kvirike
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5712
წევრი No.: 90563
რეგისტრ.: 4-May 09
|
#42953273 · 24 Nov 2014, 10:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
abkhazi_83
| QUOTE | | რახან ასეთ განცხადებას აკეთებ საკითხში გარკვეულიც უნდა იყო...პუნქტობრივად ჩამოტვალე ის პრივილეგიები რომლითაც სარგებლობდნენ აფხაზები და არ სარგებლობდნენ ქართველები... |
აგერ ბატონო, ქვემოთ მოყვანილ ტექსტში ნათლადაა რა პრივილეგიებს ფლობდნენ "აფხაზები" და საიდან მოდის მათი პრეტენზიები ქართულ მიწაზე და რა ვირეშმაკობებს სჩადიოდნენ: ფაქტიურად უკვე XV საუკუნიდან ადიღეური (და აბაზური) ტომების თარეში შავიზღვისპირეთის მიმართულებით იმდენად ინტენსიური გახდა, რომ მან აფხაზეთში მოსახლეობის ცვლა გამოიწვია. აფხაზეთის ძველი მკვიდრი, ქრისტიანი და მიწათმოქმედი მოსახლეობის ნაწილი, ადიღეურ-აბაზური მოდგმის ტომებმა ან თურქეთის ბაზრებში გაყიდეს, ანდა მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სახმრეთ-აღმოსავლეთით, ენგურს გამოღმა გადმოიწია. მოშიშვლებულ, გაპარტახებულ აფხაზეთის ტერიტორიას კი შემდეგ მიგრანტი ადიღეელები და აბაზები დაეუფლნენ, რომელთა მიგრაცია ორი მიმართულებით - ზღვის მხრიდან და მთიდან ხდებოდა. XVI-XVII საუკუნეებში ადიღე-ჩერქეზებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან. როგორც ჩანს ისინი ხშირად თავშესაფარს პოულობდნენ აფხაზეთში, სადაც ჩრდილო-დასავლეთიდან თანდათანობით მოიწევდნენ და უკაცრიელ ადგილებში (შესაძლებელია მასობრივი სენის შედეგად გაწყვეტილ ტერიტორიებზე) სახლდებოდნენ კიდეც. ამის შედეგი უნდა იყოს არა მხოლოდ აბაზა-აფსუების ჩასახლება აფხაზეთში, არამედ ჩერქეზების (ჯიქ-უბიხების, შაფსუღების, ნატუხაელების და სხვ.) ჩამოსახლებაც ტუაფსე-სოჩა-ადლერის მხარეშიც. მართალია ქართული წყაროები დეტალურად არ იცნობენ ადიღე-ჩერქეზთა მრავალრიცხოვან ტომებს (მაგალითად, შაფსუღებს, ნატუხაელებს, აბაძეხებს, თემირგოველებს და სხვებს ისე, როგორც აბაზა-აფსუებს), რადგან ისინი აფხაზეთის არემარეში არ ჩანდნენ ადრე, მაგრამ ჩანს, მეზობელ ჩრდილო კავკასიელებს, სახელდობრ ჩერქეზებს თავიანთი ტერიტორიიდანაც ჰქონდათ ეს ურთიერთობა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ რაჭველები, სვანები და მეგრელები დიდი ხნის წინაც იცნობდნენ ჩერქეზებს, მაგალითად, სვანურმა ენამ დღემდე შემოინახა მათი უძველესი სახელი ქაშაგი, ქართული წყაროები იცნობს ჯიქს, კერკეტებს და სხვ. ჩრდილო-დასავლეთი კავკასია, მდინარე ყუბანის აუზი უძველესი დროიდან იყო ადიღეური მოდგმის ტომების საცხოვრისი. აფხაზეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა იმ ძირითად არტერიას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სამეფო უკავშირდებოდა დასახელებულ ტომებს. პოლიტიკური სიტუაციები და ეკონომიკური კრიზისები, “აგრეთვე მეურნეობასთან დაკავშირებული აუცილებლობანი, ხშირად აიძულებდა ცალკეულ ადიღეელ ტომებს, გამოეცვალათ თავისი ადგილსამყოფელი და სხვაგან გადასახლებულიყვნენ”. XVI საუკუნიდან უცხოელი ავტორები აფხაზებს “აბაზა” ტერმინით იხსენიებენ. “აფხაზ” და “აბაზა” ტერმინების გაიგივებაში აფხაზეთში მთის ჩამოწოლის პროცესის დადასტურება უნდა დავინახოთ. XVII საუკუნის უცხოური წყაროების მოწმობით, “აფხაზები” კავკასიელი მთიელები არიან, რომელთაც ჯერ ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური მეურნეობა, ფეოდალური წყობა, ქრისტიანობა. ისინი თავიანთი პრიმიტიული ყოფითა და წარმართული რელიგიით აშკარად არ არიან იმ აფხაზთა შთამომავალნი, რომლებიც ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ-პოლიტიკურ მშენებლობაში მონაწილეობდნენ ქართველ ტომებთან ერთად… ამ პერიოდის უცხოელი ავტორები აფხაზებს კავკასიელი მთიელებისაგან ვერ არჩევენ. მათი წარმოდგენით, აფხაზების ყოფა, ტანსაცმელი, ტრადიციები ჩერქეზებისას ჰგავს. მთის ჩამოწოლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური სახე. ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი. “აფხაზი” უკვე არ არის კულტურულ-პოლიტიკურად ქართველი, აფხაზთა ტომი ახალი ეთნიკური სახით ჩამოყალიბდა. ამ ახალ ეთნიკურ ჯგუფს ქართველებმა მექანიკურად ისევ “აფხაზი” უწოდეს, ისინი კი თავიანთ თავს “აფსუას” უწოდებენ. საგულისხმოა, რომ თვითსახელწოდება “აფსუა” ეთნონიმ “აბაზას” ფონეტიკური სახეცვლილებაა. ენათმეცნიერებაში აღიარებულია, რომ აფხაზური (აფსუა) ენა აბაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს და მათ შორის მხოლოდ დიალექტური განსხვავებაა. საინტერესოა, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხები “აფხაზებს” თავიანთი მეზობელი მთის აბაზური თემების სახელებს უწოდებდნენ: ყაბარდოელები - აიბგას, უბიხები - ბასხიგს, ყარაჩაელები - აჰჭიფსს. ე.ი. ისინი ამ თემებსა და აფხაზებს (აფსუა) ერთ ხალხად მიიჩნევდნენ. ტერმინ “აფხაზეთის” და “აფხაზის” დავიწროება-შეკუმშვა მოხდა ერთიანი პოლიტიკური საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ. XVII საუკუნის დასაწყისში კი სამეგრელოს სამთავროს გამოეყო აფხაზეთის საერისთავო და ცალკე სამთავროდ იქცა. სწორედ აფხაზეთის დამოუკიდებელ სამთავროდ გამოყოფის დროიდან უკვე სწრაფად უნდა მომხდარიყო ტერმინ “აფხაზი”-ს და “აფხაზეთი”-ს რეტირადა. გაფართოებული ტერმინი შეკუმშვისას ბუნებრივია დაუბრუნდა თავის მშობლიურ სახლს, “საკუთრივ აფხაზეთს”, თავის საწყის ნორმალურ ზომას - ანაკოფიასა და ბზიფს შორის მდებარე ტერიტორიას. დავიწროება-შეკუმშვისას, ანუ, უფრო სწორად, ნორმალურ საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას სამი-ოთხი საუკუნის შემდეგ, ტერმინ “აფხაზ” - “აფხაზეთს” თავისი მშობლიური - “საკუთრივ აფხაზეთი” დახვდა ეთნოდემოგრაფიულად სახეშეცვლილი. თავის სამშობლოში მას დახვდა არა მარტო აფხაზები, არამედ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული ადიღეური ტომი - აფსუები. ქრისტიანულ აფხაზეთში წარმართობა მომძლავრდა, ამასთანავე დამპყრობელი ოსმალების გავლენით ისლამი იკიდებს ფეხს. XV-XVI საუკუნემდე დასავლეთ საქართველოს საერთო ქართულ სოციალურ-კულტურულ სამყაროდ აღიქვამდნენ, განსაკუთრებით XVII საუკუნიდან მკვეთრად გამოყოფენ და განასხვავებენ ერთმანეთისაგან კოდორის სამხრეთით და მის ჩრდილოეთით მცხოვრებთა ყოფას. სწორედ XVII საუკუნიდან ჩნდება პირველი ცნობები კოდორის ჩრდილოეთით ქართულისაგან (მეგრულისაგან) განსხვავებული სალაპარაკო ენის არსებობის შესახებ (აბულ ფიდა, პიეტრო გერალდა, ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, არქანჯელო ლამბერტი, ევლია ჩელები და სხვები). ამდენად, აფსუების ექსპანსიის შედეგად აფხაზი წარმართად ან მაჰმადიანად იქცა, აფხაზეთი - ადრეფეოდალური ურთიერთობის ქვეყნად. ასე წარმოიშვა “ახალი აფხაზეთი”, რომლის მკვიდრი მოსახლე ქართველობა (ძირითადად მეგრელობა) გააქციეს ან გაააფსუეს, რომელთაც ზურგს უმაგრებდნენ, რაოდენობრივად ავსებდნენ და სულიერად ასაზროდებდნენ ჩრდილოელი ჩერქეზები: უბიხები, ჯიქები, ბჟედუხები, შაფსუღები, აბაძეხები, ყაბარდოელები, ყირიმელი თათრები, თურქ-ოსმალები და სხვა რჯულისა და სულის ხალხი. ასე წარმოიშვა ქრისტიანი საქართველოს მოძულე და დაუძინებლი მტერი - მაჰმადიანური აფხაზეთი, რომელიც თურქეთის შემდეგ რუსეთის ქვეშევრდომ და სტრატეგიულ პუნქტად იქცა. მათმა მთავრებმა დაიკავეს ტერიტორია კოდორიდან ენგურადმე. ამ ტერიტორიაზე მოსპეს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ვინც შიმშილს, მახვილსა და ავადმყოფობას გადაურჩა, ოსმალეთში გაყიდეს, ხოლო მათ ადგილას აფუსები დაასახლეს. XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა რამდენჯერმე დაარბია აფხაზეთი. პარალელურად აქ, ადიღეელები და განსაკუთრებით აბაზინები კვლავ უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ მთებიდან და ავსებდნენ აფხაზთა