მში ბზია , უშბაყვა ვარა ?)
ეს ოთაღო ცხუმის ერისთავად რო ახსენე , მაჩვენე მაშ ვინ იყო აფხაზეთის საერისთავოს გამგებელი )
რაო , არ წერია არაფერი ? უი მე ჩქიმ ცოდა
საქმე იმაშია ,ბატონო, რომ ცხუმის ერისთავი სწორედ ამანელისძე ყოფილა :
ერთი საკითხი ოდიშისა და ცხუმის საერისთავოების
ისტორიიდან
ოდიშის სამთავრო ცხუმისა და ოდიშის საერისთავოების ტერიტორიაზე
ჩამოყალიბდა, მანამდე ეს ორი ადმინისტრაციული ერთეული ერთმანეთისგან
მეტნაკლებად დამოუკიდებლად არსებობდა.
წყაროთა სიმცირის მიუხედავად, ცხუმის საერისთავოს არსებობა ეჭვს
არ იწვევს, ის ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ლეონ II აფხაზთა მეფის რეფორმის
შედეგად შეიქმნა. ლეონმა: `განყო ესე ეგრისი და აწ აფხაზეთი რვა
საერისთავოდ. დასუა აფხაზთა და მისცა აფხაზეთი.., დასუა ცხომს მისცა
ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ~.1
`ისტორიანი და აზმანის~ ტექსტში თამარ მეფის დროინდელ ერისთავებზე
ვკითხულობთ: `ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს ბარამ ვარდანის-
ძე – სუანთა; კახაბერ კახაბერის-ძე რაჭის და თაკუერის ერისთავად; და
ოთაღო შარვაშის-ძე ცხუმის ერისთავად; ამანელის-ძე [არგუეთის ერისთავად]
და ოდიშის ერისთავად ბედანი~.2 უნდა აღინიშნოს, რომ `ამანელის-ძე [არგუეთის
ერისთავად]~, ტექსტის ძირითად ხელნაწერში არ წერია და ის შემდგომში
აღდგენილია. ჩვენ ვიზიარებთ ილია ანთელავასეულ აღდგენას `ცხუმის
ერისთავად ამანელის-ძე~,3 ასევე ვახუშტის ნაშრომში შესაბამის ადგილას
ვკითხულობთ: `დაღათო შარვაშისძე აფხაზთა; ამანელის ძე ცხომის~
`ისტორიანი და აზმანში~ გიორგი რუსის ამბოხთან დაკავშირებით
ვკითხულობთ: `ვარდან დადიანი, მსახურთუხუცესი, ლიხთაქათ პატრონი ორბეთისა
და კაენისა, ლიხთ-იქით ნიკოფსამდის უცილობლად ქონებასა . . .
წარვიდა და მოვიდა გეგუთს, რეცა პატრონისა წადილითა შეყარა ყოველი
სუანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი და
არგუეთი (ხაზი ჩვენია – ა.ჩ.)~.14 ვარდან დადიანმა, რომელიც სავარაუდოდ
დასავლეთ საქართველოს ამირსპასალარი იყო,15 შეკრიბა იქაური ლაშქარი
და ჩამოთვლილია დასავლეთის ყველა საერისთავო, გარდა ცხუმისა (არადა
ცოტა ხნით ადრე ცხუმის ერისთავი თამარის მეფედ კურთხევისას ერთ-ერთი
მთავარი მონაწილეა), რაც ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ცხუმი,
გიორგი რუსის პირველი ამბოხის დროისთვის (დაახლოებით 1187 წელი)
ოდიშის შემადგენლობაშია მოქცეული, რასაც ოდიშის მიმართ ფორმა `საეგროის~
გამოყენება გვავარაუდებინებს, რადგან ეგროსის წილი კლისურამდე
სწორედ ცხუმის საერისთავოს ნაწილსაც მოიცავს. ასევე, ხომ არ შეიძლება
საინტერესო გამოკვლევაა თანაც ძალიან კარგად ცნობილი
http://geohistory.humanities.tsu.ge/images...20chikobava.pdfწაიკითხე ბოლომდე იქნებ მიხვდე ბევრ რამეს)))
This post has been edited by butkuj on 5 Nov 2013, 20:33