არ შეიძლება ვრცლად არ დაიწეროს ამ ბრძოლაზე,რომელიც თავისი მასშტაბურობით ერთ-ერთი გამორჩეულია ძველი აღმოსავლეთის ომების ისტორიაში.
ეხნატონის მეფობის პერიოდში (ძვ.წ.1351-1334) ეგვიპტის ბატონობა სირია-ფინიკიაში ძალიან შესუსტდა,შინაურ საქმეებში გართული ფარაო არ აქცევდა ყურადღებას ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს რის შედეგადაც ქვეყნის დიდი ნაწილი ხეთთა იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა.ხეთურ-ეგვიპტური კონფლიქტის მოგვარების ერთგვარ მცდელობას წარმოადგენდა ტუტანხამონის ქვრივის წინადადება ხეთ უფლისწულზე დაქორწინების შესახებ,მაგრამ ეგვიპტურმა სამხედრო ელიტამ ეიას მეთაურობით ამ იდეას მხარი არ დაუჭირა და უფლისწული ცანანცასი გზაში მოწამლეს,საპასუხოდ ხეთები ღია საომარ მოქმედებაზე გადავიდნენ და სირიაში შეიჭრნენ,ეგვიპტემ სირიაზე კონტროლი სრულად მხოლოდ იმის გამო არ დაკარგა,რომ ხეთთა არმიაში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა.მდგომარეობა ერთგვარად გამოსწორდა ხორემხების მეფობის დროს (1320-1292),ხოლო სეთი 1-მა (1290-1279) რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა მოაწყო სირია-ფინიკიის მიმართულებით,თუმცა ეგვიპტელებმა მაინც ვერ დაიბრუნეს კონტროლი ჩრდ.სირიის სამთავროებზე,სადაც ხეთთები მყარად ბატონობდნენ.დაახლ.ასეთი სიტუაცია იყო 1279 წლისთვის როდესაც რამსეს 2 ტახტზე ავიდა.
ამბიციური ფარაოს მთავარი ამოცანა იყო,ხეთების განდევნა სირიიდან და ამ რეგიონზე ეგვიპტის სრული ბატონობის აღდგენა,1275 წელს რამსესმა პირველი დაზვერვითი სახის ლაშქრობა მოაწყო პალესტინის გავლით ფინიკიაში.ხეთთა მეფე მუვთალი 2 (1295-1272) მიხვდა,რომ ეგვიპტელები არ გაჩერდებოდნენ და საგანგებოდ მოემზადა ახალი შემოტევისთვის,მოკავშირეებითა და ვასალებით გაძლიერებული ხეთური არმიის რიცხვმა იმ დროისთვის უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია.სულ შეიყარა 28 ათასამდე მეომარი,ამათგან 17 ათასი იყო ქვეითი,ხოლო დანარჩენი 10.500 მეომარი 3-3-ად გადანაწილებული იყო 3.500 საბრძოლო ეტლზე.
ხეთი მეომრები
ხეთური საბრძოლო ეტლი
თავის მხრივ რამსესიც საგანგებოდ მოემზადა სირიაში დიდი ლაშქრობისთვის,მან თავი მოუყარა დაახ.20 ათას მეომარს,აქ იყო გარეთიანებული 4 დიდი ქვედანაყოფი - ამონი,რა,პტახი და სეტი.ამას დამატებული ფარაოს პირადი გვარდია.ჯამში 16 ათასამადე ქვეითი და 2000-მდე ეტლი.
ეგვიპტელი მეომრები
ეგვიპტელი მოქირავნეები
ეგვიპტური საბრძოლო ეტლი
1274 წლის გაზაფხულზე რამსესი თავისი არმიით გავიდა ეგვიპტიდან და ერთთვიანი მარშით მიადგა სირიას,მას ჰქონდა ინფორმაცია,რომ მუვათალის არმია ჰყავდა შეყრილი,მაგრამ არ იცოდა ამ არმიის ზუსტი ადგილმდებარეობა.დაზვერვამ შედეგი არ გამოიღო,ხოლო ხეთურმა აგენტურამ წარმატებული ოპერაცია განახორციელა,მიგზავნილმა ჯაშუშებმა რამსესს უთხრეს,რომ მუვათალი ბანაკად იდგა ქალაქ ტუნიპთან,ანუ 150 კმ-ით დაშორებით ქ.ქადეშისგან სადაც იმყოფებოდა რეალურად ხეთი მეფე.
