#44974341 · 24 Jun 2015, 02:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
QUOTE | არ გეთანხმები . "ჩხომ"-ში იგივე ძირია რაც "ჩხოუ"-ში , "მჩხურ"-ში,"ჩხონჩხში" და ა.შ. ანუ ქართ."ცხოველი" და ცხოვრებიდან გამომდინარე.
|
სამაგიეროდ ენათმეცნიერული და ექსტრალინგვისტური კანონზომიერებები მეთანხმებიან.
რასაკვირველია, ჩხომისა და ჩხამის ჩხ- ძირი დაკავშირებული უნდა იყოს სიცოცხლის აღმნიშვნელ ზან-ქართულ ც'ხ- ძირთან. მაგრამ ამ ფუძე-ენაშივე უნდა მომხდარიყო ალომორფთა ფონოლოგიზაცია და განცალკევებულ ფორმებად დამკვიდრება. ც'ხ-/ჩხ- ფორმებიდან წყლის სულიერის ნიშა ჩხ-ს უნდა დაემკვიდრებია. იგივე ძირი შეინიშნება კომპოზიტებში კირ-ჩხიბი და კიბო-რჩხალი. ზანურში ც'ხ-მ და ჩხ-მ ორივემ მოგვცა ჩხ-, ხოლო ქართულში ცხ- და ჩხ-. ზან-ქართ. ც'ხ-დანაა: მეგრ. შხური (<*ჩხური) "ცხვარი", ჩხუ/ჩხოუ "ძროხა", *ჩხენი "ცხენი", ჩხონჩხი "ღვიძლი", ჩხონ-აფ-ა "ცხონება"; ლაზ. (მ)ჩხური, ჩხომე/ჩხომელა "სიცოცხლის მქონე" (შდრ. ძვ.ქართ. ცხოველი); ქართ. საცხოვარი "ცხოველი, ცხვარი", ცხოვარი "ცხვარი", ცხვარი, ცხოველი, ცხენი, ცოცხალი (<*ცხოცხალი), ცხოვნება, ცხოვრება.
ალომორფთა ფონემიზაციის კარგი მაგალითია აფხაზური apśy (მკვდარი) და apsy (სული). ეს ფორმები შემონახულია ფონეტიკურად არქაულ ბზიფურ დიალექტში. ხოლო აბჟუურსა და სხვა კილოებში ś > s პროცესმა ფონეტიკური სხვაობა წაშალა და apsy სულსაც ნიშნავს და გარდაცვლილსაც. ანუ ჯერ მოხდა პარალელურ ფორმათა განცალკევებულ ერთეულებად ჩამოყალიბება, ხოლო გვიანდელმა ფონეტიკურმა პროცესებმა ოდინდელი ფონემიზაციის კვალი წაშალა დიალექტთა უმრავლესობაში.
ჩხომისა და ჩხამის შემთხვევაში გვაქვს სრულიად კანონზომიერი ბგერათშესატყვისობა. ჩხ- (ქართ.-ზან.) > ჩხ- (მეგრ.-ლაზ.-ქართ.); ა (ქართ.-ზან) > ა (ქართ.), ო (მეგრ.-ლაზ.)
მაგ გახსენებაზე, ცხვრის აღმნიშვნელი სომხური ვოჩხარ უძველესი ზანური ნასესხობაა. წყარო უნდა იყოს *ოჩხოვორ (ო-ჩხ-ოვ-ორ) რაც გახლავთ კანონზომიერი ზანური შესატყვისი საცხოვარისა (სა-ცხ-ოვ-არ-ი). ზანური ნასესხობები სომხურში საინტერესო თემაა და კი ეკუთვნის განხილვა.
|