Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(10)
« პირველი
...
8
9
[10]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ქართული ენის ღარიბი ლექსიკა
, მიზეზები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 18529
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14
#59059790
· 27 Mar 2022, 08:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნუ ფაქტია...
ქარᲗული ენა ბოლო 1500 წელᲨი მცირედიᲗ Შეიცვალა მაᲨინ როცა Ძველი სომხური და ახალი სომხური ისევე როგორც ᲫველბერᲫნული და ახალბერᲫნული სხვადასხვა ენაა....
Ძველი ინგლისური ანგლოსაქსური ენაც Თანამედროვე გერმანულს უფრო ჰგავს ვიდრე ინგლისურს.....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RexxaR
გარეჯი საქართველოა
ჯგუფი: Members
RexxaR
გარეჯი საქართველოა
ჯგუფი: Members
წერილები: 5854
წევრი No.: 98449
რეგისტრ.: 25-August 09
#59092490
· 4 Apr 2022, 23:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უბაზისურესი და უმნიშვნელოვანესი სიტყვა წერაც მოძმე ენიდან არის ნახსენები
--------------------
გარეჯი საქართველოა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Homo_Georgicus
Crazy Member
ჯგუფი: Members
Homo_Georgicus
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4089
წევრი No.: 165702
რეგისტრ.: 18-April 13
#59287717
· 5 Jun 2022, 04:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნოღა
ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერის კვალობაზე, ძალიან მდიდარი და განვითარებული ენა გვაქვს. ეჭვი მაქვს, რომ ეს ცრუ აღქმა ძირითადად უჩნდებათ ან ქართულში ნაკლებად განათლებულ ადამიანებს, ან იმ ხალხს, რომელმაც უცხო ენა აითვისა და როდესაც პირდაპირი ლექსიკური პარალელები ვერ იპოვა უცხო ენასა და ქართულს შორის, ჩათვალა, რომ ქართული ღარიბია.
სესხება სხვა საკითხია. ნებისნიერი ერის ლექსიკის მინიმუმ 10-15 % ნასესხებია სხვა ენებიდან. გამონაკლისს არც ჩვენი ენა წარმოადგენს, მოგვწონს ეს თუ არა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#59287768
· 5 Jun 2022, 08:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
RexxaR
QUOTE
უბაზისურესი და უმნიშვნელოვანესი სიტყვა წერაც მოძმე ენიდან არის ნახსენები
ასეთ დიდ აბსურდს ცოტა დამტკიცება ხომ უნდა?
ჯერ ერთი, ამ სიტყვას სომხურში სულ სხვა ფუძე აქვს. მეორეც, თუნდაც მიმსგავსებული ფუძე ქონდეს, როდიდან გვხდება მაგ სიტყვა სომხურ წყაროებში? დადეთ ქემაინც ამის დამადასტურებელი რაღაც.
სიტყვა "წერა" (და მასთან დაკავშირებული უამრავი ნაწარმოები სიტყვა) არის ქართული.
1) დავიწყოთ სულხან საბას ლექსიკონით და რას წერს სულხან საბა:
წერა
Turk. იაზმაღ ZAaBCabD, იაწმაღ Cq.
Arm. გრიელ ZAaBCab, გროღ CqD.
(10, 1 ესაია) კალმის მოსმა ZA.
მოკალმა B. განუმარტავია CD.
See also: აღწერა, აღწერილი, აწერა, გარეშემოუწერელი, გარეშემოწერილი, დაწერა, ეწერა, ვწერ, იწერების, მოუწერე, ნაწერი, საწერელი, საწერი, სწერია, შემოუწერელი, შემოწერა, შეუწერია, შთაწერილი, წარწერა, წერილი, ჴელის–წერილი1, მწერალი, მოთხრობათა მწერალი, სახის მწერალი, სიმიათა მწერალი
დახატვა ZAB.
მათ, ვისაც სულხან საბაზე დიდად განათლებულად მიაჩნია თავი, შეუძლიათ ინტერნეტში ნახონ სომხურად ამ სიტყვის ფუძეც და მისი წარმოთქმაც და დარწმუნდება, რომ ეს ასეა.
2) ავიღოთ ქართველთა ერთ-ერთი უძველესი ნაწარმოები (რომელიც მე-5 საუკუნის ბოლოთი თარიღდება) და ვნახოთ მინიმუმ რამდენჯერ გვხდება წერასთან დაკავშირებული სიტტყვები:
და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი სომეხთა სპაჲპეტისაჲ, რომლისათჳს ესე
მივწერე
თქუენდა, მამისაგან სახელით ვარდან და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით. და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის ყოფად მისთჳს, რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტჱსსა.