სამთავროს დანაკლისს. ამან აიძულა ლევან II დადიანი, რომ “ანაკოფიის აღმოსავლეთ ზღვიდამ მთამდე შეავლო ზღუდე დიდი… აფხაზთა გადმოუსვლელობისათვის”. პარადოქსია, რომ ლევან II დადიანის მიერ “აფხაზთაგან” დასაცავად ამართულ ზღუდეებს აფსუა ისტორიკოსები “Великая абхазская стена”ს უწოდებენ. შემთხვევითი არ არის, რომ აფხაზებად “მონათლული” გამაჰმადიანებული აფსუა ფეოდალები მათთვის უცხო ქართველებზე თითქმის ნადირობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის დასაწყისში აფხაზები “დაუხვდებიან ოსმალთა ნავითა და ლაზჭანთა და უფრორად ოდიშგურიასა”. აფსუები დიდი ნავებით მოულოდნელად მიადგებოდნენ ნაპირს, ვისაც მოახელებდნენ იტაცებდნენ და თურქებზე ყიდდნენ ან აფხაზეთში ყმებად ასახლებდნენ. აფსუა მეკობრეებს თურქებიც კი უფრთხოდნენ. 1715 წლის მაისში ჭანმა რაისმა სულხან-საბა ორბელიანი ქობულეთში არ წამოიყვანა, რადგან “გურიას ხომალდს ვერ წამოვიღებო, აფხაზი აშლილია, მეშინიანო”. ამ პერიოდში აფხაზეთში აღარ შენდებოდა ქრისტიანული ეკლესიები, არსებული კი ინგრეოდა, ნადგურდებოდა. შემთხვევითი არ იყო, რომ ასეთი პირობების გამო “აფხაზეთის კათალიკოსი”, რომლის რეზიდენცია ბიჭვინთაში მდებარეობდა, იძულებული გახდა XVI საუკუნეში ქუთაისთან ახლოს გელათში გადმოსულიყო13. იგივე ლევან დადიანის ერთი საყურადღებო საბუთის მიხედვით: “…მას ჟამსა უღმრთოდ და უსჯულოებად მიიქცეს აფხაზნი… აფხაზთა გარყუნეს სჯული და კათალიკოზობა”. ამ მოვლენამ კიდევ უფრო მწვავედ იჩინა თავი კათალიკოსების დავით ნემსაძისა (1673-1696 წწ.) და გრიგოლ II ლორთქიფანიძის (1696-1742 წწ.) პერიოდში. აფსუების ექსპანსიის შედეგად მდინარე ენგურს გაღმა მდებარე ტერიტორიები ქართული მოსახლეობისაგან დაიცალა. განადგურდა საკათალიკოსო სოფლები. როდესაც კათალიკოსი გრიგოლ II მდინარე ენგურს გაღმა გადავიდა, რათა “აფხაზისაგან” აყრილი საკათალიკოსო ყმები შეენარჩუნებინა, სოფელ ნაჟანეულში ადრე საკათალიკოსოს კუთვნილი 60 კომლი ყმიდან მხოლოდ ექვსიღა დახვდა, ასეთივე მდგომარეობა იყო სხვა სოფლებშიც. კათალიკოსმა გრიგოლმა ყველა გადარჩენილი საკათალიკოსო ყმა მდინარე ენგურის გამოღმა გადმოიყვანა და ოდიშის სოფლებში დააასახლა. სრულიად საკათალიკოსო მამულის დავთარში, რომელიც XVIII საუკუნის ვითარებას აღწერს, ასევე ამ პერიოდის სხვა წერილობით წყაროებში არსად მდინარე ენგურს გაღმა მდებარე არცერთი საკათალიკოსო სოფელი უკვე აღარ იხსენიება. ჩრდილო კავკასიიდან აფსუების ჩამოსახლებაზე აფხაზეთში პირდაპირი წერილობითი წყაროებიც მოგვეპოვება, კერძოდ, რუსი ისტორიკოსების მამად წოდებული, პეტრე პირველის თანამედროვე წყაროთმცოდნე ისტორიკოსი (სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, რუსეთის ისტორიის ხუთტომეულის ავტორი) ვ.ნ. ტატიშჩევი, რომელიც წერს, რომ აფხაზეთის მოსახლეობა “ობეზები” - არიანო, ის ობეზად მიიჩნევს აფხაზს, ხოლო ყუბანისპირეთიდან მოსულ “აფსუას არა “ობეზად” და არა აფხაზად თვლის. როგორც ვხედავთ, ყოველმხრივ გათვითცნობიერებული ტატიშჩევი, რომელიც დაინტერესებულია შავი ზღვით და საერთოდ სამხრეთის ქვეყნებით (ბუნებრივია მათი მოსახლეობით), თვითმხილველია აფხაზეთში მიმდინარე ეთნიკური პროცესების, იქ ჩრდილო კავსკასიის ხალხის მიგრაციის. საერთოდ, ჩრდილო კავკასიიდან პერმანენტულმა მიგრაციებმა განაპირობეს შიდა მიგრაციული პროცესებიც. მთაში დამკვიდრებული მოსახლეობა ჩრდილო კავკასიელი, უკვე მეზობელი, მთიელი ტომების თავდასხმების გამო ქვეყნის მთისწინა და ბარის რეგიონებისაკენ ინაცვლებდა; მკვიდრ მოსახლეობას, რომელიც მას გზაზე ხვდებოდა, ავიწროებდა და გაქცევას ან “გააფხაზებას” აიძულებდა. XVIII საუკუნეში დოკუმენტურადაა დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ფსხუელები თარეშით ხშირად ქვეყნის შიდა რაიონებამდე აღწევდნენ და ზოგჯერ სოხუმამდეც ჩამოდიოდნენ; ბზიფის მხრიდან ჯიქები, კოდორის ხეობიდან კი წებელდელები