Led_Zeppelin
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5894
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05
|
#54407442 · 23 Mar 2019, 14:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ციურიხის გენეალოგიური ცენტრის სენსაციური დასკვნა
2007 წელს ბრიტანელების წარმოშობასთან დაკავშირებით ოპენჰეიმერმა განაცხადა: _ `ვერც ანგლოსაქსებმა და ვერც კელტებმა ვერ მოახდინეს მნიშვნელოვანი გავლენა ბრიტანეთის კუნძულების გენეტიკაზე _ ბრიტანელთა წარმოშობა ძირითადად მომდინარეობს პალეოლითის დროიდან იბერთაგან. ოპენჰაიმერმა თვალსაჩინოებისა და მტკიცებულებისთვის დადო ბრიტანეთის კუნძულების მოსახლეობის გენეტიკური მონაცემები და დადასტურებულად განაცხადა, რომ ბრიტანეთის მამრობით გენეტიკურ სახეობათა უმეტესობა მომდინარეობს იბერიიდან: დაბალ საზღვრებში _ 59% ვეინკენჰემში და ნორფოლქში, მაქსიმუმი _ 96% ლანგენფენში, ჩრდ. უელსი და 93% ქასლერში, ირლანდია. საშუალოდ ინგლისში მხოლოდ 30% გენეტიკური სახეობისა მომდინარეობს ჩრდ-დს ევროპიდან... ბრიტანელების 75-95% წარმოშობით იბერიიდან არიან. ირლანდია, სანაპირო უელსი, ცენტრალური და დასავლეთი სანაპირო თითქმის სრულად შედგება იბერიელ მკვიდრთაგან.~ `ბი-ბი-სი-ს~ მიერ გადაღებულ ბრიტანულ ფანტასტიკურ-სათავგადასავლო ჟანრის ფილმში `მერლინი~, რომლის პრემიერა 2008 წლის შემოდგომაზე შედგა, ერთ-ერთ სერიაში ქართული წარწერა გამოჩნდა. ფილმი ლეგენდარული ჯადოქრის, მერლინის ახალგაზრდობაზეა გადაღებული. ქართველი მაყურებელის ნაწილი აღშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ქართული დამწერლობა მაინცდამაინც ჯადოქრობასთან იყო დაკავშირებული, აღარ იციან საიდან შეუტიონ ჩვენ საოცარ ქვეყანასო. ჯადოქრობა, ზოგადად, მიუღებელია ყველა რელიგიისთვის და დიდ ცოდვად ითვლება, მაგრამ ამავდროულად ფაქტია, რომ იმგვარი ოკულტური სწავლებაა, რომელიც მხოლოდ ერთეულებისთვისაა შესაწვდომი. ყველა მითსა და ლეგენდაში თუ Uუძველეს ხალხთა ზღაპრებში არიან ჯადოქრები. ყველა შემთხვევაში, ეს არის მაგიური ცოდნა, რომლის გამოყენება დაფიქსირებულია საუკუნეების მთელი მდინარებისას. ალქიმიკოსი, წინასწარმეტყველი, დრუიდი, პოლიტიკური მრჩეველი მერლინი (მირდინ უილტი, მერდინუს) მეფე ართურის ლეგენდის ნაწილია. რაც შეეხება ფილმში ქართული ასოების გამოჩენა-წარმოჩენას _ როგორც ჩანს, ფილმის შემქმნელებისთვისაც ცნობილი იყო ის ყველაფერი, რაც უკვე აღვნიშეთ (გაზეთის წინა ნომრებში) და სწორედაც რომ უნდა გამოჩენილიყო იმ ქვეყნის ასოები, რომელიც ართურის ხმალს ეწერა... ლეგენდა მეფე ართურზე აჩენს კითხვასაც: მართლა იყო იგი გრაალის (რადგან გვარიანი არეულობა შემოაქვს) მცველი? იყო თუ არ იყო, ფაქტობრივად, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმ მხრივ აქვს მნიშვნელობა, რომ იმ გრაალზეა საუბარი, რომლის შესახებაც არსებობს ლეგენდა, რომ ჯვარცმის შემდეგ ქრისტეს სხეული შესანახად გადასცეს ორ პირს (ამის შესახებ მხოლოდ მოკლედ ამბობს სახარება), ესენი იყვნენ ნიკოდომი და იოსებ არიმათიელი. იოსებ არიმათიელმა წმინდა გრაალის სიმბოლოები (ჯვარცმული ქრისტეს სისხლით სავსე თასი და შუბი, რომლითაც ქრისტეს ჭრილობები