webturaარაფერ შუაშია ჩემთან ისაკი ჟვანია, ავტონომია, სეპარატიზმი.
ვერ ერკვევი საკითხში, ძალიან ზედაპირულად აკეთებ დასკვნებს.
ენა არის მემკვიდრეობა და უნდა შევინარჩუნოთ.
ენის შენარჩუნება სხვა არის, სეპარატიზმის ხელშეწყობა — სხვა.
შუა უზის დიდი მზღვარი.
ოკუპანტები და აფხაზი სეპარატისტები რომ ლაპარაკობენ მეგრული ტელევიზიის გახსნაზე, გალში მეგრულის სწავლებაზე და ა.შ., ემსახურება სეპარატიზმის გაღვივებას.
რაც შეეხება მეგრულ ვიკიპედიას, მეგრულ ლექსებს, თარგმანებს, წიგნების გამოცემას და მსგავს ღონისძიებებს, რასაც აკეთებენ ენის ნამდვილი გულშემატკივრები, საქართველოს მოყვარული ხალხი, ემსახურება ენის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.
თუ ჩვენ მივხედავთ ჩვენ მემკვიდრეობას, თუ ჩვენი სახელმწიფო იმოქმედებს ამ კუთხით, რუსეთის იმპერიას აღარ ექნება საკითხით მანიპულირების საშუალება.
წლებია, ამ საკითხით ვარ დაინტერესებული.
ვხედავ, სად რა მდგომარეობაა, დაახლოებით.
ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე, ბევრი უფროსისთვის მიკითხავს, თუ სად რა მდგომარეობა იყო წინათ.
ჰოდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც 30-40 წლის წინანდელთან შედარებით, სიტუაცია საგრძნობლად არის შეცვლილი.
ქალაქ სენაკში, აბაშის რაიონის დიდ ნაწილში, მარტვილის რაიონის გარკვეულ ნაწილში, ქალაქ ფოთში მეგრულად აღარ კონტაქტობენ ახალგაზრდები და მოზრდილთა საკმაოდ დიდი ნაწილიც. ქალაქ ზუგდიდშიც სულ უფრო ნაკლებად გამოიყენება ენა ახალგაზრდებში. იგივე ტენდენცია შეინიშნება უკვე დანარჩენ რაიონულ ცენტრებშიც... ცალკე საკითხია აფხაზეთიც. ომამდე კომპაქტურად ცხოვრობდა იქ ბევრი მეგრულის მატარებელი.
ახლა გაფანტულია დიდი ნაწილი, რაც ართულებს მათში ენის შენარჩუნებას, ახალი თაობებისთვის გადაცემას.
ეს საკითხი თავისით ვერ მოგვარდება.
თუ არ ვიმოქმედეთ, ენა მოკვდება.
გლობალიზაციის ხანაა და ძალიან სწრაფად კვდებიან ენები.
ბევრი რამის მოფიქრება და გაკეთება შეიძლება ენის შესანარჩუნებლად.
სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება არაა აუცილებელი ამისთვის.
არც გამოვა ეს ამბავი მრავალ მიზეზთა გამო.
მეგრულს რომ სახელმწიფო ენის სტატუსი მიანიჭო, ეს უფრო ფიქცია იქნება.
ქართულ ენას აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი.
1500 წელია, ქართული ვითარდება.
ამ ენაზეა ბაღი, სკოლა, უმაღლესი განათლება, მედია, საქმისწარმოება და ა.შ.
აქვს მდიდარი ლიტერატურა.
ქართული ენის მატარებელია 4 მილიონზე მეტი ადამიანი.
რაც მთავარია, აქვს პრესტიჟი.
მეგრულ ენას არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია სახელმწიფოს მხრიდან.
საქართველოში მხოლოდ აკადემიურ დონეზე არის აღიარებული ქართველური ენების არსებობა.
იკვლევენ სპეციალისტები, გამოსცემენ ნაშრომებს და ეგაა.
ენის მატარებლები არ დაიწყებენ სამეცნიერო ნაშრომების ძებნას, პოპულარიზაციისთვის სხვა რაღაცებია საჭირო.
რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად გადაეცემა ენა ახალ თაობებს, რადგან ენას არ აქვს პრესტიჟი.
ნახევარი მილიონი ადამიანიც არ ლაპარაკობს მეგრულად.
იუნესკომ მეგრული, ლაზური და სვანური ენები გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების სიაში შეიყვანა.რაც არ უნდა დიდი პოტენციალი გააჩნდეს ენას, ძალიან ბევრი დრო, შრომა, მხარდაჭერა, პირობები და რაც მთავარია, დიდი ოდენობით ადამიანური რესურსებია საჭირო იმ დონეზე დახვეწისთვის, რომ სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება გახდეს შესაძლებელი და ყველა სფეროში სრულფასოვნად გამოიყენებოდეს.
400-500 000 ადამიანი კი ვერ განავითარებს ენას იმ დონეზე, ვერ შექმნის და ვერ თარგმნის იმდენს, რომ დიდწილად ამ ენაზე შეძლოს განათლების მიღება, სხვადასხვა სახის მასალების გაცნობა, ან უბრალოდ მხატვრული ლიტერატურის კითხვა. რამდენად წარმოგიდგენია, რომ მეგრელმა ახალგაზრდამ გვერდზე გადადოს ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვათა დიდებული ნაწარმოებები და მხოლოდ ლაშა გახარიას, ალიო ქობალიას, გიორგი სიჭინავას, გური ოტობაიას ნაწარმოებები იკითხოს, რამდენად კარგი ნაწარმოებებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ უკანასკნელთ?

