საინტერესოა ზოგი მეგრელის მიდგომა კოლხეთის და მისი ისტორიის მიმართ.
გასაგებია, რომ არსებობდა უძველეს დროში ეს სახელმწიფო, ჩვენი წინაპრების სახელმწიფო, მაგრამ ბევრი რამე არ ვიცით მის შესახებ, მითები და რეალობა აზელილია ერთმანეთში. რას მოგვცემს კოლხეთზე და მის დიად ცივილიზაციაზე გაუთავებელი ლაპარაკი?
კოლხები,
აიეტი,
მედეა,
დიადი ცივილიზაცია,
დიადი ისტორია
ცეცხლისმფრქვეველი ხარები,
ოქროს საწმისი...
და ა.შ.
საამაყოს რა გამოლევს. :დ
რით ვერ მობეზრდათ...
ამაყობენ აიეტით, მედეათი, ოქროს საწმისით, ცეცხლისმფრქვეველი ხარებით, დიადი კოლხური ცივილიზაციით, რომელზეც ძალიან ბევრი რამე არ ვიცით, ბევრი რამე ბუდნოვანია, ან როგორც ზემოთ დავწერე, მითებში აზელილი ისტორია გვაქვს.
რა გვაქვს დარჩენილი დღეს კოლხეთიდან?
ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები, მონეტები, თასები და ა.შ.
ამ დროს, მეგრული ენა, სავალალო მდგომარეობაშია მრავალი მიზეზის გამო.
ყველაზე მეტად ჩვენ, ენის მატარებლებს მიგვიძღვის ბრალი ამაში.
მის ბედ-იღბალზე, მის შენარჩუნებაზე, მის განვითარებაზე, მის მომავალზე ცოტა თუ ზრუნავს რეალურად. სიტყვით იცოცხლე, ბევრია მისი გულშემატკივარი, საქმით კი ცოტა თუ აკეთებს რამეს.
ეს უშველის მეგრულს დღეს რამენაირად?
რა, თუ ამაზე ილაპარაკებ, აბაშაში, ფოთში, სენაკში, მარტვილში იტყვიან, ოჰ, ეს რა ენა გვქონიაო და დაუბრუნდებიან მეგრულს?
რისი მომცემია მეგრული ენის უნიკალურობაზე ლაპარაკი, თუ ამ ენაზე რაიმეს შექმნაზე არ იფიქრე, თუ ხელი არ შეავლე, თუ არ შექმენი საფუძველი იმისთვის, რომ ახალგაზრდას აღარ რცხვენოდეს ამ ენაზე ლაპარაკი და სოფლის ენად აღარ აღიქმებოდეს?
ლაპარაკობენ კოლხთა ენის სიდიადეზე და გამორჩეულობაზე, ამაყობენ იმითი, რომ ბევრი სიტყვაა მეგრულ ენაში.
კი ბატონო, ბევრი სიტყვა არის ნამდვილად, კი (ოღონდ, არ ვიცი რამდენი, არ დამითვლია ) და რა მერე?
არადა, ამ დროს კაცმა რომ ჰკითხოს, 20 მეგრულ წიგნს ვერ ჩამოუთვლიან, სხვას რომ თავი დაანებო. :დ
This post has been edited by ფორცხოლი on 31 May 2015, 17:17
. .