1. ფესტოს დისკოს წარწერა ანბანი არ არის, ანბანის კლასიკური გაგებით ისევე, როგორც აბანად ვერ ჩაიტვლება ეგვიპტური წარწერები.
2. კოლხურია დამწერლობა თუ არა, არ ვიცი. არც სამეგრელოში და არც კოლხების განსახლების არეალში მსგავსი წარწერები არ მოგვეპოვება.
3. ის კაცი კითხულობს გარკვეულ ენაზე. ამას კოლხურს დავარქმევთ თუ მარსიანულს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავრაია, რომ კითხუ;ლობს. ასევე ამბობს, რომ კირბიაო.
თუ ვინმეს შეუძლია არგუმენტიურებული კრიტიკა, დაწეროს და დაასაბუთოს წაკითხვის არასწორობა. მე ასეთი პრინციპული და კპონცეპტუალური კრიტიკა არ მაქვს.
მის მიერ წაკითხული გონების ცოტა დაძაბვის შედეგად მესმის, რადგან ხატია ფლოქვი გარკვეულ პოზიციაში და კითხულობს ლო-დ. ფლოქვი ქართველორად არის ფოლო - *ფოლ- ძირი და ყველა ქარტველურ ენაზე არის ფოლ-. კონსონანტურ ფორმაში იქნებოდა *ფლ- , ნახევრადვოკალიზებულ ფორმაში *ფჷლ, ხოლო ვოკალიზენულ ფორმატში ფალ-, ფოლ-, ფელ-, ფულ-, ფილ-. ეს ძირი და მისი მნიშვნელობა უნდა უკავშირდებოდეს ფლვას, ჩაფლვას. ასევე მეგრულ ფულ-ს (=მალვა).
ქარულის დიალექტებში გვაქვს ფოლი (=ჩლიქი) (შეიძლება ზანურიდანაა შესული, რადგან დასავლურ დიალექტებშია), მეგრულად ფოლო (=ჩლიქი, ფლოქვი)), ლაზურად ფოლო (=ფეხი), სვანურად ფოლ (=ჩლიქი).
შესაბამისად, მისი სისტემით, ერთ პოზიციაში წაიკითხებოდა ფოლო-დ, მეორე შემთხვევაში ლოფო-დ, მესამე შემთვევაში ლო-დ და მეოთხე შემტხვევაში ფო-დ.
მაგ სისტემით ახლა ავდგები და მეც დავწერ რაღაცას, ანუ ავიღებ რაღაც ნივთს, ავიღებ მის ქართველურ ამოსავალ სიტყვას, ძირს, დავხატავ ფურცელზე და ავღნიშნავ შესაბამის მარცვალს. ან, თუნდაც, - მანდ ხატია ნავი, რომელსაც კითხულობს ნიშ/ნიში სახით, რაც ნავს შეესაბამება მეგრულში (კი ვარაუდინ, რომ აფხაზური ნასესხობაა, მაგრამ მაინ. და რომც იყოს აფხაზური ნასესხობა, მე არ ვთვლი, რომ მაგ პერიოდში აფხაზები ურალის ქედზე ცხოვრობდნენ). ახლა ეს ნავის გამოსახულება სარკისებურად რომ ამოვატრიალოთ, უნდა წავიკითხოთ როგორც შინ/შინი, რაც მოცემულ ენაზე ხსოვნას ნიშნავს.
გარკვეული შეცდომები შეიძლება არის დაშვებული, მაგრამ ცალკეული შეცდომების არსებობა არ ნიშნავს მთლიანად წაკითხვის (დეშიფრირების0 მცდარობას.
მე მჯერა-არმჯერათი და რწმენებით ასეთ საკიტხებს ვერ განვიხილავ
simato