მოკლედ სანამ აქ ერთმანეთს ჭამთ, მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ
გურიის ეთნოგენეზი უნდა განვიხილოთ საერთოდ საქართველოს კონტექსტში
რა ხდებოდა ისტორიულად დასავლეთ საქართველოს და მის გარშემო 500 კილომეტრის რადიუსში
დავიწყოთ ისევ იქიდან, რომ გურიის ტერიტორიაზე ტოპონიმიკის სამი შრე ფიქსირდება - ადიღეური (და არა აფხაზური), ზანური და ქართული
ადიღეური უფრო ადრეული ჩანს, მხოლოდ ჰიდრონიმებზე და მათგან წარმოქმნილ დასახლებეზეა შემორჩენილი - აფსაროსი, დუაბზუ, ბჟუჟი, მალთაყვა, სუფსა, ფაზისი და აშ
შემდეგ არის ზანურის ჭანური (და არა მეგრული) ვარიანტი, ამაზე მოწმობს დასახელება ჯუმათი მაგალითად (მეგრულად იქნებოდა ჯიმითი)
ქართული ორგვარია - ზემო და ქვედა გურული. ზედა იმერულთან უფრო ახლოა, ქვედა მესხურთან და ტაო-კლარჯულთან
ახლა განვიხილოთ ისტორიის რა პერიოდებში შეიძლებოდა მათი ურთიერთ ჩანაცვლება
წყაროებიდან ჩანს რომ ეს ტერიტორია ორჯერ იყო გაუდაბურებული - ქ-მდე მე-7 საუკუნიდან (კიმერიელების და სვითების წინააზიაში თარეშის შემდეგ) და ქ-დან მე-6 საუკუნეში (სპარსეთ-ბიზანტიის ომების პერიოდში)
ანუ შეძლება ითქვას, რომ ამ პერიოდებს შემდეგ ხდებოდა მოსახლეობის განახლება
ახლა განვიხილოთ რომელი ფენა, რა პერიოდს შეიძლება მოიცავდეს
ბრინჯაოს ხანაში გურიაში, ისევე როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო ე.წ. კოლხური კულტურა (1200 - 600 ქ-მდე)
http://en.wikipedia.org/wiki/Colchian_cultureმისი გაქრობა ემთხვევა კიმერიელების და სკვითების შემოსევებს, ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის დაშლას, ბერძნული კოლონიების გამოჩენას შავიზღვისპირეთში
ბერძნების ცნობებით ფაზისში კოლხების მოსვლამდე ცხოვრობდნენ ჰენიოხები, ეს ხალხი შემდგომში იხსენიებიან დღევანდელი აფხაზეთის და ჭანეთის ტერიტორიაზე, ანუ კოლხები დასავლეთ საქართველოში გამოჩნედნენ კიმერიელების შემდეგ
სად სახლობდნენ მანამდე? ურარტულ წყაროებში დიაოხების (ტაოელების) ჩრდილოეთით, ე.ი. კლარჯეთში და კოლაში (აქედანაა სახელი კოლხი, ანუ ურარტულად - კოლელი). სწორედ დიაოხ-კოლას ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ქართულ ზანური ერთობა და მათი ერთერთი ტომის - კოლხების გადაადგილებით დასავლეთ საქართველოში დაწყებულიყო მისი დაშლა
რადგან კოლხები მოვიდნენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. კოლხური კულტურის (ჩემის აზრით სახელი არასწორადაა შერჩეული, ამ კულტურას კოლხებთან არ ქონია საერთო) დაცემის შემდეგ, ვინ ცხოვრობდნენ მანამდე? და ვინ შექმნა ეს კულტურა?
