ჩემი მოკრძალებული აზრით

სახელმწიფოების ჩამოყალიბებაზე მთავარ გავლენას ახდენს გეოგრაფიული გარემო, ანუ ის არეალი და მდებარეობა სადაც ესეა თუ ის ხალხი სახლობს . კლიმატი , ჰიდრო ბიო რესურსები .
ცივილიზაციები და სახელმწიფოები და იერერქია მაშინ ჩნდება როცა ესა თუ ის რესურსი ამოიწურება და ამ რესურსის წყალობით ამა თუ იმ არეალში ხალხი იმაზე მეტია ვიდრე არსებული რესურსი.
ანუ ხარ შემგროვებელ მონადირე გაქვს ტყეები რომლებიც სავსეა ცხოველებით , მდინარეები თევზით , სავანები და პრერიები ათასგვარი მცენარეებით , საკვები უხვად გაქვს არ გცივა არ გშია, მრავლდები რატო უნდა იფიქრო ააშენო ცათამბრჯენი ან ციხესიმაგრე როცა შეგიძლია გახვიდე, მოკლა ანტილოპა დაკლა შეჭამო და ჩრდილში დაიძინო. როცა ამა თუ იმ არეალის მოსახლეობას ყოფნის ის რესურსი რომელიც ამ ტერიტორიაზეა არ არის საჭირო განვითარება .
მაგრამ თუ მრავლდები გაქვს მეჩხერი ტყეები არ გაქვს საკვები გცივა და გწყურია ანუ გშია და თან გცივა ცდილობ მოიფიქრო რამე ანუ განვითარდე აიძულო სხვა რომ იმუშაოს შენთვის ან გაერთიანდე სხვასთან და ერთად მოიპოვოთ საკვები .
პირველის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ამაზონის , კონგოს , მისისიპის დელტები სადაც მოსახლეობა ისე სწრაფად არ გამრავლდა კლიმატური პირობებიც ხელსაყრელი იყო რომ ეცხოვრათ რატომ იფიქრებდნენ ეს ხალხები განვითარებულიყვნენ ?
მეორის მაგალითად შუამდინარეთი და ნილოსის აუზი სადაც მართალია არ ციოდათ ( რისი წყალობითაც თავიდან გამრავლდნენ იმაზე მეტად ვიდრე ამ ადგილების მეჩხერ ტყეებს შეეძლოთ გამოეკვებათ არც ამ არეალის განფენილობა იყო ვრცელი რომ მოცილებოდნენ ნილოსს ან შუამდინარეთს ) მაგრამ საკვები აღარ ქონდათ და იძულებულებიც გახდნენ მოეფიქრებინათ რამე .
ალბათ შავებიც შექმნიდნენ სახელმწიფოს , როცა დახოცავდნენ თავისზე სუსტ ანტილოპებს მოაშენებდნენ ცხოველებს და ისწავლიდნენ ხვნა თესვას ანუ იმაზე მეტად გამრავლდებოდნენ ვიდრე ბუნებრივი რესურსები იქნებოდა მათთვის საკმარისი .

ასე რომ რასა განვითარებასთან და სახელმწიფოს შექმნასთან არაფერ შუაშია.
This post has been edited by 5nizza on 12 May 2016, 21:08