#62339032 · 2 Nov 2025, 13:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თორთომის და მამირვანის ლივების დაახლოებითი საზღვრები 1574 წ. დავთრის მიხედვით თავისი ნაჰიების ცენტრებით :   თორთუმის ლივაში : ლისქავის ხახოს ახჩერექის ფეტერგეკის მამირვანის ლივაში: ახას ნაჰიე და უდიდესი სოფელი შექერლი. წიგნში ორჯერაა მამირვანის ლივის დავთრის სია . პირველად მასში ბლომადაა მუსლიმები უფრო სწორად ახალ მოქცეული მუსლიმები ქრისტიანული სახელებით . და სოფელ შექერლიში 221 კომლია . მეორეში მუსლიმები დიდი იშვიათობაა და შექერლიში სულ 48 კომლია .   დავუშვათ და სადაც 48 კომლია ის ადრე შედგენილი დავთრისა და სადაც 221 ეს შემდგომ მოსულთა ხარჯზეა . მარა ხაჩატურ , კარაპეტ , გერმან და არაქელი მუსლიმები ? Kakha.G| QUOTE | | ჯიქიას შრომის ღირსება ისაა რომ მას მოჰყავს ტოპონიმი დავთრის მიხედვით, ისტორიული წყაროების მიხედვით, ზეპირსიტყვიერებით და ასე ადგენს ტოპონიმის თავდაპირველ ფორმას, მაგ. ნარიმანის უადრეესი ხსენება არის სომხური აგიოგრაფიის 10ს ქართულ თარგმანში, მამროვანის ფორმით |
პირველადი ფორმა მას უწერია პირველ ტომში , რომელიც ოსმალური შრიფტითაა დაბეჭდილი . უფრო გამართული იქნებოდა ქართულ თარგმანში ჩაეწერა დედანში მოხსენებული სახელი ტრანსკრიფციის ფორმით . ასევე ჯიქიას წიგნში სახელები უნიფიცირებულია . ანუ წერია გიორგი , როდესაც დედანში ოსმალურ ტექსტში - Korki , Gorki ,Gorki. ასევე მეკერტიჩი ოსმალურ ტექსტში - Miketic , Mekertum და ა.შ.
ამ წიგნის დანაკლისია სოფლის სახელები არაა მოყვანილი მისი ეხლანდელი ფორმით და აღნიშნული სად მდებარეობენ ტერიტორიალურად .
--------------------
Мир настолько стал фальшив, что почти все благодарят за ложь и обижаются на правду.
|