იჭრებოდნენ. ჩამოსახლებული კავკასიელების ახალახალი ნაკადები ადრე ჩამოსახლებულ მოსახლეობას ფეხის მოკიდებასაც არ აცდიდნენ თანდათანობით ისე მიერეკებოდნენ მთისწინეთსა და ბარში. ქართველების ის ნაწილი, რომელიც საცხოვრებლად იქვე რჩებოდა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უპირატესობის მოსაპოვებლად საკუთარ ეროვნულ მრწამსს უცხო ეთნიკური ჯგუფის ეთნო-რელიგიურ მრწამსზე ცვლიდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აფხაზეთში აფსუების მოძალებამ ფეოდალური ურთიერთობის კანონზომიერი პროცესი შეაფერხა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველა დანარჩენი კუთხისაგან განსხვავებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე XVIII საუკუნეშიც კი გლეხთა დიდი ნაწილი ერთი მებატონიდან მეორესთან თავისუფლად გადასვლის უფლებით ჯერ კიდევ სარგებლობდა, იგი მიწაზე საბოლოოდ არ იყო მიმაგრებული. ამიტომაც იზიდავდა დასავლეთ საქართველოს სხვა ნაწილების მწარმოებელ მოსახლეობას აფხაზეთი; ამიტომ გარბოდნენ იქ, განსაკუთრებით სამეგრელოდან, ყმა გლეხები, რომლებმაც თანდათან დროთა განმავლობაში ჩამოაყლიბეს გააფხაზებული ქართველების მრავალრიცხოვანი მოსახლეობა. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის შვილი, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძე აიდეალებდა პატრიარქალური ცხოვრების წესს, რაც დამახასიათებელი გახდა გვიანი ფეოდალიზმის დროს აფხაზეთში აფსუათა “ჩამოწოლის” შედეგად. ის აღნიშნავდა: “აფხაზეთში საზოგადოებრივი წყობა სულ სხვა იყო, ვიდრე რუსეთში. ყველა კმაყოფილი ცხოვრობდა, და არ იყო არც გაჭირვებული, არც მონები. თავადები და გლეხები მეგობრულად ცხოვრობდნენ, ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგან აფხაზეთში არ არსებობდა ბატონყმური დამოკიდებულება…” სავსებით მართალია გ. შერვაშიძე ამ შეფასებაში, მაგრამ ბუნებრივია ავტორი არ ან ვერ განმარტავს ამ განსხვავებას. მაშინ, როცა მთელ საქართველოში სავსებით კანონზომიერად გვიანი ფეოდალიზმის დროს მთელი თავისი შედეგებით ვითარდებოდა ბატონყმური ურთიერთობა, მხოლოდ აფხაზეთში, როგორც “ოაზისი უდაბნოში” პატრიარქალობისა და წარმართობისაკენ დაბრუნება ხდებოდა. * * * ვაგრძელებ:
დოკუმენტური წყაროების მიხედვით, აფხაზეთში ქართველების დევნა და შევიწროება გრძელდებოდა XIX საუკუნეშიც, რადგან კავკასიის მთებიდან და დასავლეთიდან ახალ ნაკადად მოედინებოდა ჯიქების, უბიხების, აბაზების, მედოველების, აჩიპსების, აიგბების და სხვათა აგრესიული მიგრაციის პროცესი. ესენი მოსვენებას უკარგავდნენ არა მხოლოდ აფხაზეთის მშვიდობიან მოსალხეობას, არამედ გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმსა და სხვაგან დაბანაკებულ რუსულ სამხედრო ნაწილებსაც. აფსუები აფხაზეთის ტერიტორიის გარდა კომპაქტურად დასახლდნენ აჭარაში. ისინი მოჰაჯირთა შთამომავლები არიან, რომლებიც XIX საუკუნის II ნახევარში გაასახლეს აფხაზეთიდან თურქეთში. “აჭარელი აფხაზები, ისევე როგორც მათი თანამემამულეები აფხაზეთში, თავის თავს აფსუას უწოდებენ”. მათი ეთნოგრაფიული ჯგუფის ჩამოყალიბება მიმდინარეობდა თურქეთში გადასახლების პერიოდში. აჭარის “აფხაზებიც” წარმომავლობის თვალსაზრისით ფერიელ აფხაზებს ანსხვავებენ ანგისელებისაგან. ფერიელები ანგისელებს უწოდებენ ბზიფის აფხაზებს - “ბზიფაა აფსუაა”, ხოლო ანგისელი აფხაზები ფერიელებს ჩერქეზ აფხაზებს - “ჩერქეზ აფსუაა”. გარდა ამისა ყველა ესენი თავიანთ თავს უწოდებენ როგორც აბაზას ისე ჩერქეზს. აფსუა მეცნიერები აცხადებენ, რომ დროთა განმავლობაში ხორციელდებოდა აფხაზთა ძალდატანებითი ასიმილირების პოლიტიკა, ქართველთა დემოგრაფიული ექსპანსია. ამის საპასუხოდ ყველაზე თვალნათლივ სტატისტიკა მეტყველებს. მაგალითად, 1886 წელს სოხუმში სამი “აფხაზი” ცხოვრობდა: ერთი ქალი და ორი მამაკაცი. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. ასევე იყო ოჩამჩირეში, გუდაუთაში და სხვ.
