უამრავჯერ მაქვს დაწერილი, თუნდაც ამ თემაში, მაგრამ გიპასუხებ შენც, რახან გაინტერესებს.

ენის პოპულარიზაციისთვის და შენარჩუნება-განვითარებისთვის ბევრი რამის გაკეთება შეიძლება
როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე საკითხით დაინტერესებულების მხრიდან
საჭიროა სკოლაში სწავლება, ტელევიზია, რადიო, ჟურნალი, გაზეთი, თარგმნა, წერა, წიგნი, ფილმების გახმოვანება, ინტერნეტ პროექტები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ა.შ...
სახელმწიფომაც უნდა თქვას თავისი სიტყვა და ენის მატარებლებმაც უნდა იაქტიურონ...
თუმცა, დღეს პრობლემა ისაა, რომ ფობიებია გავრცელებული ერთ ნაწილში და ცუდი თვალით უყურებენ მეგრულის შენარჩუნება-განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.
რუსეთი ყველა ბრუნვაში, ჩრდილოეთის სიო, სუსლოვის გეგმა, აფხაზეთთან პარალელები, ღვინჯილია — ამბეებზე იწყებს ბევრი ლაპარაკს.
ერთ ქვაბში ხარშავენ ხოლმე ოკუპანტების და აფხაზი სეპარატისტების პატრონაჟით გამომავალ გაზეთ ,,გალს" და მეგრულ ვიკიპედიას, რომლის შემქმნელებსაც არანაირი ანტიქართული ზრახვები არ გვამოძრავებს.
თუ სახელმწიფო იტყვის თავის სიტყვას, თუ აღიარებს, როგორც მემკვიდრეობად, გაატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, მაგალითად, დაამატებს სასკოლო პროგრამაში მეგრულის გაკვეთილებს და ა.შ. — სხვანაირი მიდგომა ჩამოყალიბდება თანდათან საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით...
დღეს რომ მეგრული ტელევიზია გახსნა, იცი რა ამბები ატყდება?

თუ ევროპის მაგალითი გაინტერესებს
არსებობს ევროსაბჭოს რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ქარტია.
პირველ პოსტშიც მაქვს ამაზე დაწერილი.
25 ქვეყანაში უკვე მოხდა მაგ ქარტიის რატიფიკაცია.
მშვენიერი დოკუმენტია, ყველა სფეროს მოიცავს — სკოლას, უმაღლეს სასწავლებლებს, მასმედიას და ა.შ.
ქარტია ლავირების საშუალებას იძლევა.
65 ძირითადი ვალდებულებიდან შეუძლია შეარჩიოს მხოლოდ 35.
საქართველომ 1999 წელს აიღო რატიფიკაციის ვალდებულება.
ერთ წელიწადში უნდა მომხდარიყო ეს, მაგრამ დღემდე თავს იკავებს სახელმწიფო.
რატიფიკაციის შემთხვევაში, სტატუსი უნდა მიენიჭოს მეგრულ, ლაზურ, სვანურ, ბაცბურ და უდიურ ენებს.
თუმცა, მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ მთავარია ენების შენარჩუნება და ქარტიის საშუალებით მოხდება თუ რაიმე ალტერნატივით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.