grindelvaldiარა ხო რავიცი... ცოტა ავირიე. კოლხეთს უფრო სჭირდებოდა მაგ უღელტეხილების დაცვა ჩემის აზრით I-II საუკუნეებში რადგან აქ ჰუნები შემოიჭრნენ 136 წელს და პიტიუსი, დიოსკურია და ფაზისი გაასწორეს მიწასთან და რომაული გარნიზონებიც გაჟლიტეს. ფაზისი ძლიერ დაცული ქალაქი ყოფილა მაგ დროს. მაღალი ქვის გალავნით, კატაპულტებით და ერთი რომაული კოჰორტით ყოფილა გამაგრებული მარა ჰუნებს დედა უტირებიათ მაინც მაგათზე

და მაგ პერიოდში კიდე მაგარი თავდასხმები იყო ზღვისპირეთში და რომაელებიც ვეღარ უწევდნენ წინაამღდეგობას იმდენად ძლიერი.
თუნდაც გოთები, ჯიქები, ჰენიოხები... ამ დროს ყველა ესეოდა კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებს...
http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/po...aristarqe1.html იხ. პომპეუსი და არისტარქე კოლხი.
კოლხი მებრძოლები პომპეუსის არმიაში.
ძვ. წ. 49 წლის დაპირისპირება ყოფილ ტრიუმვირებს – პომპეუსსა და კეისარს შორის სამოქალაქო ომში გადაიზარდა. პომპეუსმა ვერ შეძლო იტალიის შენარჩუნება და საბერძნეთში გადავიდა. მას იმედი ჰქონდა რომ აქ შეკრებდა აზიურ პროვინციებში მდგომ რომაულ ძალებსა და აღმოსავლეთის ვასალი მეფეების დამხმარე ჯარებს. ციცერონის ცნობით, პომპეუსმა გადაწყვიტა `აეღელვებინა ყველა ზღვა, ყველა ქვეყანა, აემხედრებინა ბარბაროსი მეფეები და იტალიაში შეიარაღებული ველური ტომები შეეყვანა~ (Cic., Ad. Att., VIII, 11,2). მართლაც აზია პომპეუსის მხარეს დადგა. მის გარშემო მალე დიდმა ძალამ მოიყარა თავი. პომპეუსთან გამოცხადდა აღმოსავლეთის მრავალი მეფე და მთავარსარდალი (Plut., Pomp., 64). გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ძვ. წ. 48 წელს ივნისში, თესალიაში, ქ. ფარსალოსთან. მიუხედავად იმისა, რომ პომპეუსის არმია ორჯერ და მეტად აღემატებოდა კეისრისას (Plut., Pomp., 69), ის მაინც სასტიკად დამარცხდა. აქედან პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა. მაგრამ, ეგვიპტეში გადასვლისთანავე ის მუხანათურად მოკლეს (Plut., Pomp., 78-80).
როგორც ირკვევა ფარსალოსის ბრძოლაში კოლხებიც მონაწილეობდნენ. ბალკანეთში მიმდინარე ბატალიების კონტექსტში კოლხებს ორჯერ იხსენიებს ცნობილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და ფილოსოფოსი მარკუს ტულიუს ციცერონი. ძვ. წ. 48 წლის 17 მარტს იგი წერდა თავის მეგობარს ატიკუსს: `ალექსანდრიის, კოლხეთის, ტვიროსის, სიდონის, არადის, კვიპროსის, პამფილიის, ლიკიის, როდოსის, ქიოსის, ბიზანტიონის, ლესბოსის, სმირნის, მილეტის, კოსის ფლოტი ემზადება გზა ჩაუკეტოს იტალიას და დაიკავოს ხორბლის მომცემი პროვინციები სიცილია და სარდინია~ (Cic., Att., IX, 9). იმავე წლის 18 მარტის ბარათით კი ციცერონი იგივე ადრესატს აცნობებდა იმ ხმების შესახებ, თითქოს მან მიუყვანა პომპეუსს `გეტების, სომხებისა და კოლხების ურდოები~ (Cic., Att., IX, 10).
