gochjიბერის ეტიმოლოგიისთვის [1]
იბერი წარმოსდგება ქართლის მკვიდრთა სპარსული სახელიდან: veruč(i)ya (ვერუჩჲა). ბერძნებმა, როგორც ჩანს, სპარსულიდან ისესხეს სახელი, ბერძნული ტრანსლიტერაციის კანონების შესაბამისად, თავისებურად ჩაწერეს (სავარ. Βηρους/Βηρος) და ბერძნული წესით დაშალეს (ანუ -ος სახელობითი ბრუნვის ნიშნად იქნა აღქმული). გარდა ყველაფრისა, Βηρους/Βηρος ადვილად უნდა ქცეულიყო ‘Ιβηρος-ად (ბერძნებისთვის კარგად ცნობილი და დასავლეთ ევროპაში გავრცელებული ეთნონიმი). ანუ ბერძნებმა მათთვის ცნობილი ეთნონიმი გამოიყენეს "მსგავსი სახელის" მქონე ხალხის სახელად. მსგავსი რამ სჩვეოდათ ბერძნებს...
veruč(i)ya/virč(i)ya-ს ეტიმოლოგია :
virk- (მგელი) => virč(i)ya (მგლის მოდგმა, ეთნონიმი) => virč(i)yān (მგლის მოდგმის ქვეყანა).
საშუალო სპარსულში -(i)ya სუფიქსი ეთნონიმებს აწარმოებს, ხოლო k პალატალური ბგერების (e, i, y) წინ უგამონაკლისოდ გადაიქცევა č-დ.
ივერიის (ქართლის) ირანული და ირანულიდან წარმოშობილი სახელები
ირანული[1]:
ვრკან (vrkan): საშუალო სპარსული. ეტიმოლოგიურად: მგლების ქვეყანა
ვარჯან||ვარ(უ)ჩან (varĵan||varūčān): საშ. სპარსული
ვირჩან (virčān): პართული
გურჯ, გურჯან (gurĵ, gurĵān): ვარჯ- (საშ. სპარს.) => გურჯ- (ახ. სპარს.). ვა||ვე||ვი თავკიდურა პოზიციაში ახალსპარსულში კანონზომიერად გადაიქცევა გუ- მიმდევრობად. მაგ. ვიშნასპი (საშ. სპ.) => გუშნასპი (ახ. სპ.), ვიშტასპა (ავესტ.) => გუშტასპ (ახ. სპ.), ვარდ- (საშ. სპ.: ვარდი) => გულ (ახ. სპ.), ვერკ- (საშ. სპ. მგელი) => გურგ (ახ. სპ.), ვერკან (საშ. სპ.) => გურგან (ახ. სპ.) და სხვ.
ბერძნული:
ჰჳრკანია (‘Υρκανία): ვრკან => ჰჳრკანია
ჰიბერია (‘Ιβηρία): ვირჩჲა => ‘Ιβηρ- => ‘Ιβηρία.
სომხური:
ვირქ: ვრკან (საშ. სპ.) => ვირ-ქ
ვერია: ‘Ιβηρία (ბერძ.) => ვერია
არაბული:
ჯურჯან (ĵurĵan): გურჯან => ჯურზან
ჯურზან (ĵurzan): გურზან => ჯურზან
ასირიული:
გურზიჲან (gurziyān): გურჯიჲან => გურზან
გურზან (gurzān): გურჯან => გურზან
იტალიური (=>ფრანგული, გერმანული, ინგლისური და სხვ.)
ჯორჯი- (georgi-): გურჯი => ჯურჯი => georgi- (ჯორჯი-)
რუსული:
გრუზინ (грузин): გურჯი => გურზი (гурзи) => გურზ-ინ (гурз-ин) => გრუზინ (грузин)
________________________________________-----------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
ხოდა იტყუება რომ საშ. სპ. "მგელი" - "ვარკა"ან"ვარჯ"-ია !
საშუალო სპარსულში "მგელი" - "გურგ" და ეს ძველ სპარსულში - "ვარკა"-ა .
This post has been edited by butkuj on 30 May 2015, 00:19