Homo_Georgicuspilo772უკაცრავად თქვენს პოლემიკაში რომ ვერთვები, მაგრამ მაინტერესებს, რა არგუმენტებზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ ვინმე X ეგვიპტელი (ან შეიძლებ არა ეგვიპტელი), რომელიც XXXX საუკუნეში ჩ.წ. აღრიცხვამდე წერს "მაგარი ტიპი ვარ პირამიდაზე ვმუშაობდიო" სიტყვასიტყვით ნიშნავს, რომ პირამიდას აშენებდა?
სკლიაროვის
თეორიებს არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავეცანი და მისმა მოსაზრებებმა ჩემი ქვეცნობიერი შეხედულებები კიდევ ერთხელ გაამყარა ამ გრანდიოზულმა მემკვიდრეობამ (პირამიდებს ვგულისხმობ).
ერთხელ მაინც რომ ჩახვიდეთ კაიროში და თქვენი თვალით ნახოთ თუ რაოდენ ოდიოზური და დიდებული ნაგებობაა (ვერანაირი HD გაფართოება ამას ვერ გადმოსცემს) დარწმუნდებით, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამხელა მასშტაბის მშენებლობა ადამიანებს აეგოთ.
მსოფლიოს ყველა წამყვანი არქიტექტორი აღნიშნავს ამას და თან დასძენს, რომ მსგავსი ნაგებობების მშენებლობა დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებშიც კი შეუძლებელია.
არაფრის მოხვევას არ ვცდილობ თქვენთვის, მაგრამ ელემენტალური ამ ფილმს უყურეთ და შემდეგ თქვენ თვითონვე განსაჯეთ დანარჩენი.
http://youtu.be/dCqZCHsgLVAმემგონი ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვერც ერთი დუბაი და ვერც ერთი ნიუ-იორკი, ერთი სიტყვით ვერც ერთი თანამედროვე ნაგებობა ვერ გაუძლებს დროს ისე, როგორც ეს გააკეთეს პირამიდებმა, მაგრამ პირამიდებს სულ რომ თავი გავანებოთ, სამხრეთ აფრიკაში მეგალითურ ართეფაქტებზე რას იტყვით? თქვენი აზრით ზღვის დონიდან 3000-5000 მეტრზე ციცაბო კლდეებზე უშველებელი გრანიტის მონოლითების ატანა რამდენად რეალურია პრიმიტიული ინდიელებისთვის?
ფაქტია, რომ ეს უბრალო სამარხები არ არის და ფაქტია, რომ მსოფლიოში ეს ტაბუდადებული თემაა, რადგან ჩვენს რეალობაში არსებულ ძალით თავს მოხვეულ ილუზიებს, ფასეულობებსა და პრინციპებს ნამსხვრევებად აქცევს.
მე უბრალოდ რატომღაც ძალიან ვარ ჩაჭიდებული სახარებიდან :
რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.
ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში.
არ დარჩენილა ხსოვნა იმათი, ვინც წინათ იყო; და მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი.
ეკლესიასტე 1.
რუსულად უფრო მომცველია ეს სიტყვები:
9 Что было, то и будет; и что делалось, то и будет делаться, и нет ничего нового под солнцем.
10 Бывает нечто, о чем говорят: "смотри, вот это новое"; но это было уже в веках, бывших прежде нас.
11 Нет памяти о прежнем; да и о том, что будет, не останется памяти у тех, которые будут после.
ანუ ამით იმის თქმა მსურს, რომ თითქოს მთელი კაცობრიობა რაღაც "კარუსელზე" ვართ და თითქოს მართლაც ჩვენი ყოველი ქმედება, ვიღაც უცნობი რეჟისორის მიერ დადგმული გენიალური სპექტაკლია, რომლის დასასრული თითქმის ყოველთვის ერთი და იგივეა - ერთმანეთის განადგურება და შემდეგ კვლავ ნულიდან, ახალი ათვლის წერტილიდან დაწყება.
პ.ს. აი ერთ ერთი უახლესი ფილმი, რომელშიც განიხილება ერთ-ერთი უახლესი ვერსია (2011 წლისაა მგონი) თუ როგორ ააშენეს ფარაონებმა ხეოფსის პირამიდა...
http://youtu.be/wiGeURqcud0მაგრამ ამ თითქოს ყოვლის მომცველ ფილმშიც კი უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, მაგალითად ელემენტალური, როგორ მიიტანეს გრანიტის მონოლითები გიზის პლატომდე და რამდენი ადამიანი აშენებდა ამ პირამიდას, შესაბამისად საიდან მოქონდათ ამდენი ადამიანისთვის საჭმელი/სასმელი?
This post has been edited by drabavik on 15 Jan 2014, 08:29
the silence is praise to you.