#45567849 · 2 Sep 2015, 13:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როცა ტოპონიმიკას მოვიხმობთ რაღაც პერიოდის ფაქტების დასადგენად, სულ მცირე, ამ ტოპონიმთაარსებობის საბუთი მაინც არ უნდა გვქონდეს? ჰამაც იმჟამინდელი ჟღერადობით. მაგ. ბლიადსკი პარკით ძ.წ. მე-5 საუკუნეში რუსების ძიება თბილისში მართებულია?
რატო ეგრე დარწმუნებით? რა ასაკისაა ეგ ტოპონიმი? რა მაგი პასუხია და, ძველქართულად უდოჲ/უდეჲ უღონოსა ნიშნავდა. "სამკჳდრებელი უდოჲ და გლახაკი"/"სამკჳდრებელი უღონოჲ და გლახაკი" (ეფრემ ასურის სწავლება მონაზონთა და მარტო მყოფთა მიმართ) * * *
QUOTE | იქნებ ჩვენ ზუსტად არ ვიცით ჭიათურას ეტიმოლოგია მაგრამ ამ სახელის აგებულობა უთუოდ ქართველურია |
ხო, ქართულია. ჭიათურა თავდაპირველად მომცრო მდინარის სახელი იყო. უფრო ღელე ეთქმის რა. შემდეგ ადგილის სახელადაც იქცა. ზემო იმერეთში -ურ სუფიქსით ჰიდრონიმების წარმოება ჩვეულებრივი ამბავია. ჭიათა > ჭიათურა. მისნაირია ლაშურა, ჯრუჭულა, ჩიხურა, ძირულა და ა.შ. დანარჩენ იმერეთში და ქართლშიც ნახე. საკრაულა, ძევრულა, ლეხურა, აძურა და მისთ. ადრე ზანურ "სამჭედლოდ" ხსნიდი, მარა ეგ არასერიოზულია. ჩისტად ზემოიმერულია რა.
|