და ვარქუ მე სანატრელსა მას ხუაშიადადრე: „ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და
აღვწერო
შრომაჲ შენი“. ხოლო მან მრქუა მე: „რაჲსა მკითხავ ამას?“. და მე მიუგე და ვარქუ მას: „მტკიცედ სდგაა?“. და მან მრქუა მე: „ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისთა“. მე მიუგე და ვარქუ მას: „მწარე გონებაჲ აქუს მას, გუემასა და ტანჯვასა დიდსა შეგაგდოს შენ“. ხოლო მან მრქუა მე: „უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ; რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. და მე ვთქუ: „ეგრეთ არს“.
ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლისა მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი,
დაწერტილნი
და დამშრშალნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირ-მსივანნი და დღე-მოკლედ ცხორებულნი; და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა. და ესეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრველთა შინა ადიდებდა ღმერთსა.
ანუ, უკვე მე-5 საუკუნეში ეს სიტყვა და მისგან ნაწარმოება სიტყვები ("დაწერტილიც" კი "წერ" ფუძისგან არის ნაწარმოები) გვხვდება სხვადასხვა მნიშვნელობით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართულში ეს სიტყვა მე-5 საუკუნზე გაცილებით ადრე იყო.
რას გვეუბნებიან სომხები მათ "გროღ'-ზე?
* * *
ნოღა
QUOTE
რატომ არის ქართული ენა ასეთი ღარიბი?
რატო ვისესხეთ: ტაძარი, ეკლესია, ფიცი, ქამარი, ხანჯალი, ფული, ხურდა, ქუჩა, ფანჯარა, ფარდა, ქალაქი, ჰამაკი, ნადირი, ხაბაზი, კალამი, პასტა, ზარბაზანი, თოფი, ბოსტანი, ოჯახი, ლოგინი, დარბაზი, ბაღჩა, შარვალი, ლაშქარი, არსენალი, ამფორა, ჩანგალი, დანა.
სიტყვები დაიკარგა თუ არ გვქონდა? მიწათმოქედება ან ნადირობა თუნდაც ბრძოლის ლექსიკა რატომ არ გვაქ?
თუ ეს თქვენი გულის წუხილია, მაშინ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქართულზე მდიდარი ენა არ არსებობს. ქვემოთ არაბულიდან შემოსული ქართული სიტყვების სია რომ დადეთ, ყურადღებას თუ მიაქცევთ, იქვე სულხან საბას ლექსიკონიდან ქართული შესატყვისებიც არის. საერთოდ, სულხან საბას ლექსიკონი სასწაული ქართული სიტყვების. იქ ისეთ რამეებს შეხვდებით, საერთოდ წარმოდგენა რომ არ გვქონია. მაგალითად, ქართულში დროის ისეთი მცირე ერთეულებისთვის არის ქართული სიტყვები, რომ გაოცდებით.
აქვს ჟამსა ერთსა წამი სამოცი; ხოლო ერთსა წამსა – წუთი სამოცი; წუთსა ერთსა – კესი 60; ერთსა კესსა – მასი 60; ერთსა მასსა – არდი 60; ერთსა არდსა – მეყი 60; ერთსა მეყსა – წენი 60; ერთსა წენსა – ვაწე 60; ერთსა ვაწესა – ბლისი 60; ერთსა ბლის(ს)ა – ნვინი (ნივნი Z) 60. ესე არს ცის–მზომელობათა რიცხვი ხარისხთანი ZA.
ამ განმარტებაში თქვენს კითხვაზე ბევრი პასუხი შეიძლება გაიცეს. მაგალითად, "საათის" ძველი ქართული შესატყვისი არის "ჟამი". ამ განმარტებიდან ასევე ვიგებთ, რომ ქართველებს საათის მე-60-ს მე-60-ს მე-60-ს მე-60-ს მე-60-ს მე-60-ს მე-60-ს მე-60-ს შესაბამისი დროის ერთეულიც კი გვქონდა მისი სახელით ნვინი (ნივნი). ასევე ვგებულობთ, რომ მეცნიერება ასტრონიმიისათვის ქართული სიტყვა გვქონდა "ცის–მზომელობა" და უცხოური სიტყვის "შკალის" ამღნიშვნელი სიტყვაც გვქონდა "ხარისხი".
მთავარია ძველი ქართული ენით ნაწერები ვიკითხოთ და იმდენს აღმოჩენთ იქ ქართულს, რომ მეორედ ეს აზრი არ დაგვებადება. მე ახალ აღთქმას ვკითხულობ გამუდმებით რამოდენიმე წელია ძველი ქართულით. მარტო იქ შემიძლია მოგიძებნო უმრავლესობა სიტყვა, რომელიც თქვენს მიერ შემოთავაზებულ სიტყვების ქართულ შესატყვისებს შეიცავს:
ეკლესია - კრებული
ფიცი - მოციქულთა საქმეში დაფიცება ასე არის მოხსენიებული: [COLOR=red]შეუჩუენნეს თავნი თჳსნი[COLOR=red], ანუ ქართულის შესატყვის ახლოა სიტყვა შეჩვენებასთან.
