როგორ შეიძლება დავათარიღოთ უძველესი ცივილიზაციები და მათი ნაკვალევი ასტრო-რელიგიური კალენდრითმე გადავწყვიტე დამეკავშირებინა წარსული და აწმყო მარტივი ხერხით, ამისთვის ასტროლოგიური სიმბოლოების დაფაზე მივაწერე წლები 12 დანაყოფით ანუ 12 თანავარსკვლავედის გასწვრივ რომელსაც უკავშირებენ დედამიწის მოძრაობას ეკლიპტიკასთან მიმართებაში. ვერ ვიტყვი რომ ეს კალენდარი დიდი სიზუსტით გამოირჩევა რადგანაც ათვილს წერტილი პირობითად ავიღე ქრისტეშობის პირველი წელი ხოლო დანაყოფი გაკეთებილია ჩვეულებრივი გაყოფით სრული ციკლისა 12-ზე, შესაძლოა ათვლის წერტილი განსხვავებულ ადგილას იყოს თუ გავითვალისწინებთ სხვა ძველებურ კალენდრებს და დანაყოფები განსხვავებული იყოს(მაგალითად მაიას კალენდრით სხვანაირად შეიძლება გამოვიდეს) მაგრამ პრინციპი ასეთია.

ეხლა რაც შეეხება დათარიღების მეთოდს, ჩვენ ვართ ეხლა თევზების ერა-ში, დაახლოებით მის დასასრულში (თევზების ერა მითითებულია პირობითად 1-2160 წლები ჩ.წ.ა.-ით). გავაკეთოთ მცირე გამოძიება: რელიგიები რომლებიც შეიქმნა ამა თუ იმ ერის დასაწყისში შეიცავენ სიმბოლოებს და ზოგან გვხვდება ღვთაებები რაც შეესაბამება ასტროლოგიურ განსახიერებას იმ ერაზე.
დაახლოებით
თევზების ერის დასაწყისში და შემდგომ პერიოდში სათავეს იღებს რამდეიმე რელიგია მათ შორის:
ტაოიზმი - მისი სიმბოლო პირდაპირ განასახიერებს თევზებს

ქრისტიანობა - გვხვდება თევზები სიმბოლოებში , მათ შორის ბიბლიაშიც.
შინტო - ნაგებობები ორ ცალ ჩამოკიდებულ თევზს წააგავს

ასევე გვხვდება თევზი ღვთაებები ადრინდელ ქრისტიანობამდელ პერიოდშიც რაც რაც ჯერჯერობით გამოსაკვლევია და დასადგენია , ზოგიერთი მათაგანი მაგალითად როგორიც არის თხის გამოსახულებები თევზის კუდით ძველ ბარრელიეფებზე რაც სავარაუდოთ შეიძლება იყოს ვერძისა და თხის ერის გარდამავალი პერიოდის დროინდელი.
ვერძის ერა-ში წარმოიქმნა იუდაიზმი ეს იყო დაახლოებით ჩ.წ.ა.-მდე 2-ე ათასწლეული. იუდაიზმში კარგად არის ცნობილი თხის რქის საყვირი (შეგიძლიათ დაგუგლოთ).
კუროს ერა - ეს იყო დაახლოებით ეგვიპტის ძველი სახელმწიფოს დრო საიდანაც კარგად ცნობილია ხარის ღვთაება. ასევე ხარის რქები ედგა ეგვიპტელ ღვთაებებს თავზე.
ასეთი ხერხით შეგვიძლია ვიპოვოთ კავშირები სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის წარსულში სადაც აღმოვაჩენთ მათი კულტურის ერთმანეთში გაზიარების კვალს. ასევე ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს სხვა ტრადიციის ასტრო კალენდრის ცოდნა თუ თანავარსკვალვედებს იმ კონრკრეტულ ქვეყანაში რომელსაც ვიკვლევთ განსხვავებული დასახელელებები ჰქონდათ შესაბამისად მათი გაგება დაგვჭირდება ინტერპრეტაციისათვის იმ კონკრეტული ქვეყნის ისტორიულ კულტურული ძეგლების გამოსაკვლევად.
ამ მეთოდით დათარიღებას აქვს ის მინუსი რომ წარსულის გარკვეულ პერიოდში დედამიწა არ იყო თავის ღერძის მიმართ სტაბილური და შეიძლება ეს გადახრები აისახებოდეს ეპოქების დათარიღების აცდენაში , ამას დიდი გამოკვლევა სჭირდება.