ლაშქრობის დაწყებიდან 30-ე დღეს,რამსესმა დილით ადრე აყარა სამხედრო ბანაკი და დაიძრა ქადეშისკენ.სალაშქრო კოლონად დალაგებული ეგვიპტური არმია დაახლ.15 კმ-ზე გაიჭიმა და მიადგა მდ.შაბთუნას,ქადეშიდან 10 კმ-ით სამხრეთით.მდინარის გადალახვა დროში ძალიან გაიჭიმა,ამიტომ როგორც კი დასრულდა "ამონის" შენაერთის გადაყვანა მდინარის მეორე მხარეს,რამსესმა არ დაუცადა დანარჩენ ნაწილებს და თავისი გვარდიელებით შუადღეზე ქალაქის ჩრდ.დასავლეთით დასცა ბანაკი,აქვე მოვიდა ამონის რაზმი,ფარაოსთან შესაერთებლად მიიწევდა რას შენაერთი,ამ რაზმს მოჰყვებოდნენ თავად რამსესის შვილები,ხოლო პტახისა და სეთის შენაერთები ჯერ კიდევ გადადიოდნენ მდინარეზე.
სანამ ეგვიპტელები ნელა და არაორგანიზებულად მიიწევდნენ რამსესის სადგომისკენ,ხეთთებმა თავიანთი ეტლების დიდი ნაწილით (2500 ეტლი) მოკლე დროში შეუმჩნევლად გადალახეს მდინარე ორონტი,ქალაქს სამხრეთიდან შემოუარეს თავზე წაადგნენ რას რაზმს,იერიში იმდენად მოულოდნელი იყო,რომ უმოკლეს დროში ხეთურმა ეტლებმა პრაქტიკულად მთლიანად გაწყვიტეს ეს შენაერთი.
სანამ რამსესი შეიტყობდა რას რაზმის განადგურების ამბავს,მან როგორც ჩანს იეჭვა რაღაც საფრთხე და ბრძანა იმ 2 ჯაშუშის წამება რომელთა ჩვენებითაც ხეთური არმია შორს იდგა,დაკითხვის შედეგად მან შეიტყო,რომ ხეთური არმია მის საპირისპირო მხარეს იყო დაბანაკებული ქალაქის ჩრდ.აღმოსავლეთით,მან გაგზავნა შიკრიკი პტახის რაზმთან რათა მათ მაქსიმალურად დაეჩქარებინათ მდინარის გადალახვა,ხოლო ბანაკში გამართა სამხედრო საბჭო შემდეგი მოქმედებების დასაგეგმად.ამ დროს გახდა ცნობილი რას რაზმის განადგურების ამბავი და ხეთთა არმია თავად რამსესს მიადგა.ეგვიპტელები პანიკამ მოიცვა და როგორც რამსესი წერს "მე ერთი ვიყავი მშვიდად",მიუხედავად ამისა რამსესმა თავისი რაზმი გამოიყვანა ბანაკიდან და საბრძოლოდ განალაგა ოდნავ სამხრეთით.მოვლენები კი ისე განვითარდა,რომ ის ფაქტიურად ალყაში მოექცა,ხეთებმა მისი ბანაკიც იგდეს ხელთა,მაგრამ ფარაომ თავისი გვარდილებით და ამონელებით დიდი სიმამაცითა და ძალისხმევით გაუძლეს ხეთთა იერიშებს,მუვათალიმ კი ვერ მოახერხა თავისი ძლიერი ქვეითი არმიის მიშველება მოიერიშეთათვის,მან მხოლოდ რეზერვად დატოვებული 1000 ეტლი გაგზავნა,მაგრამ რამსესს დახმარებამ მოუსწრო,ბრძოლა ახალი ძალით განახლდა,აღმოსავლეთიდან მოიერიშე ხეთებს რამსესმა 6 კონტრშეტევით უპასუხა და 3 საათიანი უმძიმესი ბრძოლის შემდეგ ისინი დაამარცხა და მდინარეში ჩაყარა.გადამწყვეტი აღმოჩნდა პტახის რაზმის გამოჩენა,რომელმაც მხოლოდ საღამოსკენ მოახერხა მდინარის გადმოლახვა და მოიერიშე ხეთებს ზურგიდან დაარტყა.ხეთებმა მძიმე დანაკარგებით უკან დაიხიეს.