თავში რჩება ვერსია - ადიღეური ტომები, მაგრამ ისინი მაგ პერიოდში ცხოვრობდნენ ხეთების უშუალო ჩრდილო დასავლეთით - პონტოს მთების სამხრეთ კალთებზე, რაც მშვენივრად ფიქსირდება ხეთურ და ასურულ წყაროებში (ქაშქ-აბეშლას ტომები სწორედ იქიდან ესხმოდნენ მათ თავს)
გამოგვრჩა დასავლეთ საქართველოს უძველესი მოსახლეობა - სვანები, რომლებმაც ყველაზე სუფთად შემოინახა კავკასიური G ჰაპლოჯგუფის გენი
როდის მოხდა საერთო-ქართველურის დაშლის პირველი ეტაპი (ქართულ-ზანურად და სვანურად)? ზუსტად კოლხური კულტურის წარმოქმნის წინა პერიოდში. ანუ ამ პერიოდში ან ქართ-ზანები გადმოვიდნენ დას. საქართველოდან სამხრეთით, ან პირიქით, სვანების წინაპრები გადასახლდნენ შავიზღვისპირეთში. რადგან კოლხეთის კულტურა ჰარმონიულად ერწყმის მის წინაპერიოდის კულტურებს, უნდა ვივარაუდოთ პირველი ვარიანტი, ანუ საერთო ქართველურის სამშობლოდ მივიჩნიოთ სწორედ დასავლეთ საქართველო, ე.ი. ე.წ. კოლხური კულტურის წინა პერიოდი
ახლა ისმის კითხვა - ადიღეური ტოპონიმიკა?
ეს არის კვალი მათი წინაპრების გადასახლებისა წინა აზიიდან ჩრდილო კავკასიაში, რომელიც ზღვის ხალხების შემოსევებს და ხეთების სამეფოს განადგურებას უნდა მოყოლოდა. ისინი ჯერ შეიჭრნენ სვანებით დასახლებულ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ამაზე მეტყველებს სვანურში ძლიერი ადიღეური სუპერსტრატიც, და შემდეგ, სავარაუდოდ კოლხების (რომლებიც ჯერ კიდევ საერთო ქართ-ზანურად ლაპარაკობდნენ) მოწოლით გადაადგილდნენ ჩრდილოეთ კავკასიისკენ, მაგრამ გურიის ტერიტორიაზე ყველაზე დიდხანს დაყო ერთერთმა ტომმა, ესენი უნდა იყვნენ ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ბიძერები, იგივე ბეხირები. საიდანაცაა ამდენი ადიღური ტოპონიმი. ისინი ქ-ს ერამდე განიცდიდნენ თანდათანობით ზანიზაციას ეგრისის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ
როგორც პროკოფი უწყის მე-6 საუკუნეში გურიის ტერიტორია დაუსახლებელი ტყიანი ადგილია, შემდეგ ხდება მისი ხელახალი დასახლება
სავარაუდოდ ეს ჯერ ისევ ლაზებს უნდა მოეხდინათ, შემდეგ მესხეთ-კლარჯეთიდან და ქართლი-იმერეთიდან შემოსულ იბერებს
პირველებმა აითვისეს გურიის დაბლობი რაიონები, შემოვიდნენ რა სამხრეთიდან ზღვის მოყოლებით, მეორეებმა მთიანი - აღმოსავლეთიდან.
რაც შეეხება მეგრული გვარების არსებობას გურიაში, ისე ნახევრად ხუმრობით გავიხსენებ (მეგრელებისადმი საწყენად არა, ძალიან მიყვარს ისინი) ბაბუაჩემის ნათქვამს - მაი ბაბუა ძაღლზე გაცვლილი მეგრელები არიანო, ადრე ჩვენს გურიელებს კაი მწევრები ყავდათ და დადიანები ყმებში უცვლიდნენო, მარტო მწევრებში კარა თურქეთიდან მოლალულ ცხენებშიცო.
ეგ ხუმრობით და, გვარები გვიანი ფეოდალიზმის დროს გაჩნდა საქართეველოში, ახლანდელ მეგრულ გვარებს გურიაში არაფერი აქვთ საერთო ძველი ეგრისის სამეფოსთან
აი ასე მგონია გურიის საქმე