1926 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, აფხაზეთში ცხოვრობდა 67494 ქართველი ანუ 33,3% და 55918 “აფხაზი”, რაც 27,8%ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ აღწერის მიხედვით, 8920 აფხაზი ანუ თითქმის ყოველი მეექვსე მშობლიურ ენად ქართულს თვლიდა25. ბუნებრივია, ესენი ყველა “გააფხაზებული” ქართველები იყვნენ. სხვა ეროვნებები ავტონომიურ რესპუბლიკაში აღნიშნულ წელს შემდეგნაირად გამოიყურებოდნენ: რუსები 12 ათასი ანუ 6,0%, სომხები 25 ათასი ანუ 12, 5%; დანარჩენი მოსახლეობა 41 ათასი ანუ 20,4%; სულ 201 ათასი ადამიანი. 1928-1930 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 210 ათასზე მეტი სული. მათგან ყველაზე მეტი - 123412 ქართველები და აფსუები იყვნენ. დანარჩენი მოსახლეობა: სომხები, ბერძნები, ესტონელები, გერმანელები, თურქები და სხვ. შადგენდა 86588 კაცს. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს “აფხაზები” ჯარში არ მიჰყავდათ, რის გამოც დაიწყო ქართული მოსახლეობის “გააფხაზება”, ამ პროცესმა განსაკუთრებით აქტიური სახე მიიღო XX საუკუნის 20იანი წლებიდან. ამდენად, აფსუები აფხაზეთში გახდნენ არა მხოლოდ ერი, არამედ პრივილეგირებული კლასი, რომლის რიგებიდანაც ყალიბდებოდა ავტონომიური რესპუბლიკის მთელი ადმინისტრაცია საოლქო კომიტეტის პირველი მდივნიდან დაწყებული, დამთავრებული პატარპატარა საწარმოების დირექტორებით, მათი მოადგილეებით და დისპეტჩერებითაც კი. სხვა ერის შვილები თუ მუშაობდნენ დაწესებულებებში, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზი ხელმძღვანელები ვერ წვდებოდნენ მთელს ავტონომიურ რესპუბლიკას. “აფხაზებს”, სხვა ეროვნებებთან შედარებით, ეძლეოდათ უპირატესობა მილიციაში, ნავსადგურში მუშად მიღების დროს. ნაციონალიზმის თვალსაჩინო სურათს იძლევა კომკავშირის საოლქო კომიტეტის ცირკულარი ყველა კომკავშირული ორგანიზაციისათვის, სადაც ნათქვამია, რომ კომკავშირში უნდა მიეღოთ მხოლოდ აფხაზი ახალგაზრდები. მართალია, ეს ცირკულარი მოგვიანებით უარყოფილ იქნა, მაგრამ მისი ამ სახით გამოქვეყნება აშკარად აჩვენებს რამდენად იყო შოვინიზმი გაბატონებული ახალგაზრდებშიც. “საბჭოთა აფხაზეთის” ხელმძღვანელობამ თავისი ეროვნული პოლიტიკით აამხედრა მოსახლეობის სამი მეოთხედი. რადგან აფხაზს ყველგან და ყოველთვის ენიჭებოდა უპირატესობა, არააფხაზური ეროვნების წარმომადგენელი იძულებული ხდებოდა თავი აფხაზად გამოეცხადებინა (გააფხაზებულიყო), რათა სამსახური ეშოვნა. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ 1926 წლის აღწერის დროს “რამდენიმე ათასმა კაცმა თავისი თავი აფხაზ ეროვნებას მიაკუთვნა. თუმცა მათი ენა იყო არა აფხაზური, არამედ ქართული (მეგრული)”. მაგალითისათვის, აღარაფერს ვამბობთ ისეთ ქართულ გვარებზე, როგორიცაა გოგუა, ლომია, ნოდია, გულია (დიახ გულიაც), მაგრამ რა ვუყოთ “აფხაზ” წერეთლებს, ახვლედიანებს, აბაშიძეებს, მაისურაძეებს და მრავალ მათ მსგავსთ?! ეს ფაქტი, უდავოდ ნიშნავს აფხაზების მხრიდან ქართველების ასიმილაციას და არა პირიქით, როგორც ამას ხშირად წერენ აფხაზი ავტორები. აფსუების გვარების შესახებ არსებულ გადმოცემებში, ლაპარაკია მათ გადმოსახლებაზე აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან, ანდა დასავლეთ კავკასიის აბაზურ-ადიღეურ ტომებთან ნათესაობაზე. ს.