ამ ცნობებიდან გამომდინარე, კოლხების მონაწილეობა პომპეუსსა და კეისარს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომში და კერძოდ, ფფარსალოსის ბრძოლაში, სადავო არ უნდა იყოს. ჯერ ერთი, ციცერონი აქტიურად იყო ჩართული იმ დროს მიმდინარე პროცესებში და საბერძნეთში გამართული ბრძოლების უშუალოდ თვითმხილველია. ციცერონი პომპეუსის ბანაკში იმყოფებოდა და მისი თანდასწრებით გაიმართა ჯერ დირაქიუმის, ხოლო შემდეგ ფარსალოსის ბრძოლები, თუმცა მას შეტაკებებში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია [სურგულაძე, 2009: 320]. გარდა ამისა, კოლხეთის მმართველი ვალდებული იყო საჭიროების შემთხვევაში თავისი სიუზერენისათვის სამხედრო დახმარება გაეწია და პომპეუსის მიერ აღმოსავლეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაცია მასაც უშუალოდ ეხებოდა. და ბოლოს, ფარსალოსის ბრძოლაში პომპეუსის მხარეს თითქმის მთელი რომაული აღმოსავლეთი იბრძოდა. ციცერონის ცნობაში დასახელებული პომპეუსის მხარდამჭერი აღმოსავლური ქალაქებისა და ქვეყნების სამხედრო ფლოტების შთამბეჭდავ ჩამონათვალს თუ დავამატებთ იმასაც, რომ ამ ბრძოლაში სირიაში, მცირე აზიაში, კრეტასა და მაკედონია-საბერძნეთში შეკრებილი უშუალოდ რომაული ჯარების გარდა, წარმოდგენილი იყო დეიოტარესა და სხვა გალატი დინასტების მიერ გამოყვანილი კავალერიის ნაწილები, თრაკიული და კაპადოკიური მხედრობა, პონტოელი მშვილდოსნები და შუბოსნები, ანტიოქოს კომაგენელის მიერ გამოგზავნილი მშვილდოსან მხედართა რაზმი, სომხების ლაშქარი და ნუმიდიური რაზმები [Моммзен, 2002: 397-398; Максимова, 1956: 295-296], მაშინ, ცხადია, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ციცერონის ცნობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ.
წყაროთა სიმწირის გამო, ახლა ძალზე ძნელია იმის თქმა, თუ როგორ იბრძოლეს კოლხებმა, რა მსხვერპლი გაიღეს და რა ბედი ეწიათ. ცნობილია, რომ კეისარი უაღრესად მოწყალედ მოექცა დამარცხებულ რომაელებს, მაგრამ არ ჩანს, როგორ მოეპყრო იგი საკუთრივ კოლხებს, დიდსულოვნად შეუნდო და აპატია მათ პომპეუსის ბანაკში ყოფნა და სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა, თუ როგორც ბარბაროსები მონებად აქცია [სურგულაძე 2005: 95]. ჩვენთვის არც ისაა ცნობილი, თუ ვინ მეთაურობდა კოლხთა ლაშქარს. ერთი რამ კი ფაქტია, ვინც არ უნდა ყოფილიყო კოლხთა წინამძღოლი ამ ექსპედიციის დროს, იგი აუცილებლად ქვეყნის უზენაესი ხელისუფალი იქნებოდა. თუ ვინ იდგა ამ დროს კოლხეთის სათავეში, ამის შესახებ წყაროებში არავითარი ცნობა არაა დაცული.
P.S. ციცერონი ფლოტში ცალკე გამოჰყოფს კოლხებს: მაშინ უნდა ვივარაუდო რომ კოლხებს ცალკე ფლოტი ჰყავდათ

(ან მეზღვაურები იყვნენ სხვის ხომალდებზე მაგრამ ამ წერილიდან ასე უფო ჩანს)
This post has been edited by ivery on 26 May 2013, 20:49