მიხეილ წერეთელს აქვს ერთი საინტერესო ციტატა ალექსანდრე ჯავახიშვილის ნაშრომიდან აღმოსავლეთ საქართველოს ანთროპოლოგიის შესახებ (თავად ამ ნაშრომს სამწუხაროდ ნეტში ვერ მივაგენი)
ალექსანდრე ჯავახიშვილმა უკვე გამოსცა თავისი წიგნი: აღმოსავლეთ საქართველოს ანთროპოლოგია - Антропология Грузии, I. ამ წიგნში, გარდა იმისა, რომ იგი ამტკიცებს ჩვენს თავ-მოკლიანობას, -სხვა ხალხებთან შედარებით, სხვა და სხვა მეცნიერთა ცნობებით, ჩვენ ანთროპოლოგიურ თავისებურებასაც აღნიშნავს. ეს ჩვენი ანთროპოლოგიური თავისებურება შემდეგნაირად გამოიხატება: ქართველებს ტვერის გუბერნიის რუსებთან შედარებით (200 კაცის გაზომვის მიხედვით) 27 შესადარებელი ანთროპოლოგიური ნიშანი აქვსთ: საერთო-17, განსხვავებული-10. პოლონელებთან (226 კაცის გაზომვით)-20: საერთო-11, განსხვავებული-9. ყუბანის ყაზახებთან 41-61 კაცის გაზომვით)-22: საერთო-10, განსხვ-12. აღმოსავლეთელ ქართველ სომხებთან (105 კაც.გაზომვ.)-28: საერთო-15, განსხვ.-7. პოლონელ ებრაელებთან (100-200 კაც. გაზომვ.)-28: საერთო-17, განსხვ-11. თერგის ოლქის ოსებთან (36-200 კაც.გაზომვ.)-18: საერთო-9, განსხვ-9. სპარსელებთან (46 კაც. გაზომვ.)-25: საერთო-10, განსხვ.-15. თორღოუთის მონღოლებთან (43-138 კაც. გაზომვ.)-26: საერთო-17. განსხვ.-9.
ყუმიყებთან (107 კაც.გაზომვ.)-18: საერთო-15, განსხვ.-3. ყაბარდოელებთან (40 კაც.გაზომვ)-20: საერთო11. განსხვ.-9. ყარაყირღიზებთან (46-66 კაც. გაზომვ.)-12: საერთო-6, განსხვ.-6. სართებთან (8 კაც. გაზომვ.)-12: საერთო-8, განსხვ.-4. ადერბეიჯანელ თათრებთან-13: საერთო-4, განსხვ.-9. (იხ. Антропология Грузии, I, გვ. 237-240) საერთოდ ვინ იცის რამდენ რასას შევვრევივართ დროთა ვითარებაში, რამდენად შერეულა ჩვენი ენა, ჩვენი სისხლი და ანთროპოლოგიური ტიპი.
http://ai-ia.info/online-arqivi/36-mikheil...artveli-eri.htmყუმიყების ეთნოგენეზზეც გარკვეული გავლენა მოახდინეს ყივჩაღებმა, კერძოდ ენა მათგან მიიღეს
სამწუხაროდ ანთროპოლიგიაზე ძალიან ზედაპირული წარმოდგენა მაქვს
საინტერესოა ვინმე სპეციალისტი თუ განგვიმარტავს
რას ნიშნავს, რომ საერთო ნიშნების გაცილებით მეტია განსხვავებულზე.. თუმცა ამავე დროს შესადარებელი ნიშნები არც ისე ბევრია