ქამარი - სარტყელი
ფარდა - კრეტსაბმელი
ქუჩა - უბანი
სიტყვა "ქალაქი" ადიშის ოთხთავში (მე-9 საუკუნის სახარება) რამოდენიმეჯერ მოიხსენება და ძალიან ვეჭვობ, სხვა ენიდან იყოს შემოსული
ლაშქარი - ერი (ახალ აღთქმაში სიტყვა "განეწყვნეს"-აც იხმარება ბრძოლის მნიშვნელობით და რაზმის დაწყობასთან აქვს ალბათ კავშირი)
არსენალი - ჭურჭელი
ოჯახი - სახლეული
ბოსტანი - მტილი
ლოგინი - სარეცელი, ცხედარი
ეს მარტო სახარებიდან აღებული სიტყვებია და დარწმუნებული ვარ, სხვა სიტყვებსაც ექნება შესატყვის. უფრო მეტიც, სიტყვა "ლოგინი" ქართულში რამოდენიმე მნიშვნელობით არის. აგერ სულხან საბას განმარტება ამ სიტყვისა:
ცხედარი ითქმის შიშვლივ საგებელთაგან; ხოლო სარეცელად – დაგებული და გარდაგებული; ხოლო ლოგინი – მსგავსი ცხედრისა და ადგილობ (ადგილობრივ Cq) მყარი და უძრავი; ხოლო სტივა – უმცირეს(ი) ლოგინისა დასაწოლი კაცთა C. ცხედრად ითქმის შიშველი საგებელთაგან, ხოლო სარეცლად – დაგებული და გარდაგებული D.
ბევრ სიტყვამ მნიშვნელობა შეიცვალა, ბევრი ამოვარდა ხმარებიდან, ბევრი უცხო სიტყვებმა შეცვალეს და ა.შ. დღევანდელი უნიჭო ჟურნალისტები და მწერლები საერთოდ კლავენ ენას, თუმცა არც ჩვენ ვაკლებთ დამახინჯებას და გადაგვარებას.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18168
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#59288203
· 5 Jun 2022, 13:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქართული ენა მდიდარია, მასში დაახ 120 000 სიტყვაა (ნახეთ დიდი ლექსიკონი)
რაც შეეხება ნასესხობებს, ნასესხობებით ქართული ღარიბია, მისი ლექსიკის ძირითადი ფონდი საკუთრივ ქართულია.
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RexxaR
გარეჯი საქართველოა
ჯგუფი: Members
RexxaR
გარეჯი საქართველოა
ჯგუფი: Members
წერილები: 5854
წევრი No.: 98449
რეგისტრ.: 25-August 09
#59288392
· 5 Jun 2022, 14:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(vano_t)
სიტყვა "ქალაქი" ადიშის ოთხთავში (მე-9 საუკუნის სახარება) რამოდენიმეჯერ მოიხსენება და ძალიან ვეჭვობ, სხვა ენიდან იყოს შემოსული
ეუფ, რახან მე9 შია ნახენები მაგიტომ?
ქალაქი არაბული სიტყვაა და შინაარსობრივ ეტიმლოგიურად არაბულად იხსნება.
QUOTE
(vano_t)
ფარდა - კრეტსაბმელი
კრეტსაბმელი საიდან მოიტანე ცხოვრებაში არ გამიგია
და კომპოზიტია, ორი სიტყვისგან ნაწარმოები.
უცხო სიტყვები იმიტო მკვიდრებდა რომელიმე ენაში რო სამი და 3 წინადადების გადაბმა არა პრაქტიკულია. ამიტომ დამკვიდრდა ფარდა და არა 'კესელყე ჩამოსაფარებელი აბრეშუმის ტილო'
ამეებზე რას იტყვი
ხეთურიდან: სუფფი-სუფთა; ველლუ-ველი; ვიანა-ღვინო; დუდდუმილი-დუმილი
ღვინო:
ხათებიდან ხათურიდან: თეთე-დიდი; ურეშ-ურო; სადაურობის სუფიქსი "ელ"
ხურიტულიდან: ეცი-ცა; შერი-სერობა; მეგრ. სერი/ღამე ; ქად-ქადილი
სემიტურიდან: არვა-რვა; ფილი-სპილო; კლ(დაჭერა)-კლიდე; მტკ-ტკბილი; ტიხ-ტიხარი;
ინდოევროპეიზმი: უღელი, თხა, თიხა, სისხლი, მკერდი
.სომხურიდან: ქვისლი
სპარსული არაბული: აბჯარი, ამხანაგი, ამფსონი, ანდაზა, ანდერძი, არამზადა, აფერუმ, აფსუს, აქანდაზი, ბაბთა, ბედოვლათი, გათანგვა, გუმანი, დაზგა, დამქაში, დანა, დარდი, სევდა, არაყი, ვარდი, ზარი, ზარალი, თარაზო,
ათასია რა.
