#45095945 · 7 Jul 2015, 08:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შაქროII
| QUOTE | "სომხითთან" ამას შეიძლება კავშირი ჰქონდეს?
|
სომხითი სომხეთის ძველქართული სახელია. სომეხთა ქვეყნის სახელად ხმარებული შედარებით იშვიათი ფორმებია სომხეთი, სასომხითი, სასომხეთი, სასომხეთოჲ, სასომხითოჲცა. იტოგში, ქვემო ქართლის სომხითი იმის ანარეკლი იყო, რომ ერთ დროს სომხეთს დაპყრობილი ჰქონდა ეს ტერიტორია. იგივე პონტია, შიდა ქართლ რო ოსეთს ეძახეან ახლა რა. ფსევდო-სომხითი, ანუ ქართლის სომხითი ცალკე ტოპონიმად ჩამოყალიბდა და გვიან შუა საუკუნეებში არეალიც დაუვიწროვდა. ასევე, სათავე დაუდო ახალ წარმომავლობის სახელს "სომხითარი". ანუ ქართლის სომხითის მკვიდრი. ამჟამად ტოპონიმიც და სომხითარიც გამქრალია. * * *
| QUOTE | შერევის შედეგად წარმოქმნილი ამიტომ არის სომხურში(უფო სწორ. გრამატიკაში) ორი ინდოევროპული და ქართული "პლასტი"
|
რაც შეეხება ქართველურ ელემენტებს სომხურში. დიახ, შეინიშნება და უფრო ადრეული გახლავთ მეგრულ-ჭანური, ანუ ზანური.
This post has been edited by მნაცაკანა on 7 Jul 2015, 09:17
|