
წიგნ-ალბომს - "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია"
ნუგზარ მაღლაფერიძე, რომელიც 5-კაციან ჯგუფთან ერთად მუშაობდა მონეტების შექმნაზე, თითოეულ ნიმუშს შეიგრძნობს და აღიქვამს. როგორც ხელოვანი - ის მრავალი წელია, ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობს და ქართული ოქროს ფონდის ასლებს, როგორც სამეცნიერო, ისე სასაჩუქრე მოდელებს ქმნის. ამჟამად კი "პალიტრა L"-ისა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივ პროექტში ჩაერთო. პირველ ეტაპზე სასტარტო მოდელები შექმნა.

- თითოეული მონეტის შექმნა ხანგრძლივი პროცესია - ჩამოსხმა, გაწმენდა, მოსპილენძება, ვერცხლის ფერზე დაყენება, ყველაზე რთული კი დაძველება-დაჟანგვაა, - გვითხრა ბატონმა ნუგზარმა. მისთვის ყველაზე გამორჩეული აღმაშენებლის მონეტაა. მონეტის ერთადერთი ორიგინალი ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.
- როცა ეროვნულ ბანკში მუზეუმის გაკეთებას ვაპირებდით, მაშინ, შეთანხმების საფუძველზე, ბრიტანეთიდან გამოგზავნეს თაბაშირის ყალიბები, რომლითაც დამზადდა ასლები. ახლა კი "პალიტრა L" მკითხველს აძლევს შანსს, შეიძინოს და გახდეს ამ იშვიათი მონეტის ასლის მფლობელი", - გვითხრა ნუგზარ მაღლაფერიძემ.

მაია პატარიძე, ქართული მონეტების ოქროს კოლექციის თანაავტორი: - ჩვენს ქვეყანას 27-საუკუნოვანი ფულის ისტორია აქვს. ეროვნულ მუზეუმში 10 000-მდე ქართული მონეტაა დაცული, მაგრამ პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მონეტები შევარჩიეთ. საქართველო სამონეტო ცივილიზაციის კერაა, რაზეც ძვ.წ. VI საუკუნეში მოჭრილი კოლხური თეთრი მეტყველებს. ამიტომაც წიგნში ფულის ისტორიის თხრობას სწორედ ამ მონეტით ვიწყებთ. შევარჩიეთ რამდენიმე უნიკუმიც - ერთადერთი მონეტა მთელ მსოფლიოში. ასეთია, მაგალითად, ლაშა-გიორგის მონეტა, რომელსაც ამ გამოცემაში შევხვდებით. ამ მხრივ საინტერესოა დავით კურაპალატის მონეტაც. მსოფლიოში აღმოჩენილია მისი ოთხი ორიგინალი - გერმანიაში, ესტონეთში, შვედეთსა და რუსეთში, და ამ ქვეყნების მუზეუმებში ინახება. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით კურაპალატის მონეტა, სხვა ვალუტასთან ერთად, საქართველოდან ძალიან შორსაც იყო მიმოქცევაში.
საინტერესო პროცესი აღმოჩნდა მონეტების ასლების შექმნა, რომელზეც ნუგზარ მაღლაფერიძემ იმუშავა.
ქართული მონეტების ოქროს კოლექციაზე\ მუშაობა ხანგრძლივი, საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, საინტერესო პროცესი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. ..................................
http://www.kvirispalitra.ge/public/29652-g...ml?device=xhtml * * *
ზევით ტოპიკში ბატონი ნუგზარის სურათია .................................