QUOTE
(Kakha.G)
ქართული ენა მდიდარია, მასში დაახ 120 000 სიტყვაა (ნახეთ დიდი ლექსიკონი)
აქედან ბერძნული და ლათინური, ასევე ტექნიუკური, ბიოლოგიური, ქიმიური ტერმინები რამდენია? ყველა გადათარგმნის ლათინურ ბერძნულს და აიყვანს 120,000 მდე. ყაზახებმა ბრუნვებში ჩასმული არსებითი სახელებიც დათვალეს და 2,500,000 მდე ავიდნენ ასეთი მდიდარი ენა გვაქო
QUOTE
(vano_t)
ჯერ ერთი, ამ სიტყვას სომხურში სულ სხვა ფუძე აქვს. მეორეც, თუნდაც მიმსგავსებული ფუძე ქონდეს, როდიდან გვხდება მაგ სიტყვა სომხურ წყაროებში? დადეთ ქემაინც ამის დამადასტურებელი რაღაც.
არ წერია არგუმენტი რატომაც არი წერა სომხური?
QUOTE
(vano_t)
მათ, ვისაც სულხან საბაზე დიდად განათლებულად მიაჩნია თავი, შეუძლიათ ინტერნეტში ნახონ სომხურად ამ სიტყვის ფუძეც და მისი წარმოთქმაც და დარწმუნდება, რომ ეს ასეა.
ლიგვისტიკა ენათმეცნიერება სულხან საბას დროს არ არსებობდა, ის მე19 მე20 ში განვითარდა და სულხან საბა ლიგვისტურ დასკვნას ვერ დადებდა როცა ლიგვისტიც არ იზო. თუმცა არაბული იცოდა და რაც აშკარა არაბული სიტყვები ნახა ისინი აღნუსხული აქ რა არაბული ლექსიკაც იყო ქართულში
QUOTE
(vano_t)
ანუ, უკვე მე-5 საუკუნეში ეს სიტყვა და მისგან ნაწარმოება სიტყვები ("დაწერტილიც" კი "წერ" ფუძისგან არის ნაწარმოები) გვხვდება სხვადასხვა მნიშვნელობით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართულში ეს სიტყვა მე-5 საუკუნზე გაცილებით ადრე იყო.
და მერე რა? შეილება ემ5 ში ქარტულში უკვე წერდნენ ნათარგმნ ბიბლიაში ცა, მართალი, სამართალი მაგრამ ეს სიტყვები არაქართულია. მართალი სპარსული ლექსიკაა. ბიბლიას რო გადათარგმნიდნენ იქ დაწერდნენ ქართველები მე5ში მართალს, იპოვი მე5 საუკუნის ხელნაწერს მართალი სადაც წერია მაგრამ ამით სიტყვა მართალი ქართული ხდება? არა.
QUOTE
(vano_t)
არსენალი - ჭურჭელი
რომელი ჭურჭელი სახლში რო მიდევს კუხნაში? მაგას ტზვია წამლის მნიშვნელობაც აქ? არ ვიცოდი. ამიტომ რო ერთი სიტზვა რო ვეღარ ასახავს სხვა მცნების მნიშვნელობას მკვიდრდება უცხო სიტზვა
იყო ქართულში სიტუვა წესი, მაგრამ დროტა განვმლობაში სხვა მცნებას საკმარისად ვეღარ ასახავდა და ამიტომ დამვკდირდა არაბული კანონი. ახლა ვიღაც იტყვის კანონი წესი ერთიდაიგივეაო, მაგრამ არაა, და ერთიდაიგივე რო იყოს კანონი არ დამკვიდრდებოდა წესის პარალელურად.
QUOTE
(vano_t)
ბევრ სიტყვამ მნიშვნელობა შეიცვალა, ბევრი ამოვარდა ხმარებიდან, ბევრი უცხო სიტყვებმა შეცვალეს და ა.შ. დღევანდელი უნიჭო ჟურნალისტები და მწერლები საერთოდ კლავენ ენას, თუმცა არც ჩვენ ვაკლებთ დამახინჯებას და გადაგვარებას.
ჟურნალსიტები არაფერშუაში არიან, ბუნებრივია რო ენაში ბევრი ნასესხობაა და ყველას ძირძველი ქართული შესატყვისი არ აქ. უცხო სიტყვა მაშინ მკვიდრდება როცა უკე არსებული სიტყვა ვარდება და დავიწყებას მიეცემა ანა უბრალოდ როცა არ არსებობს იმ სიტყვის აღმიშვნელი არტEული ამ ენაში. ქართულში უმეტესობას შესატყვისი არ ქონდა და მაგიტომაც დამკვიდრდნენ სხვები.
სომხური სიტყვაა პატარა, ქართული შესატყვისი ამოვარდა. მაგრამ სიტყვებს ანდაზა,ანდერძი ამათ არც არასდროს ქონიათ ქართული შესატყვისი და პირდაპირ სპარსული ერთეული დამკვიდრდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18168
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#59288423
· 5 Jun 2022, 15:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
RexxaR
ყოჩაღ! ჩემი და ბუტკუჯის პოსტებზე ნელნელა იზრდები, 3-4 წელიწადში გამართულ პატკანოვად ჩამოყალიბდები
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
meruemi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
meruemi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15423
წევრი No.: 189382
რეგისტრ.: 28-July 14
#59288828
· 5 Jun 2022, 18:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სომხურად პატარა არის პუჭურა.
