butkujმე კი ვიცი რომ არსებობდა და რომ შავ ზღვაზე გასასვლელიც ჰქონდა ზიდრიტების გავლით რომლებიც მას ემორჩილებოდნენ ტექსტი მანდ სხვანაერად წაკითხვის ვარიანტს არ ტოვებს, ძალიანაც რომ გინდოდეს

შენ გაგიმარტივე საქმე გარდაცვალების ცნობა ამოიღე რეესტრიდან და ამიტომ.....
ვახტანგი არ არსებობდაო ამბობ და ფეხებზე გკიდია მის თანამედროვე უცხოელს რა უწერია მასზე, მომდევნო ხანის ქართული ცნობებიც სულ ერთია, რწმენის დონეზე გაქვს აყვანილი....ჰოდა ფარსმანი რა წითელი კვერცხი იყო ან არიანე, თქვი რომ არ არსებობდა და მორჩა.
საერთოდ ცალ-ცალკე რომ არ შევჩერდეთ პირდაპირ ასე დაწერე:-ქართლის(იბერიის) ყველა მეფე რომელიც რაიმე ფორმით ეჭვმიტანილია მიუტევებელ ცოდვაში ანუ ამა თუ იმ სახით დასავლეთ საქართველოზე გაავრცელა თავისი ძალაუფლება, სინამდვილეში არ არსებობდნენ, ისინი ტიფლისელმა შოვინისტებმა შეთითხნეს!!!!!!
პ.ს. ახლა სერიოზულად, თან მასხრობაზე მესაუბრები და თან XXI საუკუნეში დახატულ რუკას მიდებ, როგორც წყაროს იმ დროს როცა პირდაპირ გაქვს არიანეს II საუკუნის ცნობები, ამაზე მეტი მასხრობა რა უნდა იყოს?
მერედა ვინ თქვა რომ წაართვა იბერიამ რომს, ვითომ მხოლოდ წართმევით ღებულობდნენ ტერიტორიებს?
ან შენ როგორ იცი მხოლოდ ზიდრიტების ტომი იყო რომელიც იბერიას ემორჩილებოდა(ანუ არა რომს), თუ იქვე ახლო-მახლოში სხვა ტომებიც იყვნენ რომლებსაც საერთოდ თავისი მეფეები ყავდათ(ანუ ესენიც პირდაპირი რომის დაქვემდებარებაში არ იყვნენ)? ესენი ვიღამ წაართვა რომს?
დაბოლოს რაც შეეხება იმას რომ ზიდრიტებთან მოხსენიებული ფარსმანი სხვაა და არა ქართლის მეფე,ამაზე პასუხს თავად არიანე გცემს, შევხედოთ რა უწერია:
"ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები,
მათი მეფე ანქიალეა."
"ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან.
ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული."
"ლაზების მეზობლები აფსილები არიან,
მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან მიიღო"
"აფსილების მეზობლები აბასკები არიან
აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული"
ოთხივე შემთხვევაში გეუბნება, რომ ეს ხალხი კონკრეტულად მათი მეფეებია და არა ვინმე სხვის ან კიდევ ვინმესი მათ გარდა-ანქიალე მაკრონების და ჰენიოხების, მალასა ლაზების, იულიანე აფსილების, რესმაგა აბასკების.
აი რას წერს ზიდრიტებზე:
"მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან"ხედავ განსხვავებას?
აქ ზევით მოყვანილი ციტატებისგან განსხვავებით არ წერია რომ ფარსმანი მხოლოდ ამათი მეფეა, როგორც ვთქვათ რესმაგა აბასკების, ან ანქიალე ჰენიოხების და მაკრონების, აქ წერია რომ ესენი ფარსმანის ქვეშევრდომებია, ე.ი. ეს ფარსმანი არც მხოლოდ ამათი მმართველია და არც კონკრეტულად ზიდრიტთა სამეფოს მეფეა, ისე როგორც ვთქვათ იულიანე აფსილების.
ეს რომ კონკრეტულად ზიდრიტების ფარსმანი ყოფილიყო დაწერდა ისევე როგორც სხვებზე დაწერა ანუ "მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ძიდრიტების მეფე ფარსმანია...."
ნუ ახლა ვინ იყო ფარსმანი II საუკუნის II/IV-ში კი იცი შენ და რისი მეფეც იყო ისიც..... მაგრამ არ გინდა გაიგო ის რაც ისედაც ცხადია და შენი ნებაა ვერავინ დაგაძალებს, აგერ კაირი ირვინგს(ნბა-ს ვარსკვლავია), დედამიწა ბრტყელი გონია и ничего არაფერი დაშავებულა ამით.
თუმცა კაირის რომ ბრტყელი გონია ამით არ გაბრტყელდება დედამიწა......
ისე როგორც თუ ვთქვათ ამ აბსურდს სერიოზულად დაწერ, რეალობა არ შეიცვლება, მითუმეტეს II საუკუნის.

უბრალოდ გაეცინებათ შენზე და სამწუხაროდ არაადეკვატურთა კატეგორიაში გადაინაცვლებ, დაუმშვენებ გვერდს მრავალ მეზღაპრეს და ეგ იქნება

თორემ ფარსმანის დროს ქართლს რომ შავ ზღვაზე გასასვლელი მოპოვებული ქონდა ეგ ცხადია.
* * *
ვითომ?
ადრე იძახდი "შუშანიკი" და "ევსტათი", V და VI საუკუნეებში დაწერილი არაა და ეს ტიფლისელი კურიატნიკ-შოვინისტ-ისტორიკოსების მოგონილიაო, მერე პირდაპირ ძალიან ავტორიტეტული უცხოური წყარო დაგიდე რომელიც ამ ორივეს ასევე V და VI საუკუნის ნაწარმოებებად მოიხსენიებს.
ახლა იგივე არ მაძებნინო ამ ამბავზე, აქაც იგივე იქნება რათქმაუნდა, რაც პირდაპირ მოცემული ფაქტია ის ქართველსაც და უცხოელსაც ერთნაერად ეწერება ცხადია.
რამდენი საინტერესო მათ შორის საკამათო მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ რად გინდა უმცირეს ადეკვატურობასაც კი კარგავ როცა ლიხის ქედს დასავლეთით გადაინაცვლებ ხოლმე, ჩვეულებრივი ტარას შამბა, რიზვან გუსეინოვი და სურენ აივაზიანი ხდები.
This post has been edited by ingfari on 25 Dec 2017, 17:44