დამაინტერესა, ახლაც ეგრე ფიქრობ?
რა იცი იმ ძველ პერიოდში რომელი ტომი უფრო კულტურულად გამოიყურებოდა?
ის როგორ აიხსნება რომ სვანურში საგინებელი გამონათქვამები იშვიათობაა, მაშინ როდესაც მეზობელი ლეჩხუმლები ლამის ყოველ მეორე სიტყვაში იგინებიან ხოლმე კახელებივით?
(ნუ ჩემს აზრსაც დავწერ, მგონი ბილწსიტყვაობა უფრო დამახასიათებელია ჩრდილოელი მეომარი ტომებისთვის, სამაგიეროდ სვანური მდიდარია "სამეურნეო" სიტყვების მარაგებით

)
პ.ს.
ბარემ აქ ვიკითხავ, რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა წარმოშობის ენაზე მოლაპარაკე ტომები, საუკუნეების მანძილზე
მეზობლად თანაცხოვრების შედეგად ერთმანეთს დაუახლოვდნენ ენობრივად და ერთ ქვეჯგუფში გაერთიანდნენ? არის ამის მაგალითები მსოფლიო ისტორიაში? ენების მარტო დაშორება ხდებოდა და პირიქით დაახლოება აღარ?
მაგალითად: თურქი ბულგარელები როგორ გადაიქცნენ სლავ ბულგარელებად?
სხვა მაგალითებიც მოიძებნება ალბათ...