ხოდა გარდა ამ ორ ისტყვასშორის?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#59289137
· 5 Jun 2022, 20:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
RexxaR
პირველ რიგში, თქვენ არგუმენტის არსში ვერ ერკვევით. არგუმეტნს აქვს თავისი შემადგენლობა და ელემენტები. ის რაც ზემოთ მოიყვანეთ, არგუმენტს არ წარმოადგენს, არამედ - წინადადებას, რომელსაც მტკიცება ჭირდება. ჩემი თუ არ გჯერავთ, ელემენტარული ლოგიკის წიგნი გადაშალეთ და დარწმუნდებით.
მეორე: მე ვუპასუხე საწყისი პოსტის ავტორს, რომელსაც გონია, რომ მის მიერ მოყვანილ ნასესხებ სიტყვებს ქართული შესატყვისები გააჩნია და ქართული ლექსიკა მდიდარია.
მესამე: არაბული სიტყვები ქართულში შემოსვლას იწყებს მე-7 საუკუნიდან და საერთოდ, ნასესხები სიტყვები ქართულში შემოდის მაშინ, როცა ამათუიმ ეთნოსის გაბატონება იწყება ქვეყანაში. რატომ უნდა ესესხათ ველური არაბებისაგან ქართველებს სიტყვა "ქალაქი", როცა ქართული ქალაქები გაცილებით დიდი ხნით არსებობდა?
მეოთხე: სიტყვები შეიძლება ქართულში შემოვიდეს უცხოურიდან კომპოზიტებად, მაშინ როცა ქართულში საწყისი სიტყვა კომპოზიტს არ წარმოადგენს.
რადგანაც ასე "კარგად" ერკვევით ენათმეცნიერებაში, თურქული "ფარდის" ეტიმოლოგია საიდან მოდის?
მეხუთე: თქვენ რომ არ გაგიგიათ რაიმე, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. პირიქით, თქვენი ნაწერებიდან ჩანს, რომ ეს აუცილებლობას წარმოადგენს. თქვენზე ბევრად განათლებულს, დიდ ქართველსა და არა-ლინგვისტ საბას დავესესხოთ
ჭურჭელი
(31, 37 დაბად.) ჭურჭელი ზოგადი სახელი არს ყო(ვ)ელთა ჭურჭელთა, ხოლო ესე ჭურჭელ(ნ)ი განიყოფებიან ათხუთმეტად: იარაღად, გვარდაკად, ლა(ნ)კანად, ჯამად, საღვინედ, წედად, სარწყულად, ვაშკარანად, ზარდახშად, ფუკად, სფირიდად, ჭურად, საწყავად, შარაგულად. იარაღი არს აბჯარნი და საჭურველნი
და ჭურჭელნი მჭედელთა, ხუროთა, კალატოზთა და ყო(ვ)ელთა ჴელოსანთანი; გვარდაკი არს ჭურჭელი საგბოლელი: ქვაბი, სიავი, კარდალა, ტაფა, ქოთანი, კოჭობი და მისთანანი; ლანკანი არს ჭურჭელი ილეკროსი: თეფში, ფეშხუმი, ბარქაში, ფიალი, ტაშტი და მისთანანი; ჯამი არს ჭურჭელი ნოტიოთა: ბადია, ლოდა, ლოდაკი, უსკურა, პინაკი, ფილჯამი და მისთანანი; საღვინე არს: სურა, საწდე, დასტი და მისთანანი; ჭურნიცა და წედანიცა საღვინედ ითქმის (ითქმიან Ab); წედა არს ჭურჭელი სასმისი: ფიალა, თასი, ბარძიმი, სირჩა, ჩარა, ბიდახი, სტაქანი, დოსტაქანი, ორთომელი, კვანჩხი, სარიოში, ყანწი, კულა და მისთანანი; სარწყული არს ჭურჭელი წყალთა: იათუღი, გოვზაკი, სტამნი, კუტალი, წურწუმა, წყლის–საქანელი, მათარა, თასუხა და მისთანანი; ვაშკარანი არს შთასადებელი ქსო(ვ)ილი ჭურჭელი: გვალაგი, ტომარა, მანდიკი, მახალი, მახალაკი, შულდაკი, ხალთა, ჩაჴვი, ბალანტი, თალისა, ხილინდარი, ჯუზდანი, ჩალათა, თალია და მისთანანი: ზარდახშა არს მაგარი შთასადებელი: კიდობანი, სკივრი, კოლოფი, მოთხე, ბოყვი, ჯღრე და მისთანანი; ფუკა არს ჭურჭელი ძელთაგან თლილი: ტაბაკი, სიფლი, რობა, როგო, ხის თეფში, მოდი, გობი, ყარყარა, კოდი, ტაგანა, კოკა, კუტალი და მისთანანი; სფირიდი არს ჭურჭელი ნათხაზი ბაიათა, ჭილთა, ხრალთა1 და მისთანათაგან; ჭური არს კეცთაგან ჭურჭელი: ქვევრი, ყვიბარი, ქოცო, ხალანი, დერგი, ლაგვინი, ლაგვინარი და მისთანანი (ეგევითარი B); საწყავი არს ჭურჭელი ყო(ვ)ელთა მარცვალთა და ნოტიოთა აღსაწყავი: კოდი და მისთანანი, კოკა, ჩაფი და მისთანანი; შარაგული არს ჭურჭელი დაწნული [+ წკეპლითა (წკებლითა Ab) და ღვედკეცითა, რაჲც არის ZA]2 ZAB.
