინი ‘‘ზაარლანდი. გერმანია.
გოლეშტაინი-გერმანიის,ზომით უდიდესი ,აღდგენილი მენგირი.
ნეოლითის ბოლოს აღმართული მენგირი დაახლოებით 2000 წლისაა ქრ.შ.
წარმოადგენს ღია ფერის ქვიშის ქვას (песчаник)და 6,60 მეტრზეა აზიდული მიწიდან.
1939 წელს მენგირის გადააადგილებისას გაწყდა თოკი და ქვა ოთხ ნაწილად გატყდა.მხოლოდ 1951 წელს მოხერხდა მისი აღდგენა,თუმც ქვას დაზიანებები მაინც ეტყობა .
ქვაზე ამოკვეთილია ნიშა,ადამიანის ფიგურა ძაღლით,IHS.მიიჩნევა რომ სამივე მოგვიანებითაა შესრულებული ადგილობრივების მიერ.


"Spellenstein-ი". ითვლება გერმანიის სიდიდით რიგით მესამე მენგირად.
ნეოლითის ბოლოს აღმართული მენგირი 5 მეტრია მიწის ზემოთ და 2 ქვემოთ. იგი მოწითალო-მოყავისფრო,დამუშავებული (песчаник)ია.გააჩნია კვადრატული კვეთა და ზემოთ ვიწროვდება.


"Steinerne Jungfrau", საქსონია.გერმანია
გერმანიის სიდიდით მეორე მენგირი 5,50-5,70 სიმაღლისაა, თუმც მიიჩნევა რომ ის დაახლოებით 7 მ სიმაღლის უნდა ყოფილიყო ,რაზეც მის ძირში ასებული ნატეხებიც მიგვითითებენ .(სავარაუდოდ მოტეხილი წვეროს ხარჯზე)
ადგილობრივი ლეგენდა მოგვითხრობს გოლიათ გოგონაზე,რომელიც უამინდობისას შინ ბრუნდება.ტალახისა და სველი გუბეების გადასალახავად ის ახლად შეძენილ პურს გამოიყენებს და მას ტალახში ჩააგდებს ,რის გამოც გაქვავდება .
სხვათა რწმენით მენგირი უშვილო წყვილთა შემწეა.
მენგერზე შეიმჩნევა ლურსმნით გაკეთებული ამონატეხები,რაც მიგვითითებს ამ პერიოდისათვის ქვების დამუშავების საქმეში ლურსმნების გამოყენებაზე .
ამას ბევრი გერმანული არ უნდა
http://tw.strahlen.org/praehistorie.html გადახედე 100 ექსპონატია მინიმუმ. ყველა გერმანიის ტერიტორიაზე.
დოლმენებზე მერე ...
This post has been edited by Zweifel on 26 Mar 2013, 19:15
სასწაული არის ხე , უმეცრების ფესვებით.
თ.ა
Wert deines Rates ist (-), da Selle deine (0) ist.