ბასარიას ჩაუწერია 145 წლის მაჟაგვ ადლეიბას ნაამბობი: “აფხაზეთის პირველ მოსახლეებს განეკუთვნებიან გვარები - აგრბა, ადლეიბა, ინაფშბა… ყველა ისინი გამოვიდნენ “ყირიმიდან” (მხედველობაში აქვს ყარაჩაი)… ჩვენი წინაპრები გადმოსახლდნენ, როცა გაიგეს, რომ აფხაზეთის მოსახლეობა გაიფანტა და იგი უდაბნოდ იქცა”. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, რომელიღაც დასავლურ-ქართული ჯგუფის გადასვლა მოხდა ადიღეურ მეტყველებაზე. ამ ქართულ ეთნიკურ ჯგუფში იგულისხმება აფხაზთა ის 80%, რომლებიც დღემდე ქართულ გვარებს ატარებენ და იციან აფსუური ენაც, ხოლო “აფხაზი”, როგორც ეთნიკური ცნება, ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ეროვნულობის აღმნიშვნელ ცნებად აქცია. ამით აფხაზები - ძირძველი ქართველები, ხელოვნურად მოგლიჯეს საერთო ქართულ ეროვნულ ორგანიზმს. ასე სჭირდებოდა იმპერიულ პოლიტიკას თავისი კლასიკური პრინციპის გასატარებლად - “გათიშე და იბატონე”. ყოველგვარი კომენტარის გარეშე, ზოგიერთი ქართველის აფსუად (აფხაზად) მონათვლა ხელს უწყობდა გაორებული ქართველების შთაგონებას, რომ ისინი ქართველები არ იყვნენ. ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტად აღვივებდა აფხაზურ სეპარატიზმს და ხელს უწყობდა გააფხაზებულ ქართველებში ანტიქართული ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებას. დღევანდელ ე.წ. აფხაზთა დაახლოებით 80% ქართულ გვარებს ატარებს, ხოლო 12-13% - ადიღეურ-ჩერქეზულ-აბაზინურს, ანუ ჩრდილოკავკასიური წარმომავლობისა არიან. თავიანთ თავს ისინი აფსუას უწოდებენ. 80% ატარებს გვარებს: ალანია, მალანია, წერეთელი, ახვლედიანი, ჭკადუა, გურგულია, სანიკიძე, ჩაკვეტაძე, ჭელიძე, აბაშიძე და ა. შ. 12-13% - ძიბა, არძინბა, ხინტბა, წვიჟბა, თარბა, ბგანბა, ხიკუბა, ბუთბა, შინკუბა და ა.შ. აფხაზთა 450 გვარიდან 300-ზე მეტი ქართულია და 100-ზე ნაკლები ჩრდილოკავკასიური, დანარჩენები ზოგი თურქია, ზოგი სპარსი, ზოგი რუსი…
***
რუსებმა, როგორც ჩანს კარგად იცოდნენ აფსუა-აფხაზების ვინაობა. შემთხვევითი არ არის, რომ XVIII-XIX საუკუნეებში რუსული წყაროები აფხაზებს აბაზინების სახელით მოიხსენიებენ. მხოლოდ მოგვიანებით, ქართულის გავლენით მკვიდრდება ტერმინი აფხაზი. 1820 წელს, კავკასიის მთავარსარდალი გენერალი ერმოლოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრაფ ნესელროდესადმი გაგზავნილ წერილში აფსუა-აფხაზებს ასევე “აბაზინელების” სახელით მოიხსენიებს. იმავე საუკუნის ცნობილი რუსი კავკასიისმცოდნე ა.დიაჩკოვტარასოვი სამურზაყანოს შესახებ წერდა: “აფხაზები ყოველთვს არ ცხოვრობდნენ აქ… მათი გადმოცემები და მრავალი ისტორიული ცნობები, აგრეთვე, მათი ადათ-წესები მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ, შეავიწროვეს ქართველური ტომები, შეჩერდნენ ენგურზე, აქ მოხდა აღრევა ორი ერთმანეთისათვის უცხო ტომისა - მეგრელთა და აფხაზთა, რომელმაც მოგვცა სამურზაყანოს შერეული მოსახლეობა და რომელიც მოქცეული იყო კოდორსა და ენგურს შორის. მოგვიანებითაც რუსეთის ხელისუფლებას სწორი ინფორმაცია ჰქონდა აფსუების (ვითომ აფხაზების) წარმომავლობის შესახებ, რაც ხშირად, უნებურად გაიელვებდა ხოლმე რუსული საქმის წარმოებაში. მაგალითად, 1916 წელს შედგენილ სოხუმის ოლქის მმართველის პატაკში აღნიშნულია, რომ “კოდორის უბანი დასახლებულია თითქმის მხოლოდ აფხაზებით, რომლებიც არიან კავკასიელი მთიელები”. როგორც ჩანს, აფხაზეთის ტერიტორიაზე XIX საუკუნის 60-70-იან წლებში 80 ათასამდე აფსუა ცხოვრობდა. რუსული