ვ. გოილაძის მიერ დადგენილი ვახტანგ მეფის ქრონოლოგია საკმაოდ ყურადსაღებია და სხვა ისტორიულ თარიღებსაც მიესადაგება.
რაც შეეხება ბუტკუჯას მტკიცებებს, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, მაგრამ ძალიან უკიდუროსებაში ვარდება. ქართლის ცხოვრების, როგორც ისტორიული წყაროს, უარყოფა ერთია და ფარპეცის როგორც ისტორიკოსის, მეორე. ნუ გვავიწყდება რომ, იგი იმ პერიოდის თანამედროვეა.
ვერ დავიჯერებ იმას, რომ ფარპეცს რომ არ დაეწერა ვახტანგზე ცნობები, შემდეგ დროინდელი სომეხი გადამწერები ქართლის ცხოვრების გავლენით, თვითნებურად ჩაამატებდნენ რამეს. ეს სომხურ ფსიქოლოგიაში არაფრით არ ჯდება. თუ დავუშვებთ იმას რომ სომხეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის დროს მოხდა ასეთი ჩამატება, მაშინ ასეთ უარყოფით და მატყუარა მეფედ რატომ აღწერს ეს ჩამატება?
ასე რომ ფარპეცი ნამდვილად გვიამბობს ქართლის ვახტანგზე და მას საერთოდ არ ევასება იგი (ეს უკვე ნაღდად ჯდება სომხურ ხასიათში). რომ გავაშუალედოთ: ქართლის მეფე ვახტანგი ( რომელსაც შემდგომ უწოდეს გორგასალი) მსოფლიო მასშტაბის მეფე არ იყო, მაგრამ ჰუნებთან კავშირები და მათი მიგრაციის რეგულირება დარიალის გადმოსასკლელით, ნამდვილად ხელთ ებყრა (რასაც ფარპეციც აღიარებს). ეს იმას ნიშნავს რომ არც ხელწამოსაკვრელი პიროვნება იყო. რამდენად გამოსდიოდა მაშინდელი უდიდესი ძალის ჰუნების დათანხმება კავშირზე ეს სხვა საკითხია, და მისი დიდება სწორედაც რომ ამ უდიდესი ურდოს შეჩერებაზეა კავკასიონის მისადგომებთან. დიპლომატიით და მოკავშირეობით სხვაგვარად წაიყვანა საქმე.
ფარპეცმა: მოგვატყუაო ვახტანგმა და ვერ შეძლოო ჰუნების გადმოყვანა გარდა 300 მეომრისაო. ვახტანგმა შესაძლოა მარტო სომხები და ბაყათარი

კი არ მოატყუა, არამედ ჰუნებიც, რაღაცნაირი ხერხებით რომ არ გადმოსულიყვნენ, თორემ ეს ველურები რას დაგიდევდნენ, სპარსეთს ხომ მოაოხრებდნენ, მერე ბიზანტიას და სომხეთსა და ქართლსაც მიაყოლებდნენ ზედ. რაც არაერთხელ გაუკეთებიათ მანამდე.
ასე რომ მოქცეულიყო ვახტანგი მაშინ იხარე ბევრს დაწერდნენ მასზე ბერძნები და სპარსელები და არც ბუტკუჯას ყბაში ჩავარდებოდა.