[IMG][/IMG]
მეორე დღეს მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის პირისპირ განალაგეს ჯარი,რამსესმა პირველ რიგად ეტლები ჩაამწკრივა,მეორე რიგად ქვეითი ჯარი,ხოლო უკანა მესამე რიგში რეზერვად იდგა ქვეითებისა და ეტლების ნაწილი.ძირითადი საბრძოლო განლაგების წინ იდგნენ მსუბუქი ქვეითები.ხეთების ცენტრი ქადეშის ძლიერ კედლებს ეყრდნობოდა,მარჯვენა ფლანგს კეტავდა მდ.ორონტი,მარცხენა ფრთა კი ღია ადგილას იდგა.ხეთებმა ძირითადი დარტყმა ეგვიპტელთა ცენტრზე მიიტანეს და მისი გარღვევა მოახერხეს,მაგრამ ეგვიპტელებმა მოახერხეს მუვათალის არმიის მარცხენა ფლანგის განადგურება,რითაც ცენტრში წინ წაწეული ხეთები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს,მუვათალიმ სცადა ბრძოლის ბედის შემოტრიალება და ქალაქიდან ბოლო რეზერვები ჩააბა ბრძოლაში,ხეთთა 8 ათასიანი შენაერთის იერიშს შედეგი არ მოჰყოლია,თუმცა მათ გადაარჩინეს გარეთ დარჩენილი ნაწილები სრულ განადგურებას და მისცეს საშუალება ქალაქის კედლებისთვის შეეფარებინათ თავი.2 დღიანი წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ მუვათალიმ ზავი ითხოვა,რამსესიც დათანხმდა რადგან გამარჯვების მიუხედავად ეგვიპტურმა არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა.
* * *
ქადეშის ბრძოლაეხნატონის მეფობის პერიოდში (ძვ.წ.1351-1334) ეგვიპტის ბატონობა სირია-ფინიკიაში ძალიან შესუსტდა,შინაურ საქმეებში გართული ფარაო არ აქცევდა ყურადღებას ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს რის შედეგადაც ქვეყნის დიდი ნაწილი ხეთთა იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა.ხეთურ-ეგვიპტური კონფლიქტის მოგვარების ერთგვარ მცდელობას წარმოადგენდა ტუტანხამონის ქვრივის წინადადება ხეთ უფლისწულზე დაქორწინების შესახებ,მაგრამ ეგვიპტურმა სამხედრო ელიტამ ეიას მეთაურობით ამ იდეას მხარი არ დაუჭირა და უფლისწული ცანანცასი გზაში მოწამლეს,საპასუხოდ ხეთები ღია საომარ მოქმედებაზე გადავიდნენ და სირიაში შეიჭრნენ,ეგვიპტემ სირიაზე კონტროლი სრულად მხოლოდ იმის გამო არ დაკარგა,რომ ხეთთა არმიაში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა.მდგომარეობა ერთგვარად გამოსწორდა ხორემხების მეფობის დროს (1320-1292),ხოლო სეთი 1-მა (1290-1279) რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა მოაწყო სირია-ფინიკიის მიმართულებით,თუმცა ეგვიპტელებმა მაინც ვერ დაიბრუნეს კონტროლი ჩრდ.სირიის სამთავროებზე,სადაც ხეთთები მყარად ბატონობდნენ.დაახლ.ასეთი სიტუაცია იყო 1279 წლისთვის როდესაც რამსეს 2 ტახტზე ავიდა.

