http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1...9C%E1%83%90/89/ბაბილონის გოდოლის გამოცანა
ბიბლიური სიუჟეტი გრანდიოზული ნაგებობის – ბაბილობის გოდოლის შესახებ, მეცნიერებს მოსვენება დღემდე არ აძლევდა. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ მისი არსებობის ისტორიის მტკიცებულება მოუძებნათ და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაეხურათ.
image
ყველასთვის ცნობილი ლეგენდის თანახმად, ერთხელ ადამიანებმა ისეთი კოშკის აშენება დაიწყეს, რომელიც ცას მისწვდებოდა, რაც ღმერთს არ მოეწონა და მან თვითდაჯერებულ და გათავხედებული კაცობრიობის მოდგმას საერთო ენა წაართვა. ამის შემდეგ, მშენებლობა შეწყდა, რადგან ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უგებდნე. ხოლო ადგილს, სადაც ეს ისტორიული მოვლენა მოხდა, ბაბილონი დაარქვეს, რაც არამეულად «შერევას» ნიშნავს.
თუმცა, ფილოლოგების ერთი ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან ივრითზე, ბაბილონი ისე ჟღერს, როგორც «ბაბელი». გარდა ამისა, ეს სახელი ზოგიერთ ძველ ჩანაწერში როგორც «ბაბილუ» ისეა ნახსენები. ხოლო, Bab-il და Bab-ilu ივრითზე «ღმერთის კარიბჭეს» ნიშნავს.image
როგორიც არ უნდა ყოფილიყო სახელი, მთავარი ახლა ის არის, რომ მეცნიერთა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – მათ ლეგენდარული ნაგებობის კვალს მიაგნეს.
ბრიტანელმა არქეოლოგებმა, როგორც თავად ამტკიცებენ, ბიბლიური კოშკის არსებობის ფაქტის უტუარი მტკიცებულება აღმოჩენეს. ამაში მათ ბიზნესმენი დაეხმარა, რომლის კერძო კოლექციაში ლურსმული დამწერლობის თიხის ფირფიტები და ნაკვეთი ქვის ფრაგმენტები არის დაცული. ხსენებული ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფირფიტები დეტალურ აღწერილობას შეიცავს «ბაბილობის გოდლის სტელის» შესახებ. ხოლო, ქვის ფრაგმენტების გამოსახულებაზე მეფე ნაბუქოდონოსორი არის, რომელიც ძვ. წ. აღრ. 1125-1104 წწ. მართავდა ბაბილონს. ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, აღნიშნული ტაძრის მშენებლობისას, მეფრ იუდეველთა სამეფოდან წამოყვანილ ტყვე-მონებს იყენებდა, რომლებიც სხვადასხვა დიალექტზე საუბრობდნენ და შესაძლებელია, ენების არების ლეგენდა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.
მიმაგრებული სურათი