ადმინისტრაციის პოლიტიკის წყალობით, 70-იანი წლების ბოლოს აფხაზეთიდან გაასახლეს დაახლოებით მოსახლეობის ნახევარი (40000-მდე კაცი). საერთოდ, ცნობილია აფხაზეთიდან გადასახლების ხუთი “ტალღა”: 1840-1841 წწ. - გენერალ მურავიოვის დამსჯელი ექსპედიცი ის შემდეგ, 1853-1856 წწ. - ყირიმის ომის, აფხაზეთის სამთავროს გაუქმების (1864 წ) შემდეგ. მაგრამ გადასახლებამ ყველაზე სერიოზული ხასიათი მიიღო 1866 წელს, ლიხნის აჯანყების პერიოდში და განსაკუთრებით კი 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს. ომის პერიოდში აფხაზები მოღალატეებად გამოაცხადეს. მათ უკრძალავდნენ სოხუმის მახლობლად 20 კილომეტრის რადიუსში დასახლებულიყვნენ, როგორც არასაიმედო ელემენტები. აბჟუაში (აღმოსავლეთ აფხაზეთში) შეეძლოთ ყოფნა მხოლოდ მდინარე კოდორის გამოღმა; ხოლო ბზიფში (დასავლეთ აფხაზეთში) მდინარე აცწყალის იქით, გაგრამდე. ზღვისპირა ზონაში აფხაზებს საერთოდ აეკრძალათ ცხოვრება. მთლიანად გაქრა აფხაზური მოსახლეობა წებელდაში, დალში, გუმისთის რაიონში. მუჰაჯირობის შედეგად, ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებული და არაბულ ქვეყნებში განსახლებული “აფხაზები” იწოდებოდნენ და დღესაც იწოდებიან, როგორც აბაზა. სირიასა და ეგვიპტეში ამ ეთნიკურმა ტერმინმა ჯერ ნისბის (წარმომავლობის სახელი) და შემდეგ ჩვენს დროში კი გვარის ფუნქციაც მიიღო. მაგალითად, ცნობილი ეგვიპტელი დრამატურგი და პოეტი აზიზ აბაზა, კინომსახიობი რუშდი აბაზა და სხვ. როგორც ჩანს მუჰაჯირები “აფხაზი” ტერმინით მხოლოდ საქართველოში მოიხსენიებიან, ემიგრაციაში კი, იმ სახელით იწოდებიან, რომელი ეთნიკური გარემოდანაც არიან წარმოშობით. აფხაზეთში განთავისუფელბული მიწები დაურიგდათ რუსის მოხელეებს და შემდეგში ამ რაიონებში დაასახლეს უცხო ტომის კოლონისტები. მდინარე ფსოუს მარცხენა სანაპიროზე, ზედ ნაპირთან დასახლდა კოლონისტთა ჯგუფი. მათ დასახლებას დაერქვა ერმოლოვსკი. ამ პუნქტის სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრზე, მდინარე მახადირის ნაპირზე, გაჩნდა მეორე დასახლება, რომელსაც დაერქვა პილენკოვო. ამ რაიონში წარმოქმნილმა ხუტორებმა და მცირე დასახლებებმა ასეთი სახელწოდებები მიიღეს: კოველევსკოე, ტროიცკოე, ხრისტოფოროვო, როგოჟინო, ტურინოვკა, ბარანოვო, კაზარმა და ა.შ. თურქეთიდან გადმოსახლებული პირველი ბერძენი კოლონისტები 1869 წლის თებერვალ-მაისში აფხაზეთის სამ სოფელში - ალექსანდროვსკოე, გეორგიევსკოე, ოლგინსკოე - ჩაასახლეს. იმავე წლის ივნისში სოხუმში ჩამოვიდა XIX საუკუნის დასაწყისიდან ტირასპოლის გუბერნიაში მცხოვრები ბულგარელების 62 ოჯახი, რომლებიც ანასტასიევსკოესა და ნიკოლაევსკოეში ჩაასახლეს. 1892 წელს რუსი მოხელე აფხაზეთში რუსების ჩასახლებაზე აღნიშნავდა: “…ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანები მოითხოვენ, რომ ეს მხარე არა მარტო სახელით მხოლოდ, არამედ მართლაც იქცეს მალე რუსულ მხარედ, რომ აქ მხარდაჭერილი, გაძლიერებული და დაიმედებული იყოს რუსი კაცი. ვისურვოთ ბატონებო, რომ ეს მოხდეს ჩქარა, რომ მძლავრ რუსულ მუცელში მალე მოიხარშოს მთელი აქაური სხვადასხვა ტომობრივი და სხვადასხვა ეროვანი ნარევი და რომ ეს ცა და ეს ზღვა ნამდვილად რუსული იყოს” (ხაზგასმა ჩემია ა.