მიაყენეს და რომლის წვერიდანაც სისხლი მოწვეთავდა) წაიღო ინგლისში, გლასტონის ძველ ეკლესიაში, მაგრამ 1184 წელს გაჩნდა ხანძარი და ეკლესია ცეცხლში ჩაიფერფლა, თუმცა რელიქვიები არ დამწვარა, იგი უკვალოდ გაქრა. გერმანელი მეცნიერი ჰერმან ფონ სკერსტი ამტკიცებს, რომ როდესაც გოლგოთაზე მაცხოვრის ჭრილობებიდან სისხლი წვეთავდა, მისი ასტრალური სხეული ხატად განზოგადდა დედამიწაზე წმინდანებში, მათ შორის წმინდა ნინოში და რადგანაც სვეტიცხოველი წმინდა ნინოს მითითებით აშენებულია იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი დაიმარხა, სვეტიცხოველი გრაალის ტაძარია... მეფე ართურის შესახებ ლეგენდას, როგორც აღვნიშნეთ, ახალი სიცოცხლე XII საუკუნიდან ჩაედგა. სწორედ ამ საუკუნის დასაწყისზეა საუბარი, რომ `ჯვაროსნებმა~ ხელთ იგდეს `ღვთის საიდუმლო~ ცოდნის ნაწილი და 1118 წელს იერუსალიმში დაარსდა ტემპლიერთა საძმოს საიდუმლო ორდენი. მათ შეიტყვეს, რომ დარჩენილი საიდუმლოს ცოდნის ნაწილს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ბერები ინახავდნენ, მაგრამ ბერებმა მოახერხეს მისი გატანა იერუსალიმიდან, თუმცა სად, ვერაფრით გაიგეს. რა ვიცით დადასტურებულად ჩვენ, ქართველემა ამ პერიოდზე? ტემპლიერებში განხეთქილება მოხდა და ცალკე შეიქმნა რჩეულთა საძმო _ როზენკრეიზერები, რომელთაც იტვირთეს განსაკუთრებული მისია, 1121 წლის ივლისში საქართველოში ჩამოვიდნენ (75 რაინდი, მათ შორის იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II) და საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს დავით IV-სთან, რადგან იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნოდა. მოლაპარაკების შედეგი, ცხადია, გულისხმობდა საიდუმლო ცოდნის გაერთიანებას და სამყაროს (ასეა მითითებული წყაროებში) დაპყრობის ძალას წარმოადგენდა. სხვათაშორის, 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ომში რაინდებმაც იბრძოლეს, თუმცა ეს საძმოდან გარიცხული რაინდების თვალისასახვევად გაკეთდა (ამიტომ ამტკიცებენ ვიღაცები დღევანდელი `ნაციონალური მოძრაობის~ პარტიის დროშა ვითომ ქართულია, დავითისააოო?). დავით IV-მ ვერ შეძლო როზენკრეიზერებთან საიდუმლოს გაერთიანება, რადგან რამდენიმე ბერი განუდგა მეფეს, გაუჩინარდა და კვლავ დამალეს ცოდნა, რომლის გარეშეც მსოფლიო ბატონობა ვერ შედგება... დაფარვის მიუხედავად, საძმოდან გარიცხულმა რაინდებმა გაიგეს როზენკრეიზერებისა და ქართველი მეფის საიდუმლო გარიგების ამბავი. მათ წმინდა ანტონის მონასტრის მახლობლად ცოცხლად დაწვეს დავით IV-სთან ნამყოფი 54 რაინდი, რომელთაც მართლაც არაფერი იცოდნენ საიდუმლოს მეორე, მთავარი ნაწილისა... გამცემმა რაინდებმა იცოდნენ ჩინგის-ხანის ოცნება, რომ მსოფლიო ბატონობა სურდა და მასთან დაკავშირება შეძლეს, შეატყობინეს ქართველი ბერების საიდულო ცოდნის ფლობის შესახებ, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, საქართველოს დაუძინებელი მტერი გახადეს და არა მხოლოდ იგი. იმავე მიზნისთვის იღწვოდა თემურ-ლენგიც, მაგრამ ვერც დაყვავებითა და ვერც ძალადობით, ვერავინ მიაკვლია უფლის საიდუმლოების შემნახველი ქართველი ბერების დაფარული კვალის გამცემ ღვთისმსახურებს. (გაგრძელება იქნება)
|