ასეთი მცირერიცხოვანი ენობრივი ჯგუფებისთვის საჭიროა სხვა ენების ცოდნა სხვადასხვა სფეროებში გამოყენებისთვის. ახლა, თუ კუნძულზე დაასახლე, გარე სამყაროსგან, სხვა, უფრო განვითარებული ენებისგან მაქსიმალურად მოწყვეტის რეჟიმში ამყოფე, მაშინ არ ვიცი, როგორ იქნება.

21-ე საუკუნეა, გლობალიზაციის ხანაა, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ხდება საჭირო სხვა ენების ცოდნა და გამოყენება. ვერ იქნები კონცენტრირებული ერთ ენაზე. აბა, 200 და 300 წლის წინ სხვა რეალობა იყო, სხვა ენების ცოდნა ნაკლებად სჭირდებოდა ხალხს. არ იყო საყოველთაო განათლება, არ იყო მასმედია, ნაკლებად უწევდა გადაადგილება შორ მანძილზე. შესაბამისად, თუ რაღაც კატასტროფა არ მოხდებოდა, ენის გაქრობის საფრთხე ნაკლებად იყო. შესაბამისად, მეგრულიც გადაეცემოდა თაობებს.
==
რაც დრო გადის, სულ უფრო უკან იხევს შიშები, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ენა მემკვიდრეობაა და მასზე ზრუნვა არაა საფრთხის მომტანი.
პ.ს. კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების წერილები მეც მაქვს წაკითხული, მაგრამ საკითხში კარგად გასარკვევად, მეტი ინფორმაციის გაცნობა, მეტ რაღაცაზე დაფიქრებაა საჭირო.
შენ ზვიად გამსახურდიას წერილები დადე ზემოთ
მე ცოტნე გამსახურდიას წერილს დავდებ
ცოტნე გამსახურდია: მიმაჩნია, რომ მეგრული ენა უნდა ისწავლებოდეს, ვითარდებოდეს...» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ავტორი:
07 სექტემბერი, 2015. 23:30
ცოტნე გამსახურდია მიიჩნევს, რომ რეგიონალური კულტურა უნდა ვითარდებოდეს. ამის შესახებ გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, თუმ,ცა აღნიშნავს, რომ სამეგრელოსა და საქართველოს რომელიმე კუთხის პოლიტიკურ ჭრილში მოხსენიება დიდი საფრთხეების მატარებელია.
„გადავწყვიტე, რამოდენიმე სტატუსი დავუთმო სამეგრელოს საკითხს. ბოლო ხანს აშკარაა რიგი პრორუსული ფიგურების გააქტიურება ამ მრავალტანჯულ კუთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა კონტექსტში და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს იმ გეგმების გაცოცხლება, რაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მუშავდებოდა ჩეკაში.
მე პირადად სრულებით არ გახლავართ ულტრაკონსერვატორი ამ საკითხში, ისევე როგორც სხვებში, მოგეხსენებათ... მიმაჩნია, რომ მეგრული ენა უნდა ისწავლებოდეს, ვითარდებოდეს. აქ დაუშვებელია რაიმე შეზღუდვა და ეს მხოლოდ ნეგატიურ ეფექტს გამოიღებს. უნდა ვითარდებოდეს რეგიონული კულტურა, ისტორიკოსები და საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმომადგენლები უნდა იძიებდენ დედა-საქართველოსთან სამეგრელოს პოლიტიკურ და კულტურულ კავშირებს... იმედია, პირველად არ გესმით, რომ ისტორია პირველ რიგში პოლიტიკური მეცნიერებაა, ხოლო ეროვნება - პოლიტიკური შეგნების, და არა - სისხლისმიერი ნათესაობის ფენომენი.
თუმც არის ერთი "მაგრამ": ადამიანი, რომელიც "მეგრელობას", "მეგრელ ხალხს", "მეგრულ მიწას" პოლიტიკურ დისკურსში ახსენებს და გაუკეთებს აქცენტირებას, ჩათვალეთ რომ მას ბომბი მოაქვს თქვენს სახლში! არც ის დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით სამეგრელოს გააჩნია მთელი რიგი ნიშნები - ენა, ტერიტორია, ზღვაზე გასასვლელი, საზღვარი არცთუ კეთილგანწყობილ უცხო ქვეყანასთან და ამ ქვეყნის სპეცსამსახურების საუკუნოვანი ინტერესი და გამოცდილება მეგრულ სეპარატიზმზე მუშაობისა! აი, ამით განსხვავდება ლაპარაკი სამეგრელოზე იმავ კახეთზე თუ იმერეთზე, ან გურიაზე ლაპარაკისგან... ვინც უნდა იყოს ეს მოლაპარაკე - გაბედავა, ბურჭულაძე, ჭაჭია თუ ჭ...ა."- წერს გამსახურდია.
სხვათა შორის, კოკო გამსახურდიაც მომხრეა, რომ იზრუნოს სახელმწიფომ მეგრულ ენაზე...
ფეისბუქზე მინახავს მისი კომენტარები ამ საკითხზე
kardinali100 . .