нимические названия с лазско-мегрельским префиксом О.” გაა-
ნალიზებულია 13 ასეთი ტოპონიმი. ესენია: ობოდირა, ოზურ-
გეთი, ოკაბინე, ონჭიკეთი, ონჯალეთი//ონჯარეთი, ორაგვე,
ოროკი, ოქონა, ოყვავილა, ოჩე (და ამასთან დაკავშირებული
“ნაოჩვარი”), ოჩხამურა და ოცხანა. მომდევნო პარაგრაფშიც
დასახელებულია ო- პრეფიქსიანი სახელები, რომელთა
შესახებ ავტორი შენიშნავს: “на них указывают только в каче-
стве примеров и не разбираю во всех деталях” (იქვე, გვ. 87). ჩა-
მოვთვლით ამ ტოპონიმებსაც: ოთარო, ოთოკვირი, ოკარტე,
ოკვანათი, ოკვარი, ომფარეთი, ორაფო, ოსკონჯირე, ოფიშტია,
ოჩეჩხა, ოჩონჩხა, ოხცანმური, ოჭილაური, ოხტომე.
გურიაში ფიქსირებული “მეგრული დამახასიათებელი
თვისებების” მქონე საგეოგრაფო სახელთა შორის ი.
ჯავახიშვილის დასახელებული აქვს ო- თავკიდურიანნიც:
ოჩხამური (ო- ჩხამ//ჩხომ “თევზი”), ოჭილაური (შდრ. სა-
ჭილაო). ონჭიკეთი, ონჯოხეთი, ოცანა1… ზანურ
ტოპონიმიკურ სუბსტარტთა ამ სიას ი. ყიფშიძემ მიუმატა
ორაგვე, ხოლო ს. ჟღენტმა _ ოდიში, ორკე, ოჩე, ოფეთი,
ოჩონჩხე.2
ზემოთ ჩამოთვლილ ტოპონიმთაგან ოროკი და ოჩე,
რასაკვირველია, უნდა განვიხილოთ არა როგორც
ტოპონიმიკური, არამედ როგორც ლექსკური სუბსტრატი.
გურიის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ოროკ_ ფუძიანი 26
გეოგრაფიული სახელწოდება, რომლებიც შერქმევიათ....
..... ადგილის სახელი. სამეგრელოში მრავლგანაა ტოპონიმი
ოჯარე//ონჯარე და ეს ისეთი ადგილებია, სადაც იმართებოდა
“ჯარალუა” _ თავშეყრა და ხალხური გართობა-თამაშობანი ამა
თუ იმ რელიგიურ დღესასწაულთან, თუ უქმე დღესთან
დაკავშირებით. ამას ადასტურებს გურიაში ტრადიციად
ქცეული მსგავსი მოვლენა “ჯარიანობაც” _ ახალგაზრდების
თავშეყრა, ცეკვა-თამაში, ერთმანეთის გაცნობისა და
დაკავშირების მიზნით. ამგვარი თავშეყრა გასული საუკუნის
60-იანი წლებიდან წარსულს ჩაბარდა და მისი ადგილი კინომ
და სოფლის კლუბში ჩატარებულმა კულტურულმა
ღონისძიებებმა დაიჭირა, თუმცა 70 წელს მიტანებული ზოგი
გურული ასეთი თვშეყრის არსებობის ცოცხალ მოწმედ
გამოდგება. მეგრული ტოპონიმიკური სუბსტრატი უნდა იყოს
აგრეთვე ონიშე “სანავე”. ასე შეიძლება ეწოდოს ადგილს
მდინარეზე, ან ტყეს, სადაც ნავისათვის საჭირო მასალას
მოიპოვებენ. ონჯარეთსა და ონიშეთში ქართული
ტოპონიმიკური სუფქსი -ეთ შემდეგი დროის დანართია და,
თუ შეიძლება ასე ითქვას, სახელწოდების ტოპონიმიურობის
ხარისხის ამაღლებით ტოპონიმთა რიგში მისი სტაბილურობის
მიღწევას ემსახურება ....
ამავე რიგში უნდა განვიხილოთ ოღალეთი (ტყე სოფ.
ორაგვეში), თუკი შეუძლებლად არ მივიჩნევთ უ ხმოვანის
რედაქციას ამოსავალი ფუძის თავდიკურ კომპლექსში. (უ-ს
რედუქცია შეუძლებელი არ არის, ოღონდ ენის განვითარების
შედარებით ადრეულ საფეხურზე ხდებოდა ალბათ).
ჩვენი აზრით, მეგრული საზოგადო სიტყვა ოღურალე
“სასაფლაო” იქცა ტოპონიმად, რომელსაც ქართიზაციის
პროცესში დაემატა -ეთ სუფიქსი, ხოლო მიღებული
ოღურალეთი დროთა განმავლობაში, ე.წ. სიტყვის
დამოკლების ტენდენციით, გადაიქცა ოღრალეთად.
რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას აგრეთვე ი. მეგრელიძის
მიერ გაანალიზებულ რამდენიმე ო- პრეფიქსიან
სახელწოდებაზე. ესენია: ოყვავილა, ოჩენჩხა, ოჩონჩხა,
ამათგან ოყვავილა მდინარეა სოფ. ზემო აკეთში. მისთვის
ამოსავალ ფუძედ ნავარაუდევია ქართული სიტყვა ყვავილი.
ჩვენი აზრით, აღნიშნულ ტოპონიმს საფუძვლად უდევს
გურული დიალექტური სიტყვა ყვავილა. ასე ეწოდება
ერთგვარ ბალახს, რომლის ლიტერატურული სახელწოდებაა
ჭოტანა1
ტოპონიმ ოჩერჩხაში გამოყოფილია ორი ფუძე- “ოჩე” -
“ვაკე” და ჩხე “მალარია” და მთლიანად სახელწოდება თარგმ-
ნილია როგორც малярийная равина
. ოყვავილა წარმოქმნილია ქართიზაციის ან მის
მომდევნო პერიოდში ზანური მორფოლოგიური სუბსტრატის
დახმარებით.
2
1 ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, თბ., 1961, გვ. 67.
2 ი. მეგრელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 88.
. ანალოგიურად ოჩონჩხაც
ვრცლად აქ :
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/1...muriSistema.pdf