ამბიციური ფარაოს მთავარი ამოცანა იყო,ხეთების განდევნა სირიიდან და ამ რეგიონზე ეგვიპტის სრული ბატონობის აღდგენა,1275 წელს რამსესმა პირველი დაზვერვითი სახის ლაშქრობა მოაწყო პალესტინის გავლით ფინიკიაში.ხეთთა მეფე მუვთალი 2 (1295-1272) მიხვდა,რომ ეგვიპტელები არ გაჩერდებოდნენ და საგანგებოდ მოემზადა ახალი შემოტევისთვის,მოკავშირეებითა და ვასალებით გაძლიერებული ხეთური არმიის რიცხვმა იმ დროისთვის უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია.სულ შეიყარა 28 ათასამდე მეომარი,ამათგან 17 ათასი იყო ქვეითი,ხოლო დანარჩენი 10.500 მეომარი 3-3-ად გადანაწილებული იყო 3.500 საბრძოლო ეტლზე.
ხეთი მეომრები

ხეთური საბრძოლო ეტლი

თავის მხრივ რამსესიც საგანგებოდ მოემზადა სირიაში დიდი ლაშქრობისთვის,მან თავი მოუყარა დაახ.20 ათას მეომარს,აქ იყო გარეთიანებული 4 დიდი ქვედანაყოფი - ამონი,რა,პტახი და სეტი.ამას დამატებული ფარაოს პირადი გვარდია.ჯამში 16 ათასამადე ქვეითი და 2000-მდე ეტლი.
ეგვიპტელი მეომრები

ეგვიპტელი მოქირავნეები

ეგვიპტური საბრძოლო ეტლი

1274 წლის გაზაფხულზე რამსესი თავისი არმიით გავიდა ეგვიპტიდან და ერთთვიანი მარშით მიადგა სირიას,მას ჰქონდა ინფორმაცია,რომ მუვათალის არმია ჰყავდა შეყრილი,მაგრამ არ იცოდა ამ არმიის ზუსტი ადგილმდებარეობა.დაზვერვამ შედეგი არ გამოიღო,ხოლო ხეთურმა აგენტურამ წარმატებული ოპერაცია განახორციელა,მიგზავნილმა ჯაშუშებმა რამსესს უთხრეს,რომ მუვათალი ბანაკად იდგა ქალაქ ტუნიპთან,ანუ 150 კმ-ით დაშორებით ქ.ქადეშისგან სადაც იმყოფებოდა რეალურად ხეთი მეფე.
ლაშქრობის დაწყებიდან 30-ე დღეს,რამსესმა დილით ადრე აყარა სამხედრო ბანაკი და დაიძრა ქადეშისკენ.სალაშქრო კოლონად დალაგებული ეგვიპტური არმია დაახლ.15 კმ-ზე გაიჭიმა და მიადგა მდ.შაბთუნას,ქადეშიდან 10 კმ-ით სამხრეთით.მდინარის გადალახვა დროში ძალიან გაიჭიმა,ამიტომ როგორც კი დასრულდა "ამონის" შენაერთის გადაყვანა მდინარის მეორე მხარეს,რამსესმა არ დაუცადა დანარჩენ ნაწილებს და თავისი გვარდიელებით შუადღეზე ქალაქის ჩრდ.დასავლეთით დასცა ბანაკი,აქვე მოვიდა ამონის რაზმი,ფარაოსთან შესაერთებლად მიიწევდა რას შენაერთი,ამ რაზმს მოჰყვებოდნენ თავად რამსესის შვილები,ხოლო პტახისა და სეთის შენაერთები ჯერ კიდევ გადადიოდნენ მდინარეზე.
სანამ ეგვიპტელები ნელა და არაორგანიზებულად მიიწევდნენ რამსესის სადგომისკენ,ხეთთებმა თავიანთი ეტლების დიდი ნაწილით (2500 ეტლი) მოკლე დროში შეუმჩნევლად გადალახეს მდინარე ორონტი,ქალაქს სამხრეთიდან შემოუარეს თავზე წაადგნენ რას რაზმს,იერიში იმდენად მოულოდნელი იყო,რომ უმოკლეს დროში ხეთურმა ეტლებმა პრაქტიკულად მთლიანად გაწყვიტეს ეს შენაერთი.