სულხან საბას მაგ სტატიას გადახედეთ, გამოგადგებათ ძალიან. ქართული ენის "სიმწირეს" მიუთითებს. დარწმუნებული ვარ, ეგ სიტყვები სიზმარშიც არ გსმენიათ.
მეექვსე: ხურიტულიდან, ხეთურიდან, სემიტურიდან და "ინდოევროპეიზმიდან" სიტყვები რომ მოაყარეთ, ერთი სიტყვა აიღეთ მაქედან და დაამტკიცეთ, რომ ეგ სიტყვა შემოვიდა მაგ ენებიდან ქართულში და არა პირიქით, ქართულიდან შევიდა ამ ენებში. ან დაამტკიცეთ, რომ ხეთები და ხურიტები ქართველების მონათესავე ტომები არ იყვნენ, რომელთაც საერთო წინაპარი შეიძლება ყოლოდათ, რომელიც შემდეგ გაიყვნენ და ეს სიტყვებიც ამ მონათესავე ტომებმა გაიყოლეს.
მეშვიდე: სპარსული სიტყვების კორიანტელი რომ მოაყარეთ, აქაც ჩანს, რომ არ გესმით არგუმენტის არსი და ვერც ის გაიგეთ, მე რა დავწერე. მე არ მითქვამს, რომ ქართულში ნასესხები სიტყვები არ არისთქო. არამედ ის ვთქვი, რომ მათი შესაბამისიც ძალიან ძველი ქართული სიტყვები არსებობს, რომელსაც ჩვენ დღეს არ ვხმარობთ. მაგალითისათვის, ანდერძი ძველ ქართულში გადმოიცემოდა სიტყვებით "ბრძანება" და "მცნება", ამცნო, უბრძანა და ა.შ. სიტყვა "აქანდაზის" მაგივრად შუშანიკის წამებაში არის ნახმარი "ასტამი".
სევდა - ნაღველი, მწუხარება
დარდი - ურვა
აბჯარი - ჯაჭვი
დამქაში - მომხრე
დანა - მახვილი, ისევ სულხან საბას თუ დავესესხებით:
დანა
L. კორთელო B.
Turk. ბიჩახ ZAaBCb, ბირჩახ Caq DE.
Arm. დანაკ ZAaBCDE.
არს უდიდესი ყოველთა ჴორცისა მოსათლელი, დ ა ნ ა კ ი – უმცრო მისსა და ზომიერი, ხოლო ღ ი ნ წ ი – მცირე დანაკი კალამთ მოსაჭრელი და მისთანა, ხოლო ც ი ღ ვ ი – დანაკი. რომელი კოტასთან მოიდრიკოს და შეიკრას, და ს ა ს ხ ლ ე ვ ი – ვენაჴის(ა) გასასხლავს ციღვსა (+ დანაკად ითქმის მახვილიცა ZAa) ZA.[B]
- ჰოი საოცრება, თურმე დანის შესატყვისი რამდენი სიტყვა გვქონია ქართულში. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს სიტყვები ეგვიპტურიდან, შუმერულიდან, ურარტულიდან და ა.შ. იყოს შემოსული
მოკლედ, ცოტას თუ გაირჯებით, თქვენ თვითონაც მონახავთ თქვენს მიერ მოყვანილი სპარსული (თუ სხვა ჯიშის) სიტყვების ქართულ შესატყვისებს. "აფსუს'-ზე და "აფერუმ"-ზე შეიძლება წვალება დაგჭირდეთ. აქ ქართული ენის სიტყვის კონის სიმწირესთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ განათლების სიმცირესთან. ასე მგონია მე.
