butkujპირიქით შენ დაგყავს მაგ გარჩევამდე.
მე საპირისპიროს ვამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რად თვლიდნენ თავის თავს ისინი იმ დროს, ის ტომები რომლებსაც ისინი მართავდნენ მაშინ, ახლა ერთი ერი არიან.

შესაბამისად არმინიუსი ყველა გერმანელის გმირია და არამხოლოდ ხერუსკების, ხოლო გუბაზი და ფარსმანი ყველა ქართველის გმირია და არამხოლოდ რომელიმე ცალკე აღებული მხარეების.
მარტივი ლოგიკაა, მთელ მსოფლიოში მასეა და თუ არ მოგწონს მიმართე: გერმანელებს და ფრანგებს და აუხსენი რომ ისინი იდიოტები არიან და სინამდვილეში სხვანაერად უნდა იყოს.

შენი ლოგიკის მსგავს უაზრობას აწვებიან მხოლოდ რუსი შოვინისტები(სხვა არავინაა მასეთი), ისინი ასეთ პრიმიტიულ რამეს ამბობენ:
რადგან XIII საუკუნეში უკრაინელი ერი არ არსებობდა, ვინც კი იქ ცხოვრობდა მაგ დროს არანაერი კავშირი არ აქვთ უკრაინელებთან, ამიტომ დანილ გალიცკი უკრაინელების გმირი არაა და არც შეიძლება იყოს (უკრაინა ხომ არ არსებობდა იმ დროს?).....
ხომ სრული სიგიჟეა?
იგივეს იმეორებ შენც.

კი უკრაინა არ არსებობდა, მაგრამ არსებობდა სამთავროები და ხალხი რომელიც მანდ ცხოვრობდა, რომლებსაც გალიცკი მართავდა და რომლის შთამომავლებსაც დღეს უკრაინელები ქვიათ, ამიტომ ცხადია რომ გალიცკი უკრაინელთა ეროვნული გმირია, იმის მიუხედავად რომ მას ეს სახელი "უკრაინელი" არც გაეგო ალბათ.
ცხადია გუბაზი არ ეძახდა თავის თავს ქართველს, მაგრამ ის სამეფო რომელსაც ის მაშინ მართავდა დღეს საქართველოა, ხოლო იმ ხალხის შთამომავლები ვისაც ის მართავდა დღეს თავის თავს ქართველს უწოდებენ ლიხის ქედიდან ღალიძგამდე (იმის იქით გენოციდია ჩატარებული სამწუხაროდ

), ამიტომ გუბაზი ქართველი მეფეა.
იგივეა ფარსმანზეც, თუნდაც მას თავის თავისთვის ქართლელი დაეძახა, დღეს მისი ხალხის შთამომავლები ყველა ქართველია, ამიტომ ისიც ქართველი მეფეა.
მოკლედ სახელი შეიძლება შეიცვალოს მაგრამ არსი იგივე რჩება.
* * *
იმიტომ რომ დღეს ესენი არ თვლიან თავს გერმანელებად.
თორემ მაგალითად დანიელები ახლა თავს ცალკე ერად კი არა, გერმანელი ერის ნაწილად რომ თვლიდნენ, ეჭვი გეპარება რომ ისინიც თავის გმირად ჩათვლიდნენ არმინიუსს?
თუ ეჭვი გეპარება, აგერ შეხედე ბავარიელებს, ამათ წინაპრებს არაფერი ხელი არ აქვთ არმინიუსთან (პირიქით იქით ეომებოდნენ), მაგრამ გიჟის გარდა ვინ იტყვის რომ არმინიუსი ბავარიელების გმირი არაა და ის მხოლოდ ვესტფალიელ გერმანელებს ეკუთვნის