phasis
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 82
წევრი No.: 197985
რეგისტრ.: 12-February 15
|
#43802192 · 18 Feb 2015, 20:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,.... დღეს ჭანეთს ანუ ლაზისტანს შეადგენს რიზეს და ათინას ოლქები. საცა ზოგიერთნი უჩვენებენ 100000 მდე მკვიდრს მოსახლეს , ზოგნი კი ამ მოსახლეობას 200000 მდე სთვლიან . უწინ კი ქრისტეს დაბადებამდის წინა საუკუნებშიჭანელებს (ლაზებს) ეკავათ ჭოროხს ოქით შავი ზღვის პირპირ და მდინარე ღალის აქეთ მთელი მიდამო. ალექსანდრე მაკედონელის ჭამს (4 საუკუნე . ქრისტეს წინ). აქ ცხოვრობდნენ მაკრონები დედა ქალაქით ტრაპიზონი , მერე მოსინიკები და შემდეგ ხალიბები–ხალდნი და კაბადოკიელნი.. ხოლო შემდეგ საუკუნეებში ჩანან : ბიზერები:ჭოროხის იქით, დაბებით. აპსარუს, არქაბის, მორთულა, ათინა –ათენა, ადიენუს. ჭანები: დაბებით.რიზე აწყურის წყალზე, ოფის ოფიას წყალზე, სუსურმენა პისუს წყალზე. კოლხები (ჩოლეჰი) ქალაქებით ტრაპიზონი და ჰელმონასა. დრილები : კოლხებ ზემო. მაკრონები დრილებ ზემო მთებისკენ , დაბით ზიგანა. მოსინიკები: დაბებით , ცერაზუს,ტრიპოლის. ტიბარენები : დაბით ფარნაკია. ხალიბნი (ხალდნი) : დაბით კოტიორა, ორდუ, თემისკარა–თემისცირა. კაბადოკიელნი (კათბადუკიელნი) დასახლებულ თემთა შიგნით ღალისის რკალივით მინადენობას აქით.ქალაქებით მაზაკა, თავია, ზამა, შორობა, მაღალასსა, გარშაურა და სხ. ღალასს აქით სივრცეს , როგორც იუწყება მოგზაური გერასიმე ნადარეიშვილი, საბერძნეთი დღესაც ისევ უწოდებს მისს ძველ სახელს , ლაზისტანს (ლაზიკას). ეს ის ქვეყანაა, საცა ჭანის ქალისგან ქრისტეს წინა საუკუნის 20 წელს დაიბადა გეოგრაფოსი სტრაბონი, დაწვრილებით აღწერა ივერიისა მის მშვენიერ კრამიტით გადახურულ სახლებიან ქალაქებისა, აქ მოღვაწეობდა ქართველ ერის მადიდებელი მიტრიდატ დიდი, რომელმაც შეიერთა რა ქართველი ტომები და ბოსფორი, (ყირიმი) და გააჩინა ძლიერი ფლოტი, რომელიც შესდგებოდა სამხედრო გემით, დაიპყრო მაკედონია, და ათინა და სასიკვდინო ომი გამოუცხადა ძლიერ რომს, მაგრამ დამარცხდა შვილის მახარას ღალატით 63 წელს. აქ აღორძინდა და აქედან მცხეთას მოვიდა საქართველოს განმანათლებელი წმ. ნინო. აქაურნი იყვენენ დიდი ბასილი, დიდი ათანასე, სვიმონ მესვეტე, , რომელმაც ქართლს გამომგზავნა 13–ნი მამანი (შიო ღვიმელი, იოანე ზედაზნელი, ანტონი მარტყოფელი და სხვ) მე 4 მსოფლიო კრების განაჩენზე ხელს აწერენ : ,, თეოდორე ეპისკოპოსი ლაზთა ქვეყნის ფაზიზისა,“ , ,, იოანე ეპისკოპოსი ლაზთა ქვეყნის პეტრასი“ (დღევანდელი ციხისძირი ).........
დიდ და ვრცელ ლაზისტანიდან დღეს როგორც ვთქვით , დარჩა მხოლოდ ორი ოლქი. რიზესი და ითინის. აქ ლაპარაკობდნენ თავიანთ ჭანურ კილოზე, , ხოლო ამ ოლქებს გარეშეებს უკვე დაუვიწყნიათ ღვიძლი ენა. და გადაგვარებნულან ზოგი ბერძნად ზოგი ოსმალოდ. აქეთურ ჭანებს აქვთ თავიანთი ლამაზი ქალაქები რიზე, ათინა, არქაბი. და დაბები, სოფა, აფიშხო, ბულეფი, სულეთი, დუდრევანი.
საქართველოს ორი კედრი ჭანეთი და საინგილო. მოსე ჯანაშვილი.
(გაზეთი ერთობა 1920 #167 27 ივლისი გვერდი 3. )
* * * Loverone
ქართული ენა: ქართველებო დამიცავთ ამ ველური ეგრებისგან თუნდაც იმ კუთხით, რომ ხაზები არ გადამისვან? -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მეგრელები ველურიბე არ არიან. არც იყვნენ არასდროს. თუ მეგრელ-ლაზ-ჭანები ველური იყვნენ მაშინ როგორ გავიგოთ ,, ქართველთა განმანათებელი" წმინდა ნინო? არ დაგავიწყდეთ წმინდა ნინოც მეგრელი იყო (მე არ ვყოფ მეგრელ-ლაზ-ჭანებს. ერთ ენაზე ვლაპარაკობთ/ მაშინაც და ეხლაც/). წყარო ზევით დევს. გაეცანით გადაამოწმეთ. თუ ეთნოგრაფ და ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი თქვენთვის არარის ავტორიტეტი, დაპოსტეთ.
|