[B]
და ბოლოს, თუ შეიძლება მითხარით, ქართული წარმოშობის სიტყვები თუ არსებობს საერთოდ ქართულში? მხოლოდ ერთი სიტყვა არის საკმარისი და მისი ქართული წარმომავლობა დაამტკიცეთ!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RexxaR
გარეჯი საქართველოა
ჯგუფი: Members
RexxaR
გარეჯი საქართველოა
ჯგუფი: Members
წერილები: 5854
წევრი No.: 98449
რეგისტრ.: 25-August 09
#59289177
· 5 Jun 2022, 20:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(vano_t)
მესამე: არაბული სიტყვები ქართულში შემოსვლას იწყებს მე-7 საუკუნიდან და საერთოდ, ნასესხები სიტყვები ქართულში შემოდის მაშინ, როცა ამათუიმ ეთნოსის გაბატონება იწყება ქვეყანაში. რატომ უნდა ესესხათ ველური არაბებისაგან ქართველებს სიტყვა "ქალაქი", როცა ქართული ქალაქები გაცილებით დიდი ხნით არსებობდა?
ამხელა არგუმენტის დაწერა რა საჭიროა როცა უბრალოდ ქალაქი არაბული სიტყვაა და ეს აქსიომაა ლიგვისტიკაში. ცნობილია რომ ქართულში ქალაქს დაბას ეძახდნენ, ქვეზანას სოფელეს და სამზაროს კიდე ქვეყანას. შემცირებული მნიშვნელობები ქონდა გეოგრაფიულ ობიექტებს.
QUOTE
(vano_t)
ჭურჭელი
(31, 37 დაბად.) ჭურჭელი ზოგადი სახელი არს ყო(ვ)ელთა ჭურჭელთა, ხოლო ესე ჭურჭელ(ნ)ი განიყოფებიან ათხუთმეტად: იარაღად, გვარდაკად, ლა(ნ)კანად, ჯამად, საღვინედ, წედად, სარწყულად, ვაშკარანად, ზარდახშად, ფუკად, სფირიდად, ჭურად, საწყავად, შარაგულად. იარაღი არს აბჯარნი და საჭურველნი
QUOTE
(vano_t)
ხოლო ესე ჭურჭელ(ნ)ი განიყოფებიან ათხუთმეტად:
ხოდა ადამიანის მეტყველების უნარს რო არ შეუძლია ერთი სიტყვა 15 მცნებეის აღსანიშნავად დაიმახსოვროს ამიტომ ჩდება ახალი სიტყვები ანა ნასესხობა სხვა ენიდან. ოდესღაც მწირი იყო მეტყველების რესურსი მერე განვითარდა ადამიანებსი მეტყველება და ლექსიკაში მეტი სიტყვა გაჩდა. ამიტომ დღეს ჭურჭელი მაგ 15 ივეს ვერ ასახავს და არსენალის შესატყვისი ნაღდადა არაა ჭურჭელი თანამედორვე ქართული ენის ლექსიკაში
QUOTE
(vano_t)
აბჯარი - ჯაჭვი
ანუ მართლა გჯერა რო ჯარისკაცი რო იცვამს დამცავ აბჯარს ეგ და ის ჯაჭვი ერთიდაიგვიეა რომლითAც ძაღლს აბამენ? ეს ორი ნივთი ერთიდაიგივეა?
QUOTE
(vano_t)
დანა - მახვილი, ისევ სულხან საბას თუ დავესესხებით:
დანა და მახვილი ერთიდაიგივეა? პურს მახვილით ჭრი ხოლმე? :დ კარგი რა
QUOTE
(vano_t)
[B]და ბოლოს, თუ შეიძლება მითხარით, ქართული წარმოშობის სიტყვები თუ არსებობს საერთოდ ქართულში? მხოლოდ ერთი სიტყვა არის საკმარისი და მისი ქართული წარმომავლობა დაამტკიცეთ!
არსებობს ეს ვინ თქვა რო არ არსებობს უბრალოდ ნასესხობა ძალიან ბევრია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#59289307
· 5 Jun 2022, 21:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
RexxaR
QUOTE
იყო ქართულში სიტუვა წესი, მაგრამ დროტა განვმლობაში სხვა მცნებას საკმარისად ვეღარ ასახავდა და ამიტომ დამვკდირდა არაბული კანონი. ახლა ვიღაც იტყვის კანონი წესი ერთიდაიგივეაო, მაგრამ არაა, და ერთიდაიგივე რო იყოს კანონი არ დამკვიდრდებოდა წესის პარალელურად.
კანონი არაბული სიტყვა კი არ არის, არამედ - ბერძნული.
ქართულშიც იყოს ამის შესაბამისი სიტყვები. მაგალითად "სამართალი", რომელსაც კანონის მნიშვნელობა ქონდა. ან "ბრძანებება" ან "შჯული" ანდაც "მცნება". მაგალითად "სამართალი შჯულისაი" არის "რჯულის კანონი". არ არსებობს კანონის მნიშვნელობა, რომელსაც ქართულში შესატყვის არ ქონდა. და თუ ეს სიტყვა განზოგადოებული მნიშვნელობით შემოვიდა ქართულში, ეს არ ნიშნავს, რომ იგივე განზოგადოებული მნიშვნელობით იხმარებოდა ბერძნულში.
