#39214088 · 26 Dec 2013, 02:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gochaj
| QUOTE | | არ არის ასე. იქნებ გადაგეხედა ლიტერატურისთვის, ვიდრე ასეთ დასკვნებს გააკეთებ |
ვიტოვებ უფლებას მსგავსი დასკვნები უშუალოდ იმ რამდენიმე სტრიქონისგან გამოვიტანო რომელშიც ჩემი სუბიექტური აზრით სრულად არის მოცემული მონასპის ხასიათი.გავრცელებული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ ვფიქრობ,რომ "მონა" ამ სიტყვის კლასიკურ გაგებასთან მიახლოვებულ ტერმინად არის ნახმარი.ამის საფუძველს 2 გარემოება იძლევა 1) ისინი ახალმოქცეულნი არიან ქრისტეს რჯულზე და 2) გამიჯნული არიან გადმოსახლებული ყივჩაყებისგან ("...და კუალად მონანი,რომელ ყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა,ვითარ ხუთი ათას კაც,ყოველნი ქრისტეანე-ქმნილნი,მისანდონი და გამოცდილნი სიმხინთა,და თვით ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტეანე იქმნებოდეს დღითი-დღე სიმრავლე რიცხვისა მძლე შეეძინებოდა ქრისტესა").ვფიქრობ საქმე გვაქვს ისლამური სამყაროს პრაქტიკაში არსებული მონათა გვარდიების ანალოგთან.დავითის ომებში მუსლიმები ბლომად ცვიოდნენ ალბათ ტყვედ და მათი რაციონალურად გამოყენების უკეთესი საშუალება ძნელია წარმოიდგინოს ადამიანმა.ეს სავსებით ჯდება დავითისეულ მანერაში სამხედრო საქმის გაწყობისა.კაცმა რუსეთის სტეპებიდან მომთაბარე ტომი ჩამოასახლა და მუსლიმი ტყვეებისგან გვარდიის შექმნაა გასაკვირი? სხვა დასკვნის გამოტანის საფუძველს წყარო ჩემი აზრით არ იძლევა ასევე ვერ გავიზიარებ გავრცელებულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით,რომ დავითის მიერ შექმნილი ჯარი ("მონასპას" არ ვგულისხმობ) იყო რეგულარული არმია.ყივჩაყთა ხარჯზე დავითმა როგორც ჩანს მოახერხა არმიის მობილიზაციისთვის საჭირო ვადების შემჭიდროება,მაგრამ არმია კვლავინდებურად ფეოდალურ პრინციპზე აგებულ ტიპიურ ფეოდალურ ლაშქრად რჩებოდა (ყივჩაყებს სწორედ მიწა გადაეცათ სამხედრო სამსახურისთვის) ისევე როგორც მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს.
This post has been edited by Homo_Georgicus on 26 Dec 2013, 03:26
|