ბახვის მანიფესტი რომელიც მიღებულ იქნა გურიის რესპუბლოკაში
თავისუფლება და თანასწორობა
წოდებათა გაუქმება
სიტყვის კრების, კავშირების და გაფიცვის თავისუფლება
პიროვნების ხელშეუხებლობა
პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა
დახურული სამკითხველოების დაუყოვნებლივ გახსნა (ინფორმაციის თავისუფლება)
ადმინისტრაციული რეფორმა
გლეხთა კომიტეტების დაარსება სოფლად
სახალხო სასამართოს შემოღება
მუდმივი ჯარის გაუქმება და სახალხო მილიციის შემოღება
მთავრობის არჩევა საყოველთაო, ფარული და პირდაპირი არჩევნებით
საგადასახადო რეფორმა
საბატონო, საეკლესიო და სახელმწიფო ბეგარის გაუქმება;
ყველა არაპირდაპირი გადასახადის გაუქმება
დრამის გადასახადის გაუქმება
პროგრესირებადი დაბეგვრის შემოღება
ყველა იმ გლეხის გათავისუფლება გადასახადისგან, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 500 მანეთს (დაუბეგრავი მინიმუმი)
მიწის რეფორმა
საუფლისწულო, საეკლესიო სამონასტრო მიწების კონფისკაცია და მათი გადაცემა გლეხობისთვის უსასყიდლოდ
სანადელო მიწების გადაცემა გლეხობისთვის უსასყიდლოდ,
სანადელო მიწებში გადახდილი ვალის უკან დაბრუნება გლეხობისთვის
განათლების რეფორმა
ორივე სქესისთვის 16 წლამდე საყოველთაო სწავლების შემოღება
სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შემოღება
საღვთო სჯულის სწავლების გაუქმება
განსაკუთრებით ბოლო მომეწონა, 1905 წლის გურული გლეხები უფრო განვითარებულები იყვნენ მენტალურად, და გათვითცნობიერებულები პოლიტიკურად ვიდრე დღევანდელი ფეშენ ვიკის თბილისელები
This post has been edited by Faun on 19 Oct 2013, 16:56