QUOTE
ანუ მართლა გჯერა რო ჯარისკაცი რო იცვამს დამცავ აბჯარს ეგ და ის ჯაჭვი ერთიდაიგვიეა რომლითAც ძაღლს აბამენ? ეს ორი ნივთი ერთიდაიგივეა?
ასე ერქვა ძველ ქართულში მაგ სიტყვას ზუსტად. და ეს ჯაჭვი იგივე სიტყვას არ წარმოადგენდა, რა მნიშვნელობითაც ჩვენ ვხმარობთ სიტყვა ჯაჭვს დღეს. ყელზე ჩამოსაკიდ ჯაჭვს, მაგალითად, ძველ ქართულში მანიაკი ერქვა.
QUOTE
დანა და მახვილი ერთიდაიგივეა? პურს მახვილით ჭრი ხოლმე? :დ კარგი რა
კიდევ გეუბნებით, რომ თქვენ ჩემი არგუმენტის არსს ვერ ჩაწვდით სამწუხარდო. დღეს რა მნიშვნელობით იხმარება ეგ სიტყვები, ეგ სულ სხვა თემაა და ამაზე არ ვკამათობ. სხვათაშორის, რომ იცოდეთ კიდევ, ეკლესიაში დღეს წირვის დროს რითაც ტარიგს (რომელიც პურის ნაჭერს წარმოადგენს) ჭრიან მახვილი ეწოდება, რაც წარმოადგენს დანას.
QUOTE
არსებობს ეს ვინ თქვა რო არ არსებობს უბრალოდ ნასესხობა ძალიან ბევრია
ნასესხები სიტყვები რომ ბევრია, მე ამას არ ვუარყოფ არსად. მე ვამბობ, რომ საკუთრივ ძველი ქართული სიტყვების მარაგი იმდენად მდიდარია, რომ ქართული ენა ნასესხები სიტყვების გარეშეც გააგრძელებდა არსებობას. არის, რათქმაუნდა, ენაში ისეთი სიტყვებიც, რომლის ანალოგიც ქართულში არ არსებობდა, მაგრამ ესენი არიან ძალიან სპეციფიური სიტყვები. სიტყვების უდიდესი ნაწილი, რაც შემოვიდა, იმის გამო არ შემოვიდა, რომ ქართული ექვივალენტები არ გვქონდა, არამედ იმის გამო, რომ ასეთია ენის განვითარება სხვადასხვა აზრიანი თუ უაზრო მიზეზების გამო. მაგალითად, დღეს ქართულში "პრადვინუტებმა" შემოიტანეს სიტყვა "ნარატივი" (სხვა კიდევ ბევრ ბარბარიზმთან ერთად), რაც საერთოდ არ იყო საჭირო. "ნარატივის" ყველა მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს ქართულში ადრე არსებული სიტყვებით, მათ შორის ნასესხებითაც.
QUOTE
ამხელა არგუმენტის დაწერა რა საჭიროა როცა უბრალოდ ქალაქი არაბული სიტყვაა და ეს აქსიომაა ლიგვისტიკაში. ცნობილია რომ ქართულში ქალაქს დაბას ეძახდნენ, ქვეზანას სოფელეს და სამზაროს კიდე ქვეყანას. შემცირებული მნიშვნელობები ქონდა გეოგრაფიულ ობიექტებს.
იყოს ჩემო ბატონო თუნდაც მასე. მთავარი ის არის, რომ გვქონია ქალაქის შესატვყისი სიტყვა ქართულში. თუმცა, ადიშის ოთხთავში ორივე სიტყვა ერთად არის ნახსენები: "მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა". შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ, რის საფუძველზე მტკიცდება, რომ "ქალაქი" არაბულიდან არის შემოსული?
ქართული წარმოშობის სიტყვები თუ არსებობს საერთოდ ქართულში? მხოლოდ ერთი სიტყვა არის საკმარისი და მისი ქართული წარმომავლობა დაამტკიცეთ! აქ მე მაინტერესებს, რა მსჯელობით ამტკიცებთ იმას, რომ მოცემული სიტყვა ძველი ქართული წარმოშობისაა, რომ იგივე არგუმენტებზე დაყრდნობით, შემდეგ გამარკვიოთ, რატომ არის ის, დავუშვათ ხურიტული, სიტყვები ხურიტული წარმოშობის და არა ქართულის.
This post has been edited by
vano_t
on 5 Jun 2022, 21:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64106
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#59292866
· 6 Jun 2022, 23:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ქართული ენის ღარიბი ლექსიკა, მიზეზები
აქ ორ რამეს ვიტყოდი მე:
1) ლიტერატურული ქართულის გარდა გვაქვს დიალექტები სადაც ბევრი ისეთი სიტყვაა რაც თბილისელებს ალბათ არც გაგვიგია
2) ამას პლიუს მეგრული და სვანური ენები - ჩვენი სიმდიდრეა
--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ
ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)
კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(10)
« პირველი
...
8
9
[10]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0589 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.