ხო მეც მაგას ვგულისხმობ.
საქმე რაშია, უამრავი წყაროა ამ თარიღზე, იგივე ხვალმის მთაზე დახატული სიმბოლოები აღნიშნავენ სავარაუდოდ 7500 წლის წინანდელ მომენტს. აგრეთვე იუდეველთა გადმოცემებშიც ამ თარიღს აქვს რაღაც დანიშნულება. პლიუს რომ წაიკითხო წარღვნის სიტუაცია, სადაც აღწერილია ხანგრძლივი სასტიკი გვალვა, რის საბოლოო წერტილად სწორედ წარღვნაა. რომელიც რამდენიმე ვერსიით 7 დან 40 დღემდე გრძელდებოდა (საინტერესოა ამერიკის ტომებში შემონახული ისტორიის მოსმენა, ისინი რამდენ დღEს ამბობენ)
თავად წარღვნაც როგორი აღწერილობაა? დაიწყო წვიმა, რომელის მაგვარი მანამდე არავის ენახა, ამ წვიმის პარალელურად მდინარეები ასმაგად ადიდდნენ, წყალი სჩქეფდა ყველა მხრიდან, მათ შორის მიწის ქვეშიდანაც. და ეს ხდება არა წვიმის დაწყების რომელიმე შემდგომ დღეს, არამედ პირველივე დღიდან. ისე ჩქარე მოვარდა წყალი რომ პრაქტიკულად არავინ გადაურჩა ამ წყალდიდობას.
შუმერულ ეპოსში აღწერილი წარღვნა 7 დღიანია, იმ მითის თქმით ტიგროსი და ევვფრატი იმ დონეზე ადიდდა რომ გზად არაფერი არ დატოვა და ერთ დიდ ზღვად იქცა. თუმცა მაღალმთიან რაიონშI აგებული ქალაქები და ის ქალაქები რომლებიც მაღალ გორაკზე იყვნენ დიდი თავდაცვითი ზღუდეებით შემოვლებული გადარჩნენ ხელუხლებელი. გინდა არ გინდა აქ პარალელს ვავლებ მდინარე ურუბამბას ხეობის ნასახლარებზე, ერთგან რომკვალია ნგრევის მეორეგან კიდე რომელიც უფრო ზემოთ არის და იგივე ხარისხის ნაგებობებია, პრაქტიკულად ხელუხლებლად გადარჩა.
რას ნიშნავს მსგავსი წყლის მასის მოვარდნა?
გინდაც ცა მიწად ჩამოვიდეს ერთბაშად მსგავსი ნიაღვრები ვერ წარმოიშვება მსოფლიოს ყველა კუთხეში.
პროტუბერანელი ასე ვთქვათ ცივ ზედაპირზე არ ამოდის. მზის უდიდესი აქტივობის შედეგია ეგ. მანამ პროტუბერანელი ამოიფრქვევა როგორც ვიცი (თუ ვცდები მომიტევეთ და კორექტულად შემისწორეთ) მზე აქტივობას უმატებს. ასე ვთქვათ მეტად ცხელდება ვიდრე ჩვეულებრივად არის. შემდეგ კრიტიკული წერტილის მიღწევისას ის აფრქვევს ცეცხლის მასას კოსმოსში. ნიკოლას ქეიჯის ფილმია ეგეთი სადაც ეგ მოვლენაა აღწერილი, ბავშვი რომ რაღაც ციფრებს წერს რომელიც უბედურ შემთხვევებს აღწერს. ეს კეიჯი კიდე ასტრონომია რომელიც გამოითვლის რომ დღედღეზე მზე გამოაფრქვევს ისეთი სიმძლავრის ენერგიას რომ პლანეტას მოსპობს მთლიანად.
მე პირადად იმ მომენტის ქრონოლოგია ასეთნაირად მიმაჩნია.