სანამ რამსესი შეიტყობდა რას რაზმის განადგურების ამბავს,მან როგორც ჩანს იეჭვა რაღაც საფრთხე და ბრძანა იმ 2 ჯაშუშის წამება რომელთა ჩვენებითაც ხეთური არმია შორს იდგა,დაკითხვის შედეგად მან შეიტყო,რომ ხეთური არმია მის საპირისპირო მხარეს იყო დაბანაკებული ქალაქის ჩრდ.აღმოსავლეთით,მან გაგზავნა შიკრიკი პტახის რაზმთან რათა მათ მაქსიმალურად დაეჩქარებინათ მდინარის გადალახვა,ხოლო ბანაკში გამართა სამხედრო საბჭო შემდეგი მოქმედებების დასაგეგმად.ამ დროს გახდა ცნობილი რას რაზმის განადგურების ამბავი და ხეთთა არმია თავად რამსესს მიადგა.ეგვიპტელები პანიკამ მოიცვა და როგორც რამსესი წერს "მე ერთი ვიყავი მშვიდად",მიუხედავად ამისა რამსესმა თავისი რაზმი გამოიყვანა ბანაკიდან და საბრძოლოდ განალაგა ოდნავ სამხრეთით.მოვლენები კი ისე განვითარდა,რომ ის ფაქტიურად ალყაში მოექცა,ხეთებმა მისი ბანაკიც იგდეს ხელთა,მაგრამ ფარაომ თავისი გვარდილებით და ამონელებით დიდი სიმამაცითა და ძალისხმევით გაუძლეს ხეთთა იერიშებს,მუვათალიმ კი ვერ მოახერხა თავისი ძლიერი ქვეითი არმიის მიშველება მოიერიშეთათვის,მან მხოლოდ რეზერვად დატოვებული 1000 ეტლი გაგზავნა,მაგრამ რამსესს დახმარებამ მოუსწრო,ბრძოლა ახალი ძალით განახლდა,აღმოსავლეთიდან მოიერიშე ხეთებს რამსესმა 6 კონტრშეტევით უპასუხა და 3 საათიანი უმძიმესი ბრძოლის შემდეგ ისინი დაამარცხა და მდინარეში ჩაყარა.გადამწყვეტი აღმოჩნდა პტახის რაზმის გამოჩენა,რომელმაც მხოლოდ საღამოსკენ მოახერხა მდინარის გადმოლახვა და მოიერიშე ხეთებს ზურგიდან დაარტყა.ხეთებმა მძიმე დანაკარგებით უკან დაიხიეს.

მეორე დღეს მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის პირისპირ განალაგეს ჯარი,რამსესმა პირველ რიგად ეტლები ჩაამწკრივა,მეორე რიგად ქვეითი ჯარი,ხოლო უკანა მესამე რიგში რეზერვად იდგა ქვეითებისა და ეტლების ნაწილი.ძირითადი საბრძოლო განლაგების წინ იდგნენ მსუბუქი ქვეითები.ხეთების ცენტრი ქადეშის ძლიერ კედლებს ეყრდნობოდა,მარჯვენა ფლანგს კეტავდა მდ.ორონტი,მარცხენა ფრთა კი ღია ადგილას იდგა.ხეთებმა ძირითადი დარტყმა ეგვიპტელთა ცენტრზე მიიტანეს და მისი გარღვევა მოახერხეს,მაგრამ ეგვიპტელებმა მოახერხეს მუვათალის არმიის მარცხენა ფლანგის განადგურება,რითაც ცენტრში წინ წაწეული ხეთები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს,მუვათალიმ სცადა ბრძოლის ბედის შემოტრიალება და ქალაქიდან ბოლო რეზერვები ჩააბა ბრძოლაში,ხეთთა 8 ათასიანი შენაერთის იერიშს შედეგი არ მოჰყოლია,თუმცა მათ გადაარჩინეს გარეთ დარჩენილი ნაწილები სრულ განადგურებას და მისცეს საშუალება ქალაქის კედლებისთვის შეეფარებინათ თავი.2 დღიანი წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ მუვათალიმ ზავი ითხოვა,რამსესიც დათანხმდა რადგან გამარჯვების მიუხედავად ეგვიპტურმა არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა.
This post has been edited by G_Nizharadze on 3 Sep 2014, 13:57