#46717296 · 13 Jan 2016, 19:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართვეელოს ბერძნებმა იმიტომ კი არ უწოდეს გეორგია, რომ მიწადმომქმედი ერი ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც შეიძლება ვიყავით მიწადმომქმედი ერი, თუმცა ჩვენნაირი მიწადმოქმედი ქვეყანა უამრავი იყო ჩვენს გარშემო, ყველაზე კლასიკური მიწადმოქმედი ქვეყანა ოდითგანვე და მაშინაც ეგვიპტე იყო და რატომ ეგვიპტელებს არ უწოდეს ბერძნებმა "მიწადმომქმედი ქვეყანა" ხომ გასაკვირია ეს ყველაფერი, თანაც ბერძნები უკვე იცნობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებს კოლხების სახელით და რატომ შეუცვლიდნენ სახელს ამ ქვეყანას და ამ ტერიტორიას, ისეთი არაკერძო და განზოგადებული სახელით როგორიცაა "მიწადმომქმედი ქვეყანა". ამის გამო ვაცხადებ, რომ ბერძნებმა გურგის (გურები, ხურიტების) გამო გვიწოდეს ეს სატომო სახელი, რადგანაც საბერძნეთში როცა ეს სახელი გაბატონდა ძველი კოლხეთის აღსანიშნავად, მაშინ ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე უკვე გურგების სატომო სახელის მქონე ტომები გაძლიერდნენ მაშინდელ კოლხეთში, რადგან ხურიტების(გურგების) ახალი ტალღა შემოვიდა ამ ტერიტორიაზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სატომო სახელი კოლხი, ტერმინ "გურ"-ის ტრანსფორმაციაა უფრო მოგვიანებით. ბერძნებმა იცოდნენ, რომ გურგებს გვეძახდნენ მეზობელი ხალხები, მათ შორის ძვ. სპარსელები, ეს სახელი “გურგი”, როგორც ქვეყნის სახელი სპარსულიდან შევიდა მაშინდელ საბერძნეთში და ამიტომაც გვიწოდეს ბერძნებმა "გეორგია" ანუ იგივეა რაც "გურ-გია" ანუ “გურ”-ების “გი”-მიწა. გურები (გურგები) პირდაპირ ნიშნავს ხურიტებს ანუ ხურიტულ ტომებს. ამის მაგალითად კიდევ ერთი სატომო სახელის "იბერი"-ს მოყვანა შეიძლება, როცა კოლხეთის ტერიტორიაზე იბერები გაძლიერდნენ, მაშინ გამოჩნდა ბერძნულ წყაროებში სატომო სახელი და ტერმინი "იბერები" და ქვეყნის სახელი "იბერია" ანუ კოლხეთს უკვე იბერიას ეძახდნენ ბერძნები.
კომუნისტურ ეპოქაში არასწორად იყო განმარტებული ქართველთა სატომო სახელები, ქართველი ერის უძველესი ისტორია იყო დაკნინებული, ანუ კომუნისტური ეპოქის დროს რომელი ვერსიაც აწყობდა კომუნისტებს ანუ იმპერიის თავკაცებს იმ მეცნიერთა აზრებს უწევდნენ პოპულარობას და ის აზრები ბატონდებოდა, რაც მათ აწყობდათ. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია ქართუ, ქორთა და ა. შ. თითქოს ქართველთა სახელი ქართველი აი ამ "ქართა"-დან მოდისო, რომელიც "გამაგრებულ" ადგილს ნიშნავს, ხოლო "ქორთა" შემოღობილ ადგილსო და ამიტომ ეწოდათო ქართულ ტომებს ქართები, ქართლი, საქართველო და ა. შ. რაც არასწორია. სინამდვილეში ქართველი, საქართველო მომდინარეობს, კარდუხების სატომო სახელიდან კარდუდან. კარდუ ანუ ქართუ, ქართები და აქედან მივიღეთ ქართველი, საქართველო.
--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა
გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას: "ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი " http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
|