საყურადღებო სტატიაა როზეტა გუჯეჯიანის :
"ეთნოკულტურული პროცესები ზემო აფხაზეთში (დალის , კოდორის ხეობა)"
მიუხედავად იმისა რომ ეს სტატია სავსეა იდეოლოგიური შტამპებით , მეტად საყურადღებოა ზოგიერთი ცნობები კოდორის ხეობის ტოპონიმიკაზე და წარსულზე :
"დალის მხარე უძველეს ხანაშივე ჩართული იყო თანადროულ კულტურულ
პროცესებში. დალის ქართული კულტურის ძეგლები ცნობილია ანტიკური
პერიოდის უცხოელი ავტორებისა და შემდგომი დროის ისტორიკოსებისთვის.
ამ მხარეში არსებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი ციხესიმაგრე
დღემდე შემორჩა ზემო აფხაზეთს: ბუკულუსის//ბოკერის ციხე და
რკინის ციხე. ბუკულუსის//ბოკერის ციხე გაშენებულია მდინარე კოდორის
სათავეებში, გვანდრისა და ყულუჩის შესართავთან. ეს ციხე ალანებთან ეგრისის
დამაკავშირებელ მთავარ გზას აკონტროლებდა. `რკინის ციხე~ – ჩხალ-
თის კომპლექსი – ჩხალთის კომპლექსი, რომელიც აღმართულია მდინარეების
– ჩხალთისა და კოდორის შესართავთან ქლუხორის უღელტეხილისაკენ
მიმავალ გზაზე, აკავშირებდა დალის მხარეს ჩერქეზეთთან. ასეთივე კოშკების
ნანგრევები გვხვდება მთელი გზის გაყოლებით უღელტეხილამდე და მათი
მეშვეობით იცავდნენ ქართველები თავიანთ საზღვრებს."
თუ ნამდვილად არსებობს ისეთი სახელწოდება "ბოკერის ციხე" და ის აღმართული იყო მდ. ყლიჩის და გვანდრას შესართავთან მაშ მისი სახელი "ბოკერ" ემსგავსება ბიზანტიურ წყაროებში მოხსენებულ "ბუკლოონ/ბუკლოს"-ს . ათწლეულების მანძილზე "ბუკლოონ"-თან იგულისხმებოდა იური ვორონოვის მითითებით ს. ფახულანი (წალენჯიხის რ-ნში) . ანუ მისიმიანების უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვარი გადიოდა შუა სამეგრელოში . მაგრამ როგორც ჩანს "ბუკლოონ/ბუკლოსი" ხან ალანების ხელში იყო ხან მისიმიანების . ასე რომ წარმოუდგენელია ალანების და მისიმიანების საზღვარი ს. ფახულანის მისადგომებთან რომ გადიოდეს
ასევე საყურადღებოა მეორე ტოპონიმის ხსენება :
'დალის ხეობის ქართული ქრისტიანული ძეგლებიდან აღსანიშნავია შიყერის
წმიდა გიორგის ეკლესია (სოფელი შიყერი, მდინარე გვანდრასა და
საკენს შუა მაღალ გორაზე) და სოფელ აჯარის წმიდა გიორგის ეკლესია.
ორივე მათგანი აღადგინა ადგილობრივმა ქართულმა მოსახლეობამ საბჭოთა
სისტემის ნგრევის შემდეგ და იქ გაუსაძლის პირობებში მოღვაწეობდნენ ქარ-
თველი სასულიერო პირები თვით ბოლო წლებამდე"
"შიყერი" - მდებარეობს დღევანდელი ს. ომარიშარას ადგილას და როგორც ჩანს მისი ძველი სახელი უნდა ყოფილ იყოს.