იყო დიდი აქტივობა, რაც ჩვენთვის დიდ გვალვას ნიშნავს. თუ მყინვარები იყო (ისინი კი იყო გამყინვარების დასასრულზეა საუბარი) ისინი აუცილებლად დაიწყებდნენ დნობას. მაგრამ არა ასე კატასტროფულად ჩქარა რომ წაელეკა ყველაფერი. მაგრამ მდინარეებს აადიდებდა. აგრეთვე იპოვიდა მიწისქვეშა სადინარებსაც (მიწიდანაც ჩქეფდა წყალი იქ სადაც წესით წყალს არაფერი ესაქმებოდაო). მყინვარი კი ჩენი მეცნიერების გამოთვლებით რაც ვიცით ჩრდილო ნახევარსფეროს დიდ ნაწილს ფარავდა. ამავე დროს ოკეანის დონეც საკმაოდ დაბალი იყო, თუ კილომეტრები იდო ევროპა ჩრდილო ამერიკაზე, გამოდის რომ ოკეანის დონე მინიმუმ 100 მეტრით დაბალი მაინც იყო, მეტით თუ არა. იმ გვალვის დროს, მთელი ეს მყინვარი დაიძვრებოდა, ასე ვთქვათ მორბილდებოდა. პროტუბერანელის ამოხეთქვისას კი მყისიერად გადნებოდა. სწორედ ამით აიხსნება მჩქეფარე და დიდი თავსხმა წვიმა. მძლავრი გამოსხივების ქვეშ აორთქლებას დაიწყებდა კატასტროფული სიჩქარით არა მარტო თხევად მდგომარეობაში მყოფი წყალი, არამედ ყინულიც. რომელიც ნაწილ ენერგიას უკანვე აირეკლავდა დასაწყისისთვის. ამიტომაა აღწერილი ბიბლიაში რომ ერთბაშად მოიქუფრა ცა შავი ტყვიისფერი ღრუბლით რომელიც ნიაღვარივით წვიმად ჩამოიღვარაო. დარწმუნებუი ვარ იქნებოდა უბნები სადაც იმ პროტუბერანელის გამოსხივებას დიდი ხანძრები და გახრიოკება მოყვებოდა, მაგრამ ალბათ ეგ ადგილები დღეს მსოფლიო ოკეანის ქვეშაა. ის ტერიტორიები რომლებიც მყინვარებთან ახლოს იყვნენ ნაკლებად დაიწვებოდა, რომელიც მოშორებით და ეკვატორთან ახლოს ალბათ გადაიბუგებოდნენ (სავარაუდოდ საჰარა, გობი ყარაყუმის დაღუპვის მომენტია). ხოლო ნიაღვრად ქცეული მყინვარები კი უბრალოდ წალეკავდნენ ყველაფერს რაც გზად დაუდგებოდათ, მიწაში ჩამარხეს ბოსნიის პირამიდებიც, მექსიკის პირამიდების კომპლექსებიც თუ ქალაქებიც, დროის მოკლე მონაკვეთში ადიდებულმა ოკეანემ კიდე ცუნამები გამოიწვია. შედეგად ურუბამბას ტრაგედიის შედეგიც ესაა, მოვარდნილი ოკეანის წყალი, როელსაც წარმოუდგენელი ენერგია ექნებოად აკრეფილი, ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ სანაპიროდან ამერიკის კონტინენტის სანაპიროებს თუ მიეხეთქებოდა, წარმომიდგენია რა სახის ნგრევა იქნებოდა.
შედეგად წაშლილი დატბორილი და მომსპარი ცივილიზაცია. სავარაუდოდ მოსახლეობის მაქსიმუმ 5 ჰა ჰა 10% მდე გადარჩEნილიყო. მაგრამ სიცოცხლე მაინც არ მოისპო. იმიტომ რომ დაგვიფარა წყალმა და მყინვარმა. აგრეთვე ალბათ იმანაც რომ მზიდან ასე თუ ისე მოშორებით ვართ. სამაგიეროდ თუ ვენერაზე იქნებოდა რამე სიცოცხლე, ან სხვა პირობები, მსგავსი ენერგიის მიჯახებისგან ის აუცილებლად მოისპობოდა. ფაქტი სახეზეა, დღემდე პლანეტაზე დიდი წნევა ტემპერატურა და ჯოჯოხეთური პირობებია, პლიუს მისი ბრუნვა წელიწადში რამდენიმე ბრუნია საკუთარი ღერძის გარშემო.
რავი. ასე ვფიქრობ რომ იყოთქო

.