ს.). XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ცარიზმი უკვე აშკარად მოქმედებდა, ცდილობდა საქართველოსათვის მოეწყვიტა აფხაზეთი. სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც კი ამ საქმეში უშლიდა ხელს. სწორედ, XIX საუკუნიდანვე იღებს სათავეს იმ აზრის პროპაგანდა და დამკვიდრება, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო, შემდეგ - რომ აფხაზეთი რუსეთია, შემდეგ - რომ აფხაზეთში შეუძლია დასახლდეს რუსი, კაზაკი, სომეხი და სხვ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქართველი. 1918 წელს დენიკინი ამბობდა იმავეს - აფხაზეთი საქართველო არაა. აფხაზეთის რუსული საერო ხელისუფლება და ეკლესია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ აფხაზეთის ქართველობა ჩქარა გაერუსებინა ან განედევნათ აფხაზეთიდან. ამისათვის არა მხოლოდ რუსულ წირვა-ლოცვას, საქმის წარმოებას და დაწყებით სწავლებას იყენებდნენ, არამედ ადგილზე დარჩენილი აფსუების ნაძირალა პირებსაც, რომლებიც რუსული პოლიტიკის ფეხდაფეხ უკიჟინებდნენ ქართველებს, რომ მათ დაეტოვებინათ თავიანთი სამკვიდრო სახლკარი და გაქცეულიყვნენ აფხაზეთიდან. რუსეთიდან აფხაზეთში გადმოსახლებულ მართლმადიდებლებისათვის ხელისუფლება, პირველ რიგში, რუსულ ეკლესიას აშენებდა, რომელიც რეგიონში რუსული კოლონიური პოლიტიკის გატარების ცენტრი ხდებოდა. ასევე, სინოდი ცდილობდა შეემცირებინა საეკლესიო-სამრევლო სასწავლებლების რიცხვი და, რაც მთავარია, ქართული ენა გამოედევნა იქიდან. ქართულ ენას დევნიდნენ არა მარტო აფხაზეთიდან, არამედ სამეგრელოდან, სვანეთიდან და სამაჩაბლოდან. ქართულ ენას არამარტო გუდაუთაში ავიწროებდნენ ყოველმხრივ, არამედ მთლიანად ქართველებით (მეგრელებით) დასახლებულ გალშიც კი. ქართველმა მოსახლეობამ იმას მიაღწია, რომ საეგზარქოსომ მათ ნება დართო გალის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში სწავლა ქართულად წარმოებულიყო. მაგრამ ეს უფლებაც ფორმალური გამოდგა, რადგან ქართული ენის სწავლება, მხოლოდ ბოლო, მეექვსე გაკვეთილზე დაუშვეს და მალე პროგრამიდან საერთოდ ამოიღეს. ხაზგასასმელია, რომ 1810 წელს, როდესაც აფხაზეთის სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდა დოკუმენტი დაიწერა ქართულ ენაზე და საერთოდ, აფხაზეთის ხელისუფლების კანცელარიაში მთელი XIX საუკუნის განმავლობაშიც კი საქმისწარმოება მხოლოდ ქართულად ხდებოდა. ასევე, კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიას “აფხაზები” ქართულად მიმართავდნენ. XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, არცერთი ნაწარმოები, რომელიც დაწერილი იქნებოდა “აფსუა-აფხაზურ” ენაზე. ორივე პერიოდის იმპერიული რუსეთი - ცარიზმი და ბოლშევიკური - განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ენობრივ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებული იყო ქართულ-აფხაზური ლინგვისტიკური კონფლიქტის პროვოცირებაზე. აი, რას ამბობდა ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის აპოლოგეტი ე.ვეიდენბაუმი: “აფხაზური ენა, რომელსაც არ გააჩნია დამწერლობა და ლიტერატურა, ახლო მომავალში განწირულია გაქრობისათვის. საკითხის არსი იმაში მდგომარეობს, თუ, რომელი ენა შეცვლის მას? ნათელია, რომ მოსახლეობის კულტურული იდეებისა და გაგების როლი უნდა გამოხატოს რუსულ<
--------------------
მცხეთას დარისხდნენ ზარები, მოსვლასა ხმობენ მტრისასა, ამაიჰყვა არაგვს ძახილი - მუხლს ვინ შაიბამთ მგლისასა?!
სამჯერ ვარ დაბადებული, მონათლული ვარ სამჯერა, ერთხელ სიკვდილი რას მიზამს?! ერთხელ სიკვდილის არ მჯერა!
|