Nostalgia34
==========================
რახან სვანურზე ჩამოვარდა საუბარი.
თუ ვინმეს არ გინახავთ და დაგაინტერესებთ.
ლუშნუ ბოფშრე ლიტერატურასვანური საბავშვო ლიტერატურა
წიგნის შესავალიენა ნებისმიერი კულტურის საფუძველია. ენის გარდაცვალება ანადგურებს რეგიონის მემკვიდრეობასა და კულტურას. უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში მცირე ენებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა ევროპაში. იგნორირებისა და აკრძალვის ნაცვლად, ევროკავშირის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი შეხედულება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ადამიანის დემოკრატიზაცია ევროპის უმეტეს ქვეყნებში, სტიმულს აძლევს და მხარს უჭერს ნებისმიერ ენას, მიუხედავად გავრცელების არეალისა და ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა რაოდენობისა.
თუმცა, ევროპაში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც ენები შევიწროებულია, ნახსენებია როგორც დიალექტი და არა როგორც ენა. ზოგან ევროპელი პოლიტიკოსები და სხვანი თანმიმდევრულად აგრძელებენ ხალხის მოტყუებას, მცირე და უნიკალურ ენებს ფართოდ გავრცელებული ენების დიალექტებად ასაღებენ, მაშინაც კი, როდესაც საერთო იგივეა, რაც ორ ინდოევროპულ მონათესავე ენას შორის, როგორიცაა, მაგალითად, ინგლისური და პოლონური ან შვედური და რეტორომანული.
სვანური ენა, რომელზეც საუბრობს 40 000 ადამიანი, ერთ-ერთია ოთხ ქართველურ ენათაგან. ეს არის მდიდარი, უნიკალური ენა თავისი დიალექტებით და ის თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე არქაულ ქართველურ ენად. ის არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნაწილი. ბევრმა სვანმა მშობელმა შეწყვიტა შვილებთან მშობლიურ ენაზე საუბარი, რადგან ფიქრობენ, რომ ამ გზით ახალი თაობა უფრო მომზადებული იქნება სასკოლო პროგრამისთვის, სადაც ამ დროისთვის სვანური ენა პრაქტიკულად არ ისწავლება; გაერომ სვანური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ ენათა რიცხვში შეიტანა.
მცირე ლიტერატურული კონკურსი და ეს წიგნი ერთ-ერთია იმ მრავალ ღონისძიებათაგან, რომლებიც საჭიროა სვანური ენისთვის კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად.
კონკურსის მოკლე მიმოხილვა2013 წლის იანვარში დაიწყო ლიტერატურული კონკურსი ზემო სვანეთში, საქართველოს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის (12-დან 18 წლამდე). კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდებს შორის სვანური ენის პოპულარიზაცია. ბალს ზემო და ბალს ქვემო სვანურ დიალექტებზე შექმნილი პოსტერები ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაავრცელეს და დაგზავნეს ზემო სვანეთის სკოლებში (იხ. შემდეგ გვერდებზე). საკონკურსო თხზულებების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2013 წლის 1 მარტი.
2013 წლის 1 მარტისთვის სულ 78 ლიტერატურული ნაწარმოები იქნა წარმოდგენილი, უმრავლესობა - მესტიიდან (48) და ბეჩოდან (28), დანარჩენები - ლატალიდან და ჭუბერიდან. ნაწარმოებების დიდი ნაწ ილი გახლდათ ლექსები და საკონკურსოდ ძალიან მცირე ზომის. მათ რამდენიმე გამსწორებელი ამოწმებდა. ჭუბერიდან იმეილზე გამოგზავნილი ერთი ნაშრომის გარდა, ყველა ხელნაწერის სახით იყო წარმოდგენილი, რადგან საქართველოში გავრცელებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე არ არის ჩამატებული ის ასოები, რომლებიც, ქართულისგან განსხვავებით, გამოიყენება სვანურ ენაში.
ჟიური შედგებოდა განსხვავებული სქესისა და ასაკის მქონე პირე ბისაგან, რომელთათვისაც სვანური ენა მშობლიურია. ისინი ასწორებდნენ ნაწარმოებებს ისე, რომ არ იცოდნენ ავტორის ვინაობა. პროცესი 20 მაისამდე გრძელდებოდა. ჟიური ნაწარმოებებს აფასებდა ათქულიანი სისტემით, ორიგინალურობისათვის, მრავალსიტყვიანობისათვის და საერთო ხარისხის მიხედვით.
ვისაც დაგაინტერესებთ, აგერ წიგნის ბმული:
http://www.docfoc.com/-55cf9986550346d0339dd220 This post has been edited by ფორცხოლი